საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვები 37%-ით გაიზარდა - “ჰაბ ჯორჯიას“ კვლევა

საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვები 37%-ით გაიზარდა - “ჰაბ ჯორჯიას“ კვლევა

access_time2019-05-22 18:30:26

 სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი, ჰაბ ჯორჯიას ექსპერტი, პაატა ცაგარეიშვილი „კომერსანტთან“ მზარდ საკონტეინერო გადაზიდვებზე საუბრობს. მისი განცხადებით, 2019 წლის იანვარ - აპრილში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვების 37 %- იანი ზრდა დაფიქსირდა. ასეთი სცენარით განვითარების პირობებში, ლოგიკურად შესაძლოა დაისვას რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული შეკითხვა:


  რა ფაქტორები  განაპირობობებს  ნავსადგურებში საკონტეინერო ნაკადის ზრდის  ესოდენ მაღალ დინამიკას და რამდენად შენარჩუნებული იქნება ეს ტრენდი?


 ზრდის ასეთი ტენდენცია ხომ არ გამოიწვევს ახლო მომავალში საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო ინფრასტრუქტურის  გამტარუნარიანობის  ამოწურვას?

 

თანამიმდევრულად რომ  მივყვეთ, რა ფაქტორებმა იმოქმედდა საკონტეინერო ნაკადის ზრდაზე, აქ შესაძლოა  ფაქტორთა ერთობლიობაზე გამახვილდეს ყურადღება, პირველი და მნიშვნელოვანი - საქართველოში და მთლიანად რეგიონში მშპ ს მზარდი  ტემპია.

 

 საქართველოში სტაბილურად   მშპ ს 5% იანი ზრდა ფიქსირდება, საგრძნობია აზერბაიჯანის მაჩვენებელი, კერძოდ, თუ 2018 წელს სტაბილურად 1.3 % ს შეადგენდა, წელს უკვე 3% ია, რაც მთავარია ცენტრალური აზიის ქვეყნებში შენარჩუნებულია, ზრდის მაღალი 6 -8 % იანი  ტრენდი. საკონტეინერო ნაკადის ჩვენს ნავსადგურებში გადმორთვის თვალსაზრისით,  ირანისათვის დაწესებულმა  სანქციებმა დადებითად იმოქმედა.

 

 კვლევების თანახმად,  მშპ ს 1% იანი  ზრდა -  ნავსადგურებში და მთლიანად სატრანპორტო სექტორში 3 – 5 % იანი  საკონტეინერო ტვირთების ზრდის მაჩვენებლით  აისახება.

 

ცალკე გამოსაყოფია, ტრანსკასპიური მარშრუტის(რომლის ძირითადი მონაწილეები აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთის და უკრაინის სატრანსპორტო კომპანიებია)  და კასპიის ზღვის აუზში მისი  საკვანძო ნავსადგურების (ბაქო, აქტაუ/კურიკი, თურქმენბაში) გააქტიურება, უფრო მეტიც, დერეფნის სახელმწიფოთა მთავრობების  მხრიდან, ტრანსკასპიური მარშრუტის  მმართველი ორგანოს,  ინსტიტუციონალური ინსტრუმენტებით აღჭურვამ, ბიძგი მისცა ცენტრალური აზიის და ჩინეთის  სრულფასოვან ჩართვას საკონტეინერო გადაზიდვებში.

 

 ზოგადად, ციფრები ასეთია - ბაქო - აქტაუ - ბაქოს მიმართულებაზე 2017 წელი 18 191 კონტეინერი, 2018 წელი 20 393 კონტეინერი ზრდა 12%. ბაქო - თურქმენბაში - ბაქო 2017 წელი - 6 808 კონტეინერი, 2018 წელი - 8 265 კონტეინერი ზრდა 21%. 2019  წლის 4 თვეში აღნიშნული ტრენში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

 

საგრძნობია, ჩინეთის საკონტეინერო ნაკადის, ზრდის ტენდენციები.  რა თქმა უნდა,  გადაზიდვები, რუსეთზე გამავალ ტრანსციმბირულ დერეფანთან შედარებით, ბევრად მცირეა, მაგრამ, ტრანსკასპიური მარშრუტით, მზარდი ტრენდი, ფიქსირდება, კერძოდ -   2016 წ - 132 კონტეინერი,  2017 წ - 198 კონტეინერი, 2018 წ - 1332 კონტეინერი, 2019 წ  2 თვე -  892 კონტეინერი.

 


საკონტეინერო ნაკადის ზრდის დინამიკაზე, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია, ყაზახეთის როგორც ტვირთნაკადის მაფორმირებელი ქვეყნის სატრანსპორტო სტრატეგიამ. უფრო კონკრეტულად, თუ  10 წლის უკან 2009 წელს ყაზახეთის -  აქტაუს ნავსადგური, ძირითადად ნავთონის და ნავთოპროდუქტების გატარებაზე/გადამუშავებაზე  იყო ორიენტირებული, კერძოდ, ნავსადგურის ტვირთბრუნვის  13 მლნ ტონიდან 11 მლნ ტონას ნავთობი და ნავთობროდუქტები წარმოადგენდა, სადღეისოდ  სურათი დიამეტრალურად შეცვლილია, 2018 წელს ნავსადგურში  ნავთობმა  და ნავთობროდუქტებმა მხოლოდ 2.2 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო, ისედაც დრამატულად შემცირებული მშრალი ტვირთების,  ეკონომიკურად არაეფექტური,  მცირე წარმადობის  ბორნებით გადაზიდვის გამო, ტრანსკასპიური მარშრუტის, განვითარების მიზნით, ყაზახეთის მიერ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება კასპიის ზღვაზე ფიდერული საკონტეინერო გადაზიდვების  ორგანიზების შესახებ.

 

ტრანსკასპიური მარშრუტის გააქტიურებაში და სათანადო  ინსტიტუციონალური ინსტრუმენტებით აღჭურვაში, პირველ რიგში იგულისხმება - დერეფნის სატრანსპორტო კომპანიების  კოორდინაცია მრავალი მიმართულებით,  პირველ რიგში, კი სატარიფო პოლიტიკის  კუთხით.

 

 2019 წლის აპრილში, კიევში  მიღებული იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება საკონტეინერო გადაზიდვებზე, „გამჭოლი“ ტარიფის დაწესების და მოქმედ ტარიფთან შედარებით 25% ით შემცირების შესახებ. კერძოდ,  ყაზახეთ/ჩინეთის საზღვრიდან - აქტაუ/კურიკის ნავსადგურების გავლით - ბათუმი/ფოთის ნავსადგურებამდე (4464 კმ)  40 ფუთიანი კონტეინერისათვის, დაწესებული „გამჭოლი“ ტარიფი  1984 აშშ დოლარი, ალტერნატიულ დერეფნებთან მიმართებში  კონკურეტულად უნდა ჩაითვალოს. საკონტეინერო ნაკადის მოზიდვაში, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი,  აქტაუ - ბაქოს საზღვაო მხარზე 20 ფუთიანი  კონტეინერის გადაზიდვის ღირებულების  460 აშშ დოლარამდე შემცირებამ.

 

 დამატებით დინამიზმს მატებს  ყაზახეთის გადაწყვეტილება, 2019 წლიდან, აქტაუ - ბაქოს მიმართულებაზე, რეგულარული ფიდერული საკონტეინერო გემის „თურქესტანის“ დაყენების შესახებ. ყაზახური მხარე, ვარაუდობს, ჩინეთის ტვირთნაკადის მოზიდვა  უზრუნველყოს სწორედ აღნიშნული საკონტეინერო მარშრუტით, რომელშიც საკონტეინერო ნაკადის კონსოლიდაცია განხორციელდება, ყაზახეთ - ჩინეთის საზღვარზე განთავსებული ხორგოსის ლოგისტიკური ცენტრის გამოყენებით.

 

ყაზახეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებით  საგრძნობია ტრანზიტად გადაზიდული კონტეინერების ზრდის დინამიკა, 2017 წელს 347 ათ. TEU, 2018 წელს - 537 ათ. TEU, 2019 წელს გათვალისწინებულია 824 ათ. TEU ს გატარება.

 

 სატრანსპორტო სფეროში, ყაზახეთის გადაწყვეტილება, საკონტეინერო      ტვირთნაკადების აქტივიზაციის შესახებ,  მკაფიოდ ეწერება ქვეყნის განვითარების  სტრატეგიულ „ნურლი ჟოლ“ პროგრამაში, რომელიც, პირველ რიგში, ითვალისწინებს  სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის  ეფექტურ განვითარებას.

 

 რაც შეეხება პროგნოზებს - ყაზახეთის რკინიგზის  საკონტეინერო ოპერატორის KTZ Express ის გათვლებით, დამატებითი  რეგულარული  ფიდერული საკონტეინერო გემების  ამოქმედებით შესაძლებელი იქნება 2020 წლისათვის, ბაქო -  აქტაუ - ბაქოს მიმართულებით 40 000 ერთეული  კონტეინერის გადაზიდვა, სადაც 60 % ჩინეთის სატრანზიტო,  ხოლო 40% ყაზახეთის საექსპორტო ტვირთები იქნება. რისთვისაც ყაზახური მხარე ვარაუდობს დამატებით    „კაზმორფლოტის“  კუთვნილი 4 გემის ჩართვას. 2023 წლისათვის კი 300 000 ერთეულ  კონტეინერს მიაღწევს გადაზიდვის მოცულობები.

 

 აქტაუს ნავსადგურსა და მსოფლიოს უმსხვილეს, საკონტეინერო ხაზს CMA CGM შორის გაფორმებული  გრძელვადიანი თანამშროლობის მემორანდუმი,ტრანსკასპიური მარშრუტით, საკონტეინერო გადაზიდვების დამატებითი პერსპექტივების შესაძლებლობებს იძლევა.

 

 ზრდის ასეთი ტენდენცია ხომ არ გამოიწვევს ახლო მომავალში საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო ინფრასტრუქტურის  გამტარუნარიანობის  ამოწურვას ?  

 

 სადღეისოდ, ფოთის ნავსადგურის საკონტეინერო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა, წელიწადში  550 000 ერთეულ კონტეინერს, ხოლო ბათუმის ნავსადგურის 100 000 ერთეულ კონტეინერს წარმოადგენს.

 

 2019 წლის იანვარ - აპრილში ფოთის ნავსადგურში გადამუშავებული იყო 157 070 ერთეული კონტეინერი (85%), ბათუმის ნავსადგურში 25 293 ერთეული კონტეინერი (15%),  თუ გავითვალისწინებთ, საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის არსებულ   ტენდენციას,  არა მარტო საქართველოს არამედ, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ნავსადგრებში, ადვილად პროგნოზირებადია, რომ ფოთის და ბათუმის გამტარუნარიანობის შესაძლებლობები 2020 წლისათვის სრულად იქნება ათვისებული, ხოლო  ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის შეჩერების პირობებში,  საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით, ცენტრალური აზიიდან/სკენ ორიენტირებული  საკონტეინერო ნაკადი, ალტერნატიული რუსეთზე გამავლი დერეფნებით და იქიდან,  კონკურენტი რუსეთის  ნავსადგურებით გადამისამართების და დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.

 

 ასეთ ვითარებაში, შესაძლოა დაისვას კითხვა, უშუალოდ ფოთის ნავსადგურის მენეჯმენტი თუ მოელოდა საკონტეინერო ნაკადის ზრდის ასეთ დინამიკას,  აქ საგულისხმოა ერთი გარემოება - 2018 წლის ივნისში -   ბათუმში გამართულ  „შავი და კასპიის ზღვების  საერთაშორისო ფორუმზე“, აი პი ემ ტერმინალსის ხელმღვანელის პრეზენტაციაში, საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის პროგნოში არც თუ ისე დამაიმედებლად გამოიყურებოდა და საშუალოდ   2-3 % იანი ზრდის ტრენდით ხასიათდებოდა.  რაც გვიბიძგებს გავაკეთოდ დასკვნა, რომ უშუალოდ აი პი ემ  ტერმინალსიც არ იყო მზად ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვების  ასეთი სცენარით განვითარებაზე.

 

 როდესაც საუბარია ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში 2020 წლისათვის საკონტეინერო ტვირთების გამტარუნარიანობის სიმძლავრეების ამოწურვაზე, აუცილებელია, ამავე კონტექსტში იქნეს განხილული აქტაუს და ბაქოს  ნავსადგურების შესაძლებლობები.

 

 დღევანდელი  მდგომარეობით, აქტაუს ნავსადგურის წლიური გამტარუნარიანობა 40 000 ერთეული  კონტეინერია, მაშ შემდეგ, რაც ნავსადგურისათვის   აქტუალური გახდა, საკონტეინერო ტვირთებზე აქცენტის გადატანა, ეტაპობრივად ხდება ახალი ამწე დანადგარების შეძენა, საწყობების კონფიგურაციის შეცვლა და ახალი სერვისების დანერგვა, რითაც აქტაუს ნავსადგურის სიმძლავრე საკონტეინერო ტვირთების გადამუშავების თვალსაზრისით  100 000  ერთეულს მიაღწევს. აღნიშნულ დონეზე საკონტეინერო სიმძლავრეების გაზრდა სრულად  დააკმაყოფილებს დერეფნის სარკინიგზო კომპანიების და ჩვენი ნავსადგურებისათვის ზრდადი  საკონტეინერო ნაკადით მომარაგებას.


სოფო ქსოვრელი 





ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
access_time2021-01-20 21:10:01
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას ყოფილი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-20 21:00:01
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1 „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო, ბიზნესი ყოველთვის გავამხნევებთ“ - სოსო ფხაკაძე   „როცა ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ისეთ მწვავე ვითარებაში იქნება, როგორშიც ხელისუფლება იყო,...

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს

ენგურჰესი გაჩერდა - აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს
access_time2021-01-20 20:00:08
20 იანვარს  საქართველოში უმსხვილესი ენერგო ობიექტი, ენგურჰესი  გაჩერდა. ელექტროსადგურზე გეგმიური სამუშაოები ჩატარდება, რომელთა მიზანია სადერივაციო გვირაბის შეკეთება რის შემდეგაც სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის დანაკარგები მკვეთრად , წელიწადში 150 მლნ. კვტ.ს. - ით შემცირდება.   ენგურჰესი არის ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რომელსაც გამომუშავებული ენერგიის 40% ეკუთვნის. ამ გაყოფის მიზეზი ისაა, რომ ელექტროსადგურის მართვა...

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა

როგორია ექიმებისა და ექთნების გასამრჯელო - ISET-ის ბლოგერი წერს, რომ რიცხვები სავალალოა
access_time2021-01-20 18:00:51
სამედიცინო პერსონალის პროფესიული უზრუნველყოფის მიზნით ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, დაწყებული განათლების ხარისხის გაუმჯობესებიდან, დამთავრებული სათანადო ანაზღაურებით, - როგორც კვლევით ცენტრის ბლოგზე თამარ სულუხია წერს, პანდემიის დროს ჯანდაცვის სფეროს მენეჯმენტი ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გადარჩენის გარანტიაა.   „პანდემიის შემდგომ საქართველოში დაგვრჩება შედარებით უფრო კომპეტენტური და უფრო მაღალი იმიჯის მქონე ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ მიერ არცთუ სათანადოდ დაფასებული ექიმები და...

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია

თუ 1-ელი თებერვლიდან მთის კურორტები არ გაიხსნება, ვითარება სავალალო იქნება - მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-01-20 17:00:43
მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია 1-ლი თებერვლიდან კურორტების გახსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგის დადგომას ვარაუდობს.   როგორც მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, მაია ბიჭიკაშვილი აცხადებს, კერძო სექტორი ყველანაირი რეგულაციისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის მზად არის და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს.    „არავინ იცის, 1-ლი თებერვლიდან მთის კურორტები გაიხსნება, თუ არა. ბიზნესისთვის ეს დამღუპველია. მთის...


მსგავსი სიახლეები

up