მზარდი დაფინანსება, დაბალი რეიტინგი და ნდობა - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გეგმა ვერ შეასრულა

მზარდი დაფინანსება, დაბალი რეიტინგი და ნდობა - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გეგმა ვერ შეასრულა

access_time2020-06-04 16:40:15

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება და 2020 წლისთვის 60 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის პარალელურად, მისი რეიტინგი და ნდობა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სხვა ტელეკომპანიების რეიტინგს. NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით „პირველ არხს“  მხოლოდ 3% ენდობა, მსგავსი მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანულ ტელეარხ „აზ ტვ-საც“.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია და ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით იცვლება. კანონით, მაუწყებლის ბიუჯეტი მშპ-ს არანაკლებ 0.14%-ს უნდა შეადგენდეს.

 

2016 წელს მაუწყებლის დაფინანსება 43.2 მილიონი ლარი იყო, 2017 წელს – 46.4 მილიონი, 2018 წელს – 53.1 მილიონი, 2019 წელს — 58.2 მილიონი ხოლო 2020 წელს თანხა 5.9 მილიონით გაიზარდა და 68.7 მილიონი ლარი შეადგინა.

 

3 წლის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა  ვასილ მაღლაფერიძემ დაიკავა. „2030“-ის ყოფილი გენერალური პროდიუსერი მაშინ მიზნად ტელევიზიისადმი საზოგადოებრივი ნდობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავდა. შეასრულა თუ არა საკუთარი გეგმა „პირველი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ამ საკითხზე „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი საუბრობს, რომელიც 2017 წელს თავად იღებდა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას.

 

„ვასილ მაღლაფერიძე როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატი იყო აცხადებდა, რომ ბიუჯეტი, რომელიც მაშინ ტელევიზიას ჰქონდა საკმარისი იყო 15 % -იანი რეიტინგის დასადებად. ის ამ საკითხზე პასუხისმგებლობას იღებდა, თუმცა, დასახული მიზანი მიღწეული არ არის და რეიტინგი 15%-ზე გაცილებით დაბალია. ვფიქრობ, რომ ნამდვილად შესაძლებელი იყო იმ ბიუჯეტის ფარგლებში მსგავსი შედეგების მიღწევა, იმის მიუხედავად, რომ პირადად ჩემთვის რეიტინგი არ არის მთავარი საზომი განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შესაფასებლად. უნდოდა სპორტული არხი გაეკეთებინა, მივესალმები იმას, რომ შექმნა განათლების არხი, თუმცა სპორტულსაც სიამოვნებით ვნახავდით. შეიძლება ამ ბიუჯეტის ფარგლებში გარკვეულ წილად არხების მრავალფეროვნებაზე და მეტი შინაარსის წარმოებაზე ვიფიქროთ.“, -ნათია კუპრაშვილი .


 

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ყველაზე პრობლემურ საკითხად საზოგადოებრივ მაუწყებელში რჩება საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, რომელიც საერთოდ ვერ უძლებენ კონკურენციას. ნათია კუპრაშვილის თქმით, პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს აქვს ძალიან დაბალი რეიტინგი სხვა ეროვნულ მაუწყებლებთან შედარებით. მისივე განმარტებით, ტელეკომპანიას აქვს ძალიან დაბალი ინტერესი და ნდობა, რასაც კუპრაშვილი კატასტროფას უწოდებს.

 

„მე არ ვემხრობი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შედარებას, სხვა უწყებების ან ქალაქების ბიუჯეტთან, რადგან  მაუწყებელს თავისი ადგილი აქვს, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. მე პირადად, არც 70 მილიონი და არც უფრო მეტი არ მენანება თუ იქნება საქმე ისე შესრულებული, როგორც ჩვენ იდეაში წარმოგვიდგენია. კანონში თუ ჩავიხედავთ დაფინანსების წესთან დაკავშირებით, ძირითად ნაწილში წერია სულ სხვა ტიპის დაფინანსება და არა ის, რასაც ახლა ჩვენ მოქმედებაში ვიღებთ, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ გარდამავალ დებულებებში წერია. ძირითადში წერია რომ ჩვენ ნებაყოფლობითი გადასახადებით უნდა უზრუნველვყოთ, საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი მაუწყებელი, მან უნდა მიაღწიოს საზოგადოებისგან იმგვარ მხარდაჭერას, რომ ნებაყოფლობით ვიხდიდეთ გადასახადს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და ეს საკმარისი იყო მისი ფუნქციონირებისთვის.


რეიტინგს და საზოგადოების განწყობებს თუ შევხედავთ, ალბათ აღმოვაჩენთ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამისთვის მზად არ არის. მზად, რომ არ არის ეს ჩვენი ბრალი არაა, ანუ საზოგადოების ბრალი, ამაზე თვითონ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა იმსჯელოს. ერთხელ და სამუდამოდ ამუშავდეს ძირითადი ნაწილი, რაც კანონში წერია და არა ის რაც გარდამავალ დებულებებში გვაქვს. კანონში არ გვიწერია მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ ის გარდამავალ დებულებებში წერია დღიდან მისი ამოქმედების. ამიტომ წესთან დაკავშირებით არაფერი არ არის გადასახედი, უბრალოდ რაც წერია კანონში მიზანშეწონილობის კუთხით უნდა ვიფიქროთ“,- აცხადებს ნათია კუპრაშვილი.

 

ნათია კუპრაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში შეინიშნება კონკრეტული დადებითი ტენდენციები, თუმცა მისი განმარტებით, კიდევ ერთხელ გეგმები, რომელიც მაღლაფერიძეს ჰქონდა სანახევროდაც არ არის შესრულებული.

 

კიდევ ერთი საკითხი რომელზეც ნათია კუპრაშვილი საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებლის მიერ კომერციული რეკლამის გამოყენების უფლებაა. მისი თქმით, კარგი იქნება თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გადახედავს იმ ცვლილებებს რომელიც რეკლამის კუთხით განხორციელდა. „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ კრიზისის დროს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ნაბიჯით გარკვეულ წილად მხარს დაუჭერდა მედიის მდგრადობას.

 

„ჩემი პოზიცია არ არის ამ შემთხვევაში ობიექტური, თუმცა ემყარება ობიექტურ ფაქტებს და გარემოებებს. ძალიან პრობლემური გახდა პანდემიის პირობებში შემოსავლები. მათ რომ გარანტირებული აქვთ შემოსავლები სხვა საერთოდ არაფერი აღარ დარჩათ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძალიან დამღუპველია ეს კანონი აუდიტორიისთვისაც რომელიც ორი წლის წინ იქნა მიღებული, ამან დაარტყა სარეკლამო ბაზარს, ძალიან ცუდად იმოქმედა ჩვენს წევრ კომპანიებზე, რეგიონალური მაუწყებლის და ალიანსის წევრ კომპანიებზე და არაფერი არ შესძინა დამატებით საზოგადოებრივ მაუწყებელს. მაგალითად, ტელეშოუში რომელიც ნამდვილად კარგი და საინტერესოა, ვგულისხმობ მასტერშეფს, რომელსაც საკმაო პოპულარულობა აქვს, მილიონზე მეტი იხარჯება, თუმცა რეკლამიდან იმის მეათედს ვერ იღებს რაც დანახარჯია. ვისურვებდი რომ უფრო მეტი გამჭირვალობა მივიღოთ საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლებთან და ხარჯებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up