კომპანია „მზეთამზე“ ჭვავის პურის ახალ ხაზს,„ჭვიას“ უშვებს.
ახალი მიმართულება ხუთი სახეობის პურს აერთიანებს, ესაა:
ჭვია - ალაოთი,
ჭვია - სეზამით,
ჭვია - მზესუმზირით,
ჭვია - ძირათი,
ჭვია - შვრიის ფანტელით.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს არის ახალი გემოები, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„დასავლეთ საქართველოში ისტორიულად ჭვავისა და ხორბლის ფქვილის პურს „ჭვიას“ ეძახდნენ და უგემრიელეს პურად ახასიათებდნენ. ეს ისტორიული სახელი აღვადგინეთ და პურის დედის უძველესი ცხობის ტექნოლოგიითა და თანამედროვე რეცეპტების დახმარებით, ხუთი სახეობის გემოვანი პური გამოვაცხეთ, რომელსაც რა თქმა უნდა - „ჭვია“ ვუწოდეთ!“- აცხადებენ კომპანიაში. პური უკვე გაყიდვაშია თბილისისა და რუსთავის სუპერმარკეტებში.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის „მზეთამზე“ ოცამდე სახეობის პურს ამზადებს. „მზეთამზე“ ფუნდამენტურ ქართულ ბრენდს წარმოადგენს, რომლის ამოცანაც ხარისხიანი ქართული პროდუქციის შეთავაზებით, ქართული იდენტობის შენარჩუნება და მომავალი თაობების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა. ბრენდი პოზიციონირდება, როგორც ყველაზე ხარისხიანი ქართული პურის მწარმოებელი.
„მზეთამზეს“ მისიაა შეინარჩუნოს და განავითაროს ქართული ხორბლის ჯიშები და ქართული პურის დამზადების ტრადიციები, რათა გააძლიეროს ეროვნული უნიკალურობის იდენტურობა და მოსახლეობას კიდევ ერთი მიზეზი მისცეს, საკუთარი მემკვიდრეობით იამაყოს! - აცხადებენ კომპანიაში.
(R)