Myway Airlines-ის და Wizz Air-ის სარეპატრიაციო რეისები ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 261 000 ევროთი დაფინანსდება

Myway Airlines-ის და Wizz Air-ის სარეპატრიაციო რეისები ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 261 000 ევროთი დაფინანსდება

access_time2020-07-09 17:10:36

სარეპატრიაციო რეისებს, რომელსაც ივლისში Myway Airlines-ი და Wizz Air-ი შეასრულებენ, მთავრობა მაქსიმუმ 261 000 ევროს მოცულობით დააფინანსებს. როგორც მთავრობის №1157 განკარგულებაშია აღნიშნული COVOD-19-ის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად არაუმეტეს 261,000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით მოხდება. რეალურად კი ივლისში სპეცრეისებს, რაც მთავრობის მიერ უკვე ოფიციალურადაა დაანონსებული, Myway Airlines-ი და Wizz Air-ი ​ ასრულებენ, საერთო ჯამში 5 რეისს. შესაბამისად 261 000 ევრო გაიყოფა 5-ზე და თითო (ორმხრივი) რეისი ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 52 200 ევროს ეკვივალენტი ლარით დაფინანსდება. თუმცა საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ნაწილობრივი სუბსიდიის ფარგლებში, ავიაკომპანია რაც უფრო მეტ ბილეთს გაყიდის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხის მოცულობა დაიკლებს.


“აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით”, აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.



მთავრობის №1157 განკარგულებითვე, ავიაკომპანია ვალდებულია გაყიდული ბილეთების რაოდენობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას მიაწოდოს (წარდგენილ უნდა იქნეს სიის სახით და შეიცავდეს მგზავრებისა და გაყიდული ბილეთების ფასის შესახებ ინფორმაციას). მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ასევე, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე მიწოდებული გაყიდული ბილეთების ელექტრონული ასლების ან/და ამავე პრინციპით მიწოდებული გაყიდული ბილეთების ინვოისის ურთიერთდადარებასაც.



avianews.ge

თეგები:
Myway Airlines Wizz Air-



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up