”მზად ვართ სწორი ეთანხმებისთვის, რომეივ ჩვენს მოთხონებზე იქნება დაუძნებული” - ამის შესახებ აშშ-ს ელჩის რეზიდენციასთან ჟურნალისტებს ”სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ მოკლე დროში ხდება შემდგომი შეხვედრა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ სწორი შეთანხმებისათვის, რომელიც ჩვენს მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული. დანარჩენს შევხედოთ, ეს დამოკიდებულია, რა იქნება დღეს შეხვედრაზე“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბერს გაიმართა.