მზად ვართ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე - დავით ზალკალიანი

მზად ვართ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე - დავით ზალკალიანი

access_time2020-10-21 23:00:00

დავით ზალკალიანმა რადიო იმედის ეთერში პოლიტიკურ თოქ-შოუ „კვირის პოლიტიკა“-ში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრის თქმით, მოქმედი ხელისუფლება პასუხისმგებლიანი ხელისუფლებაა და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის 2024 წელს შეტანის შესახებ გეგმებზე მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმების და კოორდინაციის შემდეგ განაცხადა.

„ეს არ უნდა იყოს ცარიელი გასროლა, ისეთი განცხადება რომელიც არაფერს მოგიტანს და შემდგომ მოგიწევს პასუხი, რისი მოწმეც ჩვენ წინა ხელისუფლების პირობებში ვიყავით. ვიზალიბერალიაზაციასთან დაკავშირებით კეთდებოდა განცხადებები რომ დღეს იქნება, ხვალ იქნება, თუმცა 2012 წლამდე ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ხელშესახები შედეგი არ გვქონია. შედეგი სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ მოიტანა, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების შეთახმებაც. ჩვენ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ, რომ მივსულიყავით ამ განხცადებამდე, რომ მზად ვართ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს ძალიან სერიოზული სამუშაო პროცესია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სწორედ ასოცირების შეთანხმების წარმატებით იმპლემენტაცია, ვიზალიბერალიზაციის წარმატებით შესრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზაცია, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, სწორედ ამ ნაბიჯებმა მიიყვანა ქვეყანა იმ წერტილამდე საიდანაც საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევადი ხდება.


„სწორედ ამის შედეგად გავაკეთეთ ეს განცხადება და დრო არის ძალიან ზუსტად შერჩეული და დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს ამ განაცხადს გავაკეთებთ“ - დასძინა მინისტრმა.

მინისტრი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხს. მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც შარშან საქართველოში ჩატარდა და უპრეცენდენტო მასშტაბებით და სტუმრების უმაღლესი დონით გამოირჩეოდა, პარტნიორებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის და არის ქვეყანა რომელიც ზედმიწევნით ასრულებს ასოცირების შეთანხმებას.

„ჩვენ მაშინ განვაცხადეთ, რომ ჩვენ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ გვინდა კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია, ფიზიკური ინტეგრაცია შავი ზღვის კომპონენტის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს საქართველოს კიდევ უფრო მეტ ჩართულობას ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში, ევროკავშირის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, საქართველოს მეტ ჩართულობას ენერგეტიკულ პროქეტებში, განათლების კუთხით მეტ ჩართულობას“ - აღნიშნა ზალკალიანმა.​





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up