რუსეთმა მზესუმზირის ექსპორტი გააძვირა – ქართველი მეწარმეები გაურკვევლობაში არიან

რუსეთმა მზესუმზირის ექსპორტი გააძვირა – ქართველი მეწარმეები გაურკვევლობაში არიან

access_time2021-07-01 17:00:46

დღეიდან რუსეთში მზესუმზირის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი 50%–ით, 1 ტონა პროდუქციაზე $320–მდე იზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მზესუმზირის ნედლეულის  დიდი წილი რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდის, „კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რა გავლენას მოახდეს ეს  მზესუმზირაზე მომუშავე კომპანიებზე, გადამუშავებული პროდუქტის ფასზე და ზოგადად ბაზრის კონიუნქტურაზე.


კომპანია „სოლარის“ დირექტორის იური ტყებუჩავას თქმით, მზესუმზირის რუსულ ბაზარს ჩინეთის და ინდოეთის სახით ძალიან დიდი მომხმარებელი გამოუჩნდა, რადგან მათ პალმის ზეთიდან მზესუმზირის ზეთზე გადასვლა გადაწყვიტეს. ამან რუსეთის ზეთის მწარმოებლებისთვის უზარმაზარი ბაზარი გახსნა. ტყებუჩავამ ასევე  აღნიშნა, რომ  რუსეთში ზეთის წარმოების 90% 7 კაცის ხელშია და სწორედ ეს ადამიანები ლობირებენ, რომ მზესუმზირის ნედლეულის  შიდა  ბაზარზე  შესყიდვას კონკურენტი არ ჰყავდეს და ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან ნედლეულის  ექსპორტზე  გატანას.


ძალიან გაგვიჭირდა, მე  ვფიქრობდი რომ ლარი თუ  გამყარდებოდა, ბაზარზე  ფასს  დავუწევდით, ძალიან ბევრი  პოლემიკა  მიდის  იმის გამო, რომ ლარის გამყარების მიუხედავად ბიზნესმა პროდუქტზე ფასი არ  დაწია, ჩემი დიდი სურვილიც იყო, რომ ჩემ პროდუქტზე ფასი დამეკლო, მაგრამ ვერ  ვაკლეთებ ამას იმიტომ, რომ რუსეთის ბაზარზე ასეთი  საშნელაბა ხდება. თუმცა ამ ყველაფრის მიუხეადავად გაზრდითაც ბევრით  არ  გაგვიზრდია  ამ  პანდემიის  მერე  მატება  იყო  7% . სამომავლოდ  არ  ვიცი, ფასის მხრივ რას ვიზამთ. მოსავლის რა დონე იქნება რუსეთსა და უკრაინაში. რადგან ეს ორი ქვეყანა დომინირებს მზესუმზირის ნედლეულის სფეროში, – განმარტავს იური ტყებუჩავა.


„რუსეთში ზეთის წარმოების დაახლოებით 90% 7 კაცის ხელშია, რა თქმა უნდა ეს ხალხი  ლობირებს იმას, რომ მზესუმზირის შესყიდვის შიდა ბაზარზე არ ყავდეთ კონკურენტი და დაიწყეს ხელოვნური წინააღმდეგობების შექმნა, იმისათვის რომ  რუსეთიდან  სხვას ვინმეს  მზესუმზირა არ გაეტანა. ამიტომ შარშანდელი პერიოდი  გარდა იმისა, რომ ეს ხალხი  ლობირებდა  და ბაზარზე  მონოპოლიას ეწეოდა, მზესუმზირა უმოსავლიანობამაც გააძვირა, სამწუხაროდ რუსეთშიც და უკრაინაშიც იყო გვალვა. მზესუმზირის ნედლეულის 90%-ს სწორედ ეს ორი ქვეყანა  აწვდის მსოლფიო ბაზარს. ესენი აწვდიან  34-35  მილიონ ტონა  მზესუმზირის ნედლეულს,   შარშან მიიღეს  5 მილიონი  ტონით  ნაკლები , 10-15% ით  ნაკლები და  ეს  და კიდე ასეთი  უზარმაზარი ბაზრის გამოჩენა (ჩინეთი და ინდოეთი. რედ.) იყო კიდევ  ერთი არგუმენტი იმისა, რომ რუსეთმა მზესუმზირა 100-150%-ით გააძვირა.



 ჯერჯერობით ეს სიტუაციაა, ახალი მოსავალი ჯერ  არ  აუღიათ , ამას ემატება სეზონური  გაძვირება, იმიტომ, რომ  ნედლეულს  ერთი  ფასი  აქვს  სეზონის  დასაწყისში და მეორე  ფასი  აქვს  სეზონის  დასასრულს“, -  აღნიშნა იური ტყებუჩავამ.

 

მისივე თქმით, თუ ადრე მზესუმზირის ექსპორტის გადასახადი იყო 6.5% ახლა არის 30%.

 

„თუ მზესუმზირის ექსპორტის გადასახადი იყო 6.5% , ახლა არის  30%,  ეს  ნიშნავს იმას, რომ ესქპორტზე  გადასახადი 4.5-ჯერ გაიზარდა, ეს  ის  რიცხვია, რომლის გადახდის შემდეგ ნებისმიერი მზესუმზირაზე მომუშავე მწარმოებელი კარგავს ინტერესს, რომ  მზესუმზირა  შემოიტანოს საქართველოში,  რადგან 400% -ით  გაძვირებული  ნედლეული ბაზარზე ვერ  გაიყიდება, მითუმეტეს  საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისის  დროს. 

მე საქართველოში მზესუმზირის ზეთზე  მომუშავე კომპანიებმა  დამირეკეს და  მე  მივეცი  მათ რეკომენდაცია, რუსეთიდან მზესუმზირის ნედლეულის ჩამოტანას აზრი არ აქვს, რადგან მწარმოებლისთვის  ეს  წამგებიანი იქნება, ალბათ ისევ ზეთის ჩამოტანა ჯობია  ვიდრე მზესუმზირის. 

ჩვენ კომპანიასაც ნედლეული  რუსეთიდან  ჩამოაქვს  და  ფაქტობრივად მთელი  საწარმოს მოდერნიზება მოგვიწია, იმიტომ რომ  რამენაირად  ამ ზონიდან  გამოვსულიყავით, – განმარტავს იური ტყებუჩავა.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up