Myway Airlines-ს საქართველოში ფრენის უფლება უუქმდება - ბრძანება მზადაა

Myway Airlines-ს საქართველოში ფრენის უფლება უუქმდება - ბრძანება მზადაა

access_time2021-12-05 12:46:39

გავრცელდა ინფორმაცია, რომ  საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს. "კომერსანტმა "   მოიპოვა დოკუმენტი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება  შპს „მაივეი ეარლაინს კო. ლტდ“-ს მიმართ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დოკუმენტის დრაფტში, რომელიც ჯერჯერობით ძალაში არ შესულა, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კანონმდებლობით მოქმედი პირობაა, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში წილის მინიმუმ 51%-ი საქართველოს მოქალაქეს უნდა ეკუთვნოდეს.


დრაფტი მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ავიაკომპანია Myway Airlines-ის წარმომადგენლებს გადაეცემა. 



სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 30 ნოემბერსაა  გამოცემული და მასში განმარტებულია, რომ შპს „მაივეი ეარლაინს კო. ლტდ“-ს 100-პროცენტიან წილს შპს ფლას ავიეიშენ ინვესტმენტი ფლობს. ამ კომპანიაში 2021 წლის 19 აგვისტოს ამონაწერის მიხედვით, რატი ბაკურაძე წილის მხოლოდ 11% ფლობდა, ჭენგლიანგ ლიუ კი 89 პროცენტს.

დოკუმენტის მიხედვით, განსახილველ საქმეზე სააგენტომ გამოარკვია შემდეგი:


" საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სააგენტო მიიჩნევს, რომ ავიაკომპანია შპს „მაივეი ეარლაინს კო ლტდ“-ს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა უნდა გაუქმდეს ქვემოთ მოხმობილ გარემოებათა გამო: სააგენტო მიიჩნევს, რომ 2021 წლის 19 აგვისტოს განხორციელებული ტრანზაქციით, ავიაკომპანია შპს „მაივეი ეარლაინს კო. ლტდ“-ს მფლობელ იურიდიულ პირ შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“-ში 89% წილის ჩინეთის მოქალაქე პარტნიორის საკუთრებაში გადასვლით დაირღვა საქართველოს საჰაერო კოდექსის 581 მუხლის მე-2 ნაწილის და „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის N98 ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. ამასთან, სააგენტო მიიჩნევს, რომ 2021 წლის 1 სექტემბერს, ჩინეთის მოქალაქე პარტნიორის მიერ წილების გადაფორმება საქართველოს მოქალაქე პარტნიორზე იმგვარად, რომ ამ უკანასკნელის საკუთრებაში მოქცეულიყო კომპანიის წილის 51%, როგორც ამას საჰაერო კოდექსი და სააგენტოს დირექტორის N98 ბრძანება მოითხოვს, წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და შესაბამისად ბათილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „გარიგება იმ შემთხვევაში ჩაითვლება მოჩვენებითად, როცა გარიგების მხარეებს არ სურთ ამ გარიგებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა. მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და მათ არ სურთ გარიგების შესრულება. ასეთი გარიგების შედეგად კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს“ (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ას-571-879-09). სააგენტო მიიჩნევს, რომ მოწილეებს შორის კომპანიის 40% წილის მოცემული სქემით გადაფორმება, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საბოლოო მყიდველს (რ. ბაკურაძეს) არ გააჩნდა საკმარისი თანხა წილის თავდაპირველი გადაფორმებისას, მოკლებულია ბიზნესისთვის დამახასიათებელ რაციონალობას, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ კომპანიის 40% წილის ნასყიდობის ფასს, რომელიც 1 სექტემბრის გარიგების მიხედვით შეადგენდა 15,000.00 (თხუთმეტი ათასი) ლარს. სააგენტოს დასკვნით, 2021 წლის 1 სექტემბრის გარიგება სრულად აკმაყოფილებს მოჩვენებითი გარიგების კრიტერიუმებს, ვინაიდან გარიგების მონაწილე ორივე პარტნიორი მოქმედებდა შეთანხმებულად და გააჩნდათ საერთო კანონსაწინააღმდეგო მიზანი- 2021 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული გარიგებით დამდგარი შედეგის „გამოსწორება“ მისი დაფარვის გზით და ამგვარად ავიაკომპანიის საჰაერო გადაყვანაგადაზიდვის მოწმობის შენარჩუნება. მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოარკვია, რომ ავიაკომპანია შპს „მაივეი ეარლაინს კო. ლტდ“-ს არსებობის ისტორიაში მსგავსი მოჩვენებითი გარიგების ფაქტს ადრეც ჰქონია ადგილი. კერძოდ, 2019 წლის 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ავიაკომპანიის იმჟამინდელი ერთ-ერთი მოწილე სასამართლოსგან მოითხოვდა მეორე მოწილესთან წილის ნასყიდობის შესახებ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას. სააგენტოს პოზიციას ამყარებს ის ფაქტიც, რომ შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“- ს მოქმედი წესდების 4.5 პუნქტის მიხედვით, კომპანიაში შვილობილი კომპანიის (მოცემულ შემთხვევაში ავიაკომპანია შპს „მაივეი ეარლაინს კო. ლტდ“) მიმართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება კაპიტალში სულ მცირე 60%-ის მფლობელი პარტნიორების მიერ, რაც 51% წილის მფლობელ საქართველოს მოქალაქე პარტნიორს ართმევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები შვილობილ ავიაკომპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საჭიროებს რა ჩინეთის მოქალაქე პარტნიორის თანხმობას. აღნიშნული ეწინააღმდეგება სააგენტოს დირექტორის N98 ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც „ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის საკუთრების უფლებით ფლობა უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, მასზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას“ (ეფექტური კონტროლის მოთხოვნა ძალაშია 2021 წლის 1 სექტემბრიდან). ჩინეთის მოქალაქე პარტნიორი ჭ. ლიუ შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“-ზე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს შვილობილი ავიაკომპანიის მართვის პროცესში, ვინაიდან წესდების საფუძველზე სარგებლობს უფლებით პარტნიორთა კრებაზე გადამწყვეტი ხმა გააჩნდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საკუთარი მონაწილეობით ქმნის რა მოწილეთა 60%-იან შემადგენლობას, ხოლო ამგვარად გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს საწარმოს მართვაზე. აღნიშნული დარღვევის შესახებ, შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“-ს წარმომადგენლებს განემარტათ 2021 წლის 13 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, თუმცა კომპანიის მოქმედ წესდებაში ამ დრომდე არ განხორციელებულა შესაბამისი ცვლილება. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააგენტოსათვის ავიაკომპანია შპს „მაივეი ეარლაინს კო. ლტდ“-ს დირექტორის მიერ მცდარი ინფორმაციის (რ. ბაკურაძის თვითიზოლაციისა და ფიზიკურად გამოუცხადებლობის შესახებ 2021 წლის 18 აგვისტოს გარიგების გაფორმებისას თბილისის იუსტიციის სახლში) წარმოდგენით ზეპირი მოსმენის სხდომაზე, ცხადია, რომ ადგილი ჰქონდა სააგენტოსთვის განზრახ მცდარი ინფორმაციის მიწოდებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ავიაკომპანიის მფლობელ იურიდიულ პირში უცხო ქვეყნის მოქალაქეზე კომპანიის წილის გასხვისების მიზეზები. სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეესაბამება სააგენტოს დირექტორის N98 ბრძანების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომლის მიხედვითაც „სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე იმ შემთხვევაში როცა „ავიაგადამზიდველი, მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოში განზრახ წარადგენს მცდარ ინფორმაციას“. მხარის წარმომადგენლების მიერ წილების გასხვისებასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის მოწოდება ამყარებს სააგენტოს პოზიციას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო კოდექსის 581 მუხლის მე-2 ნაწილსა და „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის N98 ბრძანების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე დაყრდნობით, "    - აღნიშნულია დოკუმენტში.


შეგახსენებთ,სატრანსპორტო საკითხების ექსპერტებისთვის მიუღებელი და გაუმართლებელია ავიაკომპანიის ოპერირების შეჩერება.  მათი განმარტებით, არასწორია, როცა, ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი, იმ სირთულეების გათვალსწინებით, რაც ავიაციის ბაზარზეა, მთავრობა ბიუროკრატიული, პროცედურული, უმნიშვნელო დარღვევების ბრალდებით ეროვნულ ავიაკომპანიას ექსპლუატაციის უფლებას უზღუდავს. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up