Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“

access_time2021-12-06 20:00:00

Myway Airlines-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც კომპანიის იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სააგენტოს გამოცემული აქტი სასამართლოში გასაჩივრებით თუ არ შეჩერდა, ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებს და პირდაპირ 1 კვირაში გაკოტრდება.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს. ეს კი ავიაკომპანიის გაჩერებას გულისხმობს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დოკუმენტის დრაფტში, რომელიც ჯერჯერობით ძალაში არ შესულა, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კანონმდებლობით მოქმედი პირობაა, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში წილის მინიმუმ 51%-ი საქართველოს მოქალაქეს უნდა ეკუთვნოდეს. ცნობისათვის, დრაფტი მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ავიაკომპანია Myway Airlines-ის წარმომადგენლებს გადაეცემა.



როგორც კომპანიის მთავარი იურისტი, თამარ მამფორია ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, მათ სააგენტოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მისივე თქმით, კომპანიის რამდენიმე დღიანი გაჩერებაც კი გამოიწვევს გაკოტრებას, ამიტომ გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე, ისინი აქტის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.



„ადმინისტრაციული წარმოების საფუძველი სავარაუდოდ, იყო კორპორაციული სამართლებრივი ტრანზაქცია წილების გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც დაახლოებით ორ კვირამდე ვადის განმავლობაში იყო შეუსაბამო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნასთან. ამ ორი კვირის შემდგომ ეს გასწორდა, თუმცა სააგენტოს მაინც განსხვავებული პოზიცია აქვს. ხარვეზი არასოდეს აღუნიშნავს სააგენტოს, რაც ასევე პროცედურული დარღვევაა და რაზეც შემდეგ სასამართლოშიც ვიდავებთ.




ახლა პროცედურები ასეთია - ოფიციალურად უნდა ჩავიბაროთ მათი გადაწყვეტილება, რომ ვნახო, სამართლებრივი საფუძვლები რაზე მიუთითებენ. დრაფტია თუ საბოლოო გადაწყვეტილება, იქამდე ესეც არ ვიცი. რაც ჩანს, რამდენიმე საფუძველია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც წილების თანაფარდობის დარღვევის საკითხი მგონია. როგორც კი ჩავიბარებთ გადაწყვეტილებას, კომპანია უნდა გაჩერდეს. შემდგომი სამართლებრივი პროცედურა არის ის, რომ ვასაჩივრებთ სასამართლოში ამ ბრძანებას შეჩერებაზე და მივყვებით სამართლებრივ პროცედურებს. რამე სასწაული თუ არ მოხდა, წესით ეს ექვემდებარება ავტომატურად უნდა აღვადგინოთ ფუნქციონირება დავის პერიოდში. არც კი განვიხილავთ სხვა შესაძლებლობას. თუ ეს აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებს და პირიდაპირ გაკოტრდება 1 კვირაში.



წარმოდგენა რომ გქონდეთ, 1 კვირა რომ მოცდეს კომპანია 120-130 ათასი დოლარის ზარალია. გვაქვს კონტრაქტები გადაზიდვებსა და გადაყვანებზე და ვერანაირ ოპერაციას ვერ განვახორციელებთ, ეს პოტენციურად გამოიწვევს კონტრაქტების მოშლას. პირდაპირ გეუბნებით - რამდენიმე დღე უნდა კატასტროფამდე მისვლას, გაკოტრებას. ამდენ თანამშრომელს ვასაქმებთ, რომლებიც სად წავლენ არ ვიცით, რადგან ქართული ავიაბაზარი ძალიან მცირეა და სულ ორ კომპანიას შეადგენს“, - განაცხადა თამარ მამფორიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.



შეგახსენებთ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Myway Airlines -ს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაუუქმა და მიზეზები განმარტა.



სააგენტოს განცხადებით, 2021 წლის 31 აგვისტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსისთვის“ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე, რაც განაპირობა ავიაკომპანიის მესაკუთრე იურიდიულ პირ შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“-ში 40%-ი წილის გასხვისებამ უცხო ქვეყნის მოქალაქე პარტნიორზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის საკუთრებაში მოექცა კომპანიის წილების 89%-ი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები ან/და საქართველოს სახელმწიფო ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი (რომლის დამფუძნებელი/დამფუძნებლები ან/და ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი/მფლობელები არის/არიან საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები), საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს.



bpn.ge


თეგები:
Myway Airlines



ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის
access_time2022-01-20 19:00:25
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ალბათობა ამ დრომდე ნარჩუნდება. მძიმე ტექნიკა და 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი მოსკოვს მეზობელი ქვეყნის საზღვრიდან არ გაჰყავს და კონტიგენტს თითქმის ყოველდღე ცოცხალი ძალითა თუ ჯავშანტექნიკის დამატებითი ერთეულებით ავსებს. დასავლეთი პუტინს სანქციებით ემუქრება, წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ კრემლში სანქციების არ ეშინიათ, თუმცა სანქციებსაც გააჩნია, ერთია ალუმინის მომპოვებელი საწარმოს მეწილისთვის ვიზის არ მიცემა და მეორე საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების...

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-20 18:00:08
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.15 თეთრით 3.0825- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0800 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.50 თეთრით 3.4980-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.02 თეთრით 4.1990 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 1.36 თეთრით 6.3946-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.66 თეთრით 4.0305-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.08 თეთრით 1.8160-მდე გამყარდა.  თურქულ ლირასთან 0.14 თეთრით 0.2293-მდე...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-20 21:00:32
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თბილისი - 190 მლნ ლარი, ბათუმი - 105 მლნ ლარი, ქუთაისი - 30 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული გეგმები საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას...

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული
access_time2022-01-20 20:00:00
„საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის „აირზენას“ შესაძენად უკვე არის დაინტერესება ჩინური და არაბული კომპანიის მხრიდან“. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა დირექტორმა, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ხელშეკრულებით არაბული კომპანიის დასახელება არ შეუძლია, რაც შეეხება ჩინურ მხარეს, ბოკერიას თქმით, „აირზენას“ შეძენით დაინტერესებულია სინჩუანის პროვინციის...

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...


მსგავსი სიახლეები

up