„მზარდ ინფლაციას, საქართველოში ხელფასების ზრდის ტემპი ვერ ეწევა“ -  სოსო არჩვაძე

„მზარდ ინფლაციას, საქართველოში ხელფასების ზრდის ტემპი ვერ ეწევა“ - სოსო არჩვაძე

access_time2022-09-23 23:55:20


2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ეკონომიკისა და საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკა 7,1%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ყოველთვიური ხელფასი 16.1 % -ით (213,3 ლარით) და 1 541.3 ლარი შეადგინა. ორივე ტრენდი დადებითია.



Europetime-თან, ეკონომისტი, პროფესორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ეკონომიკისა და საშუალო ხელფასების ზრდის დადებითი ტრენდი ერთმანეთს დაემთხვა, თუმცა იმისთვის, რომ მოსახლეობამ ეკონომიკური კეთილდღეობა იგრძნოს, ეს საკმარისი არ არის.


„საქსტატის მონაცემებით, ბოლო თვეებში დაქირავებულთა რაოდენობა სულ მცირე 36 ათასით გაიზარდა. იზრდება საშუალო ხელფასიც. გვაქვს ორი დადებითი ტრენდი ამ მიმართულებით. ამასთან, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 225 მილიონი ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულთა შემოსავლებმა 4%-ით მოიმატა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, როცა ინფლაცია ორნიშნაა. რეალურად, აგვისტოში წლიურ 10,9%-იან ინფლაციას მოსახლეობა შემოსავლების 4%-იანი ზრდით დაუპირისპირდა“, - ამბობს სოსო არჩვაძე.



მისი თქმით, მზარდ ინფლაციას, საქართველოში ხელფასების ზრდის ტემპი ვერ ეწევა და ამას თავისი მიზეზები აქვს.



  • „ეს ყველაფერი დამოკიდებულია მთლიანი შიდა პროდუქტის [ეკონომიკის] ზრდაზე. რა დოვლათსაც ვქმნით, იმის განაწილება შეგვიძლია. ტრენდი დადებითია, თუმცა იმისათვის, რომ ინფლაციას გაუსწროს და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გაიზარდოს, არადამაკმაყოფილებელია“, - ამბობს არჩვაძე.

წლიური ინფლაციის დონე საქართველოში. საქსტატის 2022 წლის მონაცემები:

  • იანვარი - 13,9;
  • თებერვალი -13,7%;
  • მარტი - 11,8%;
  • აპრილი - 12.8%;
  • მაისი - 13.3%;
  • ივნისი- 12,8% ;
  • ივლისი - 11.5% ;
  • აგვისტო -10,9%.

საშუალო ხელფასი:

  • 2022 წელი პირველი კვარტალი - 1456,5 ლარი;
  • მეორე კვარტალი 1 541.3 ლარი;
  • 2021 წლის პირველი კვარტალი - 1256, 2 ლარი;
  • მეორე კვარტალი 1328 ლარი;

რეალური მშპ-ს ზრდა:



2022 წლის პირველი კვარტალი - 14,9%; მეორე კვარტალი - 7,1%;



2021 წლის პირველი კვარტალი კლება - 4,1%; მეორე კვარტალი ზრდა - 28,9%;




საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკისა და საშუალო ხელფასის ზრდის ფონზე, მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ გამოწვევად რჩება. გასულ კვირას ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ მათთვის სამუშაო ადგილები ყველაზე მწვავე საკითხია. 36% პრობლემად ფასების ზრდას, 32% - სიღარიბეს, ხოლო 18% პენსიებს ასახელებს.



Europetim-თან, ასოცირებული პროფესორი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, გიორგი პაპავა ამბობს, რომ საქსტატის მიერ საშუალო ხელფასის ზრდის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემით, საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კუთხით შექმნილ ვითარებას ვერ შევაფასებთ.


„თუ ქვეყანაში დასაქმების დონე იქნება დაბალი, ბუნებრივია, დავაკვირდებით იმას, თუ როგორ იცვლება მილიონიდან 900 ათასამდე დასაქმებულის ხელფასი. ის რომ, საშუალო ხელფასი იზრდება, ეს არ ნიშნავს, რომ სახელფასო სარგო ყველა დასაქმებულს გაეზარდა. ანუ შესაძლოა, ვიღაცას ხელფასი გაეზარდა, ვიღაცას იგივე დარჩა, ან შეუმცირდა“, - ამბობს პაპავა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი ამბობს, რომ ქვეყანაში კეთილდღეობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი მონაცემია აბსოლუტური სიღარიბე, დასაქმებულთა რაოდენობა და უმუშევრობის დონეა.


როგორ იცველებოდა უმუშევრობის დონე და აბსოლუტური სიღარიბე



2012-2021 წლები (საქსტატი) უმუშევრობის დონე: 2012 წელი - 26,7%; 2013 წელი - 26,4%; 2014 წელი - 23%; 2015 წელი - 21,9%; 2016 წელი - 21,7%; 2017 წელი - 21,6%; 2018 წელი - 19,2%; 2019 წელი - 17,6%; 2020 წელი - 18,5%; 2021 წელი - 20,6%. 

საქსტატის მონაცემებით 2022 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონემ 19.4% შეადგინა, მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 18,1% იყო.

აბსოლუტური სიღარიბე: 2012 წელი - 30%; 2013 წელი - 26,2%; 2014 წელი - 23,5%; 2015 წელი - 21,6%; 2016 წელი - 22.0%; 2017 წელი - 21,9%; 2018 წელი - 20.1%; 2019 წელი - 19,5%; 2020 წელი -21,3%; 2021 წელი - 17,5%.

„საშუალო ხელფასის ზრდის შედეგად, მოსახლეობამ რომ ეკონომიკური კეთილდღეობა იგრძნოს, რამდენიმე საკითხი უნდა გადაიჭრას“, - ამბობს გიორგი პაპავა.

  • პირველი: სწრაფი ტემპით უნდა იზრდებოდეს დასაქმება, მეორე - ამ საკითხთან თანდართული უნდა იყოს სტაბილური ეკონომიური ზრდა. არ უნდა იყოს ამოვარდნა, როგორც ჩვენს შემთხვევაში ხდება. 2020 წელს, ეკონომიკური ვარდნა იყო მაღალი, 2021 წელს კი, ზრდის მაჩვენებელი. გარკვეულწილად, დავაკომპენსირეთ, მაგრამ მაინც არ გვაქვს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ უკეთესი ეკონომიკური კეთილდღეობა გვაქვს.

ეკონომისტის პროგნოზით, თუ 7-10 წლის განმავლობაში, ორნიშნასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა გვექნება, ამის შემდეგ, უკვე რთული იქნება საქართველოში ადამიანების ისეთი ჯგუფის პოვნა, რომელიც საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდის შედეგად ეკონომიკურ კეთილდღეობას ვერ იგრძნობს.


გიორგი პაპავას თქმით, ახლა ეკონომიკისა და ხელფასების ზრდის დადებით ეფექტი, მხოლოდ ადამიანების კონკრეტულ ჯგუფებზე აისახება.  


„ეკონომიკის ზრდას მოკლევადიანი ეფექტი აქვს. ქვეყანაში ინფლაციური ნაკადებია, უძრავი ქონება გაძვირდა და ამ ფონზე, ადამიანების კონკრეტული ჯგუფები აღწევენ ფინანსურ კეთილდღეობას. ისინი ან უძრავ ქონებას ფლობენ, ან ტურიზმის სექტორში არიან დასაქმებულნი და იმ მომენტში იღებენ სარგებელს, რადგან ეკონომიკური ზრდა ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული.


კეთილდღეობის განცდა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალია, თუმცა მოკლევადიანია და მოსახლეობის ყველა ჯგუფსა და ეკონომიკის სექტორზე არაა განზოგადებული“, - ამბობს პაპავა. 

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკური კეთილდღეობის განცდაზე, პაპავას შეფასებით, არის ინფლაცია. რადგან მზარდი ინფლაციის დროს, დასაქმებულების ხელფასზე სასურსათო კალათის გაძვირება დამატებითი წნეხია.



შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.9% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია, საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა, რომელიც ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და 9.5%-ს გაუტოლდება. სებ-ში აცხადებენ, რომ სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის რისკები არ შერბილდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება. ამ დროისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია.



europetime.eu




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up