მზესუმზირა „სოლარმა“ წარმოებმა შეაჩერა - კომპანიას ნედლეული რუსეთიდან ვეღარ შემოაქვს

მზესუმზირა „სოლარმა“ წარმოებმა შეაჩერა - კომპანიას ნედლეული რუსეთიდან ვეღარ შემოაქვს

access_time2020-04-28 16:00:46

„15 მარტს ჩვენ წარმოება შეგნებულად გავაჩერეთ, რადგან დიდი იყო ალბათობა იმის, რომ ჩვენი თანამშრომლები, დისტრიბუტორები მაღაზიებში შესვლისას დაინფიცირებულიყვნენ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „სოლარი“-ს დირექტორმა იური ტყებუჩავამ განუცხადა. მისი თქმით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით, სიტუაციის დარეგულირებამდე წარმოებაც და დისტრიბუციაც შეეჩერებინა. კომპანიის მმართველებს ეგონათ, რომ მდგომარეობა ორი კვირა გაგრძელდებოდა, თუმცა, რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი პრობლემა მხოლოდ საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა  არის. კომპანიას საქმიანობის გაგრძელებაში ხელი იმანაც შეუშალა, რომ „სოლარი“ სრულად დამოკიდებულია რუსულ ბაზარზე.

 

„რუსეთმა გაავრცელა რამდენიმე ნედლეულის ჩამონათვალი, რომლის ექსპორტიც ქვეყანამ აკრძალა. ზეთი შედის იმ სტრატეგიული პროდუქციის ჩამონათვალში, რომლის მარაგიც სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. იქედან გამომდინარე, რომ ზეთის წარმოებისთვის აუცილებელია მზესუმზირა, რუსეთის მთვარობამ მიიღო, დადგენილება, რომ მზესუმზირა ქვეყნის გარეთ არ გაეყიდათ. ჩვენი მზესუმზირა კრასნოდარშია წარმოებული, იქაური ფერმების მიერაა მოყვანილი. რეალურად რუსეთმა აგვიკრძალა შემოტანა , ხელ-ფეხი გაქვს შეკრული. ჩვენ ვცდილობთ, რუსეთი მთავრობას დავუმტკიცოთ, რომ მზესუმზირა რომელიც რუსეთს ზეთის წარმოებისთვის სჭირდება და მზესუმზირა, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებული საქონელია. ზეთის მზესუმზირა არის წვრილი და ზეთოვანი, ხოლო ჩვენ რომელსაც ვყიდულობთ ის არის უფრო მსხვილი და ზეთოვნების კოეფიციენტი აქვს გაცილებით დაბალი“, - განმარტავს იური ტყებუჩავა.

 

„სოლარი“-ს დირექტორი გვიყვება, რომ იდენტურ მდგომარეობაში არიან სხვა კომპანიებიც, რომლებიც რუსეთის ბაზარზე იყვნენ დამოკიდებულები. იური ტყებუჩავას თქმით, ახლა კომპანიის წარმომადგენლები რუსეთში მუშაობენ იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. ბიზნესმენი ფიქრობს,  მაისში პრობლემა გადაწყდება. „კომერსანტის“ კითხვაზე აქვს თუ არ კომპანიას მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან ნედლეულის შემოტანის თაობაზე, იური ტყებუჩავა გვპასუხობს:

 

„ჩვენი კომპანია 5 წელია ლიდერია ბაზარზე. საკითხი მარტივად არ დგას, დარწმუნებული ვარ ჩვენს კონკურენტებს ნედლეული შემოაქვთ უკრაინიდან, ბელარუსიიდან. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია უკრაინიდან მზესუმზირის შემოტანა, მაგრამ რუსეთზე ვართ მორგებული, რადგან იქ არის ტექნიკური ბაზა. ჩვენი გვყავს პარტნიორი, რომელიც იქ მუშაობს, ეს არის ადამიანი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვენდობით ხარისხის საკითხში. გამორიცხული ასე უცბად ავდგეთ და სხვა ქვეყნისგან შევისყიდოთ პროდუქცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფირმის იმიჯი შეილახება, ხარისხი ახლოსაც არ იქნება იმასთან რაც ჩვენ გვაქვს. მიმაჩნია, რომ დღეს რუსული ბაზრის ჩანაცვლება გამორიცხულია“,- აცხადებს იური ტყებუჩავა.

 


იური ტყებუჩავა ჯერჯერობით ვერ ასახელებს ზარალის იმ ოდენობას, რომელიც კომპანიას მიადგა, რადგან პროცესი ამ დრომდე გრძელდება თუმცა, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ზარალი დიდია. ტყებუჩავა „კომერსანტთან“ იმ სხვა ფაქტორებზეც ამახვილებს ყურადღება, რომელიც კომპანიას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.

 

„როდესაც პანდემია დაიწყო ლარის კურის 2,75 იყო, ახლა 3,24. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფაქტიურად ყველაფერი იმპორტირებული გვაქვს და ანგარიშსწორებას დოლარში ვახდენთ ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება. მზესუმზირა შემოგვაქვს, პაკეტის მასალა შემოგვაქვს, მარილი რომ მარილია თურქეთიდან შემოგვაქვს, ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ლარის გაუფასურების პროცენტით, ჩვენი რეალიზაციაც გაუფასურდა. როდესაც ავმუშავდებით შეიძლება ნულოვან მოგებაზე ვიმუშავოთ. ფასს არ მოვუმატებთ, რადგან ისედაც რთულ მდგომარეობაშია ხალხი და მსყიდველთუნარიანობა არ არის ისეთი როგორიც ადრე იყო. ყველაფერ ამას თუ გავითვალისწინებთ ჩათვალეთ, რომ ნულზე, ან მოგების ძალიან დაბალ ნიშნულზე მოგვიწევს მუშაობა“, განაცხადა იური ტყებუჩავა.

 

იური ტყებუჩავა აცხადებს, რომ კომპანიის რეზერვიდან გამომდინარე „სოლარმა“ თანაშრომლების შენარჩუნება მოახერხა. ბიზნესმენი გვიყვება, რომ კომპანიაზე არ არის დამოკიდებული როდის განახლდება მზესუმზირის წარმოება. მისი თქმით, როდესაც რუსეთიდან ნედლეულის იმპორტი განხორციელდება საწარმო მუშაობას დაიწყებს.

 

„მე არ მაქვს ისეთი საწყობი რომ მარაგები მქონდეს. მზესუმზირის შენახვა ჩვეულებრივ საწყობში შეუძლებელია. მოსაგვარებელია ბიუროკრატიული საკითხები, ამ ბიუროკრატიას როდესაც გადალახავენ ჩემი პარტნიორები ავმუშავდებით. ჩვენ მოსავლის აღების დროს დავარეზერვეთ მთელი წლის მარაგი. ახლა საუბარი მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ მოვიპოვოთ იმპორტის უფლება, ჩვენი კომპანიის გადახდილი ფული დევს. შეიძლება ეს მოხდეს ერთ კვირაში შეიძლება 10 დღეში, მაგრამ ვფიქრობ რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი გადაწყდება“, - განუცხადა „კომერსანტს“იური ტყებუჩავამ.

 

აღსაიშნავია ისიც, რომ ,,სოლარ-მა COVID 19 -ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის 50 000 ლარი გამოჰყო, აღნიშნული თანხა კომპანიამ StopCoV ფონდში ჩაირიცხა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up