MyRest.Ge: ინგლისელი ტურისტისთვის ბათუმში დასვენება კანარის კუნძულებზე ძვირია

MyRest.Ge: ინგლისელი ტურისტისთვის ბათუმში დასვენება კანარის კუნძულებზე ძვირია

person access_time2016-03-29 17:30:00

ზაფხულის სეზონზე ზღვის კურორტები დასვენებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი ადგილებია. ის თემა, რომ საქართველოს მოქალაქეს ქართულ ზღვის კურორტზე დასვენება ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ძვირი უჯდება, ვიდრე მეზობელ თურქეთში, ცნობილია და ამაზე MyRest.Ge-მ არაერთხელ დაწერა

 

ამჯერად, MyRest.Ge დაინტერესდა, რა ღირს საშუალო ევროპელი ტურისტისთვის (მაგალითად ინგლისელისთვის) დასვენება ბათუმში, ანტალიაში, როდოსისა და კანარის კუნძულებზე.

 

საინტერესოა, რამდენად კონკურენტუნარიან ფასს სთავაზობს საქართველოს კურორტი ტურისტებს სხვა ქვეყნების საზღვაო კურორტებთან შედარებით.

 

დასვენების პერიოდად ავიღეთ: 1 ივლისი - 8 ივლისი.

 

სასტუმროს ფასი: მოცემულია BOOKING.COM - ის მიხედვით, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტი;

 

ავიაბილეთების ღირებულება: მოცემულია FLY.GE - ზე დაყრდნობით

 

ლონდონი - კანარის კუნძულები

 

Fly.Ge - ზე არსებული ინფორმაციით, ლონდონსა და კანარის კუნძულებს შორის ფრენა 625 ლარია. ფასში მოცემულია ორივე გზა.

 

რაც შეეხება სასტუმროს, „Seaside Sandy Beach“ ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს.   მოცემულ თარიღებში ესპანეთის კუნძულის სასტუმროში დასვენება All Inclusive მომსახურებით 1,911 ლარი ღირს.

 

ლონდონი - როდოსი

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქსა და საბერძნეთის კუნძულს შორის ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 732 ლარია.


 

სასტუმრო  „Rodos Palladium Leisure & Wellness“  ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს. 2,521 ლარად აქ 7ღამის გატარებას შეძლებთ. ღირებულება მხოლოდ სასტუმროში განთავსებასა და დილის საუზმეს მოიცავს.

 

ლონდონი-ანტალია

 

ლონდონსა და თურქეთის კურორტ ანტალიას შორის ფრენის ღირებულება  343 ლარია.


 „Akra Barut Hotel“ -ში განთავსების ღირებულება 7ღამითა და საუზმით 1,771 ლარია.

 

 

 

 

ლონდონი - ბათუმი

და ბოლოს, საინტერესოა რა არის ფრენისა და სასტუმროს ღირებულება ინგლისელი ტურისტისთვის საქართველოში.

 

სხვა კურორტებთან შედარებით, ლონდონსა და ბათუმს შორის ფრენა თითქმის 3 ჯერ ძვირია, რაც , სავარაუდოდ, ქალაქებს შორის არსებული შედარებით დიდი მანძილითაა გამოწვეული და ის 1268 ლარი ღირს.

 

რაც შეეხება სასტუმროს (Radisson), რომელიც განთავსებულია შავი ზღვის სანაპიროზე, დილის საუზმითა და 7 ღამით განთავსების ღირებულება აქ 4,098 ლარია, რაც ფრენის ღირებულების მსგავსად, 3 ჯერ მეტია სხვა სასტუმროებთან შედარებით.

 

 Booking.com -ისა და Fly.ge -ს ფასებზე დაყრდნობით , ტურისტს, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, ჩვენს მიერ შერჩეული კურორტები შემდეგ ფასს სთავაზობს:

კანარის კუნძულები - 2536 ლარი

ანტალია - 2054 ლარი

როდოსის კუნძული - 3253 ლარი

ბათუმი - 5366 ლარი

 

მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, თუ ბათუმსა და სამ ევროპულ კურორტს შევადარებთ, ჩანს, რომ საქართველოს ზღვისპირეთში დასვენებად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვაგან.

ფასის სხვაობა:

 

ბათუმი - კანარის კუნძულები - 2830 ლარი

ბათუმი - ანტალია - 3312 ლარი

ბათუმი - როდოსის კუნძული - 2113 ლარი



საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

„90-იან წლების შემდეგ ასეთი რთული სიტუაცია ქვეყანაში არ ყოფილა“ - ხალხის ხმა „კომერსანტზე“

„90-იან წლების შემდეგ ასეთი რთული სიტუაცია ქვეყანაში არ ყოფილა“ - ხალხის ხმა „კომერსანტზე“
access_time2019-12-09 10:00:09
საქართველოში ფასების საერთო დონე რეკორდულად იზრდება, ბოლო ერთ წელში სურსათი 13.4 პროცენტით გაძვირდა. „კომერსანტი“ ამჯერად ხალხის აზრით დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მომატებული ფასების პირისპირ დარჩენილი მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, ადამიანებს თვიდან თვემდე თავის გატანა ყოველ დღიურად ურთულდებათ. ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი თითქმის ყველა მოქალაქეს დაეტყო, რთული ვითარება განსაკუთრებით...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...


მსგავსი სიახლეები

up