„მზად ვართ, მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მნიშვნელოვანი და გამბედავი ნაბიჯები გადავდგათ ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის სწრაფად და სწორად განხორციელების მიზნით“

„მზად ვართ, მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მნიშვნელოვანი და გამბედავი ნაბიჯები გადავდგათ ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის სწრაფად და სწორად განხორციელების მიზნით“

access_time2022-06-27 21:00:00

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა და ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი საქართველოს ICT კლასტერისა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის და სხვა 20-ზე მეტი პარტნიორის ხელშეწყობით 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით გაიმართება.



ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ წლების განმავლობაში ბევრი გააკეთა ქვეყანაში ციფრული და ზოგადად ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის. ლევან დავითაშვილის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჩამოყალიბდა ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო კერძო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით.




„მზად ვართ, მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მნიშვნელოვანი და გამბედავი ნაბიჯები გადავდგათ ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის სწრაფად და სწორად განხორციელების მიზნით. ჩვენ მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობთ ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შექმნაზე. ამ პროცესში აუცილებელია როგორც სახელმწიფო სტრუქტურების სრული ჩართულობა, ასევე კერძო სექტორის მოსაზრებების გათვალისწინება, რაც უნდა გახდეს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარების საფუძველი. ამ დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობა მალე დასრულდება და ჩვენ დავიწყებთ ბიზნესთან ერთად საკითხების აქტიურ განხილვას,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა IT ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებზე, რომლებიც მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში მიიღო. მათ შორისაა საგადასახადო შეღავათები ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც მომსახურებას უწევენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ კლიენტებს და სწორედ ასეთი კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 20-დან 5%-მდე, მოგების გადასახადი შემცირდა 15-დან 5%-მდე, ხოლო დღგ და ქონების გადასახადი განულდა. ლევან დავითაშვილის თქმით, ამან ხელი შეუწყო საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას და ადგილობრივი სპეციალისტების დასაქმებას მაღალანზღაურებად პოზიციებზე. მისივე განცხადებით, სწორედ ამ საგადასახადო გადაწყვეტილებების შემდეგ ქვეყანაში შემოვიდა ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა „ვაიბერი“, „ეპამი“ და „ექსადელი“. მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იღებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისა და ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერის მიმართულებით.


ფორუმის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმ,ჯდომარე დავით სონღულაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა, კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე.


ფორუმზე განხილული იქნება 4 სხვადასხვა მიმართულება - სამთავრობო ტექნოლოგიები და ციფრული ტრანსფორმაცია, საფინანსო ტექნოლოგიები, განათლება და კომუნიკაციები.


ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან, როგორც საჯარო უწყებები, აგრეთვე სამეცნიერო წრეების, IT - ბიზნესისა და საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში არსებულ ტენდენციებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up