„მზად ვართ საკვებ პროდუქტებზე მომატებული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“ - სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან

„მზად ვართ საკვებ პროდუქტებზე მომატებული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“ - სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან

access_time2020-02-27 15:45:57

გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შემდეგაც მოსახლეობის ნაწილმა სუპერმარკეტებში პროდუქტების მომარაგება დაიწყო. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ იმარაგებენ საკვებ პროდუქტებს მომხმარებლები. გთავაზობთ ფოტო-კოლაჟს:

 



„კომერსანტი“ დაუკავშირდა ჰიპერმარკეტების წარმომადგენლებს და შეეცადა გაერკვია რა ვითარებაა ამ ეტაპზე, არის თუ არა საკვები პროდუქტების დეფიციტი და არსებობს თუ არა შესაბამისი რაოდენობის მარაგები იმისათვის, რომ მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს.


„აგროჰაბის“ მარკეტინგის მენეჯერი სალომე გველესიანი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გუშინ დახლებზე საკვები პროდუქტების დეფიციტი საგრძნობლად გაზრდილმა მოთხოვნამ შექმნა და ასეთი სიტუაცია მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა.



„სიმშვიდეა, პანიკა მხოლოდ მას შემდეგ შეიქმნა, რაც გამოცხადდა ინფორმაცია კორონა ვირუსის საქართველოში დაფიქსირების შემდეგ. ამ ეტაპზე ნორმალური სიტუაციაა, ის პატარა მონაკვეთი იყო გუშინ, რომ ძალიან დიდმა მოთხოვნამ დეფიციტი შექმნა, ეს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა, ამ ეტაპზე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმშია. მოთხოვნა ძირითადად მშრალ პროდუქტებზეა, თუმცა მარაგები გვაქვს“, - განმარტა სალომე გველესიანმა.


„გუდვილის“ მარკეტინგისა და პიარ სამსახურის ხელმძღვანელი ნატა წერეთელი ამბობს, რომ საშიშროება იმისა, რომ პროდუქციის დეფიციტი შეიქმნას არ არსებობს.


„მოთხოვნა გაიზარდა, მომხმარებლები ძირითადად ფქვილს და ბურღულეულს იმარაგებენ. თუმცა არანაირი საშიშროება იმისა, რომ დეფიციტი შეიქმნას არ არსებობს, ჩვენ მზად ვართ მომატებული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. პანიკის საფუძველი არ არსებობს, მომწოდებლებთანაც პრობლემა არ შეგვქმნია, ჩვეულებრივად ვიღებთ პროდუქციას, იმპორტიორ კომპანიებთანაც ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ თანამშრომლობას. სრული ასორტიმენტით ვართ წარმოდგენილები, არანაირი დეფიციტი არცერთ პროდუქტზე არ შექმნილა და არც მომავალში შეიქმნება“, - განაცხადა  ნატა წერეთელმა.


„კარფურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო რამიშვილიც ამბობს, რომ მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნისა, ჯერჯერობით არცერთ პროდუქტზე დეფიციტი არ შექმნილა.


„არანაირი დეფიციტი ჩვენთან არ არის, არცერთ პროდუქტზე. მარაგების მხრივაც ყველაფერი წესრიგშია. მოთხოვნა გუშინდელი დღის შემდეგ ნამდვილად მნიშვნელოვნად გაზრდილია, თუმცა მარაგი გვაქვს და დეფიციტი ჯერჯერობით არცერთ პროდუქტზე  არ შექმნილა“, - განაცხადა ნინო რამიშვილმა.


ნინო თამაზაშვილი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up