MyRest.ge: ქართულ ბიზნესს შეჭირვებული ადამიანების საკვებით დახმარებაში ხელს კანონმდებლობა უშლის

MyRest.ge: ქართულ ბიზნესს შეჭირვებული ადამიანების საკვებით დახმარებაში ხელს კანონმდებლობა უშლის

person access_time2016-04-06 14:00:55

წელს საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც სუპერმარკეტებს კანონმდებლობით საკვების გადაყრააეკრძალათ.ასევე, მსოფლიო ბრენდ Starbucks-ის ინიციატივით, ამერიკული ფილიალებიდან რესტორნებში დარჩენილი საკვები გაჭირვებულადამიანებს გადაეცემა.  

 

MyRest.ge დაინტერესდა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში, სად მიდის საკვებად ვარგისი პროდუქტები და გრძნობენ თუ არა სოციალურ პასუხისმგებლობას სუპერმარკეტების წარმომადგენლები.

 

„ფუდმარტის“ მენეჯერი ოთო შამუგია აცხადებს, რომ საკვებად ვარგისი მზა პროდუქტების საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენების საკითხი განიხილება. თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული რისკები არსებობს. 

„გვინდა ორგანიზებულად მოხდეს პროდუქციის გამოყენება 

ქველმოქმედებისთვის. „ფუდმარტის“ ქსელის პროდუქციამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთად უნდა მოიყაროს თავი. რაღაც 

ეტაპზე ამ საკითხის განხორციელებამდე მივალთ“, - აცხადებს  შამუგია.


„გუდვილის“ დირექტორის ირინა ქოსაშვილის განმარტებით კი, მათ მზა საკვების საქველმოქმედო მიზნებისთვის გადატანა არ შეუძლიათ, რადგან როდესაც პროდუქციას გასდის გარკვეული დრო, კომპანიას აკისრია ვალდებულება მოახდინოს მისი უტილიზაცია, რის შემდეგაც და ეს პროდუქტი იყრება. 


„ძალიან გვინდა პროდუქცია საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოვიყენოთ, მაგრამ არცერთ ფირმას არ აქვს უფლება ჩაიბაროს უტილიზებული საკვები, ეს იქნება ბავშვთა სახლი თუ მოხუცებულთა სახლი. როცა საბუთი დაიწერება, რომ პროდუქტი უტილიზებულია, მას ვერავინ ვერ იბარებს. ზოოპარკშიც კი ვერ იღებენ, რადგან კანონით უტილიზებული პროდუქტი უნდა გადაიყაროს,“ – აცხადებს „გუდვილის“ დირექტორი.

 

თემასთან დაკავშირებით აზრის დაფიქსირება სუპერმარკეტ „ფრესკოსაც“ ვთხოვეთ. კომპანიის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსს, საკუთარი მოთხოვნიდან გამომდინარე ჩვენს მიერ დასმული კითხვები პირად ელექტრონულ ფოსტაზე 2 დღის წინ  გავუგზავნეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. სალომე სიხარულიძე ჩვენს ზარებსაც არ პასუხობს.


 

MyRest.Ge თემის ირგვლივ რესტორნების მდგომარეობითაც დაინტერესდა.

 

როგორც რესტორნების ქსელ „მაჭახელას“ ქსელების მთავარი მენეჯერი ჩვენთან საუბარში ამბობს, არ იცის აქვს თუ არა უფლება აღნიშნულ კითხვაზე პასუხი გაგვცეს.

 

„არ ვიცი მაქვს თუ არა უფლება, რომ ამ კითხვაზე გაგცეთ პასუხი. ერთს გეტყვით, მხოლოდ, რომ პროდუქციას არ ვყრით“ , - აცხადებენ კვების ობიექტში.

 

„მაჭახელას“ მსგავსად საკვებად ვარგის პროდუქციას არც „შემოიხედე გენაცვალეში“ ყრიან.

 

როგორც ქსელის მენეჯერი ამბობს, არის დღეები, როდესაც მომხმარებლის წასვლის შემდეგ მაგიდაზე საკმაოდ მცირე რაოდენობის საკვები რჩება.

 

„ხშირ შემთხვევაში, მაგიდაზე საკვებად ვარგისი პროდუქცია ძალიან ცოტა რჩება. რაც შეეხება მის ბედს, მოგეხსენებათ, რამდენიმე ათეული ადამიანი მუშაობს თითოეულ ობიექტში და სწორედ მომსახურე პერსონალი მიირთმევს ამ საკვებს“ , - აცხადებენ „შემოიხედე გენაცვალეში“.

 

 როგორც გავარკვიეთ, ცხოველების სიყვარულით გამოირჩევა საბურთალოს ქუჩაზე მდებარე რესტორანი „ვარშტაინერი“. რესტორნის მენეჯერის თქმით, საკვებად ვარგისი პროდუქცია დღის ბოლოს ძაღლებთან მიაქვთ.


„პროდუქციას, რომელიც ვარგისია, ძაღლებს ვაჭმევთ. თქვენ რომ მოხვიდეთ და ნახოთ თუ რა მდგომარეობაში რჩება საკვები მომხმარებლის წასვლის შემდეგ, გაოცდებით. სავსეა სიგარეტის ფერფლით და არამარტო ფერფლით.  ეს კი პროდუქტს საკვებად უვარგისს ხდის. ამ პროდუქტს, რა თქმა უნდა, ვყრით“ , - ამბობენ „ვარშტაინერში“.

 

როგორც "აიპრესთან" საუბრისას "პრაიდ ჯგუფის” (სუპერმარკეტების ქსელი "ლა ფემილი") დამფუძნებელი სუსანა ტრიტიაჩენკო აცხადებს, საქართველოში ამ მხრივ აბსოლუტურად არაორდინალური სიტუაციაა. მათ აქვთ სურვილი ქველმოქმედების, მაგრამ ქვეყნის კანონმდებლობა იმდენად სერიოზულ ხარვეზებს უქმნის ბიზნემენებს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი ხდება – ქველმოქმედება იბეგრება.

 

"ეს ძალიან აქტუალური თემაა. სამწუხაროდ, საქართველოში ფრო მომგებიანია საკვები პროდუქტების გადაყრა და უტილიზაცია, ვიდრე უპოვართა დაპურება. ვიმედოვნებ, ეს სიტუაცია უახლოეს მომავალში შეიცვლება საკანონმდებლო დონეზე,“– აცხადებს იგი.


ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ყოველწლიურად საშუალოდ 222 ტონა ვარგისი საკვები იყრება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, 2015 წელს მსოფლიოში დაახლოებით 790 მილიონი ადამიანი შიმშილობდა.

 




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up