მყისიერი რეაგირება მოახდინეთ მედიის დევნაზე, ხელისუფლების უმოქმედობაზე – მედია დიპლომატებს

მყისიერი რეაგირება მოახდინეთ მედიის დევნაზე, ხელისუფლების უმოქმედობაზე – მედია დიპლომატებს

access_time2021-07-11 18:40:19

მედია ორგანიზაციები ერთიანი წერილით დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. მედია მოუწოდებს დიპლომატებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებსა დასაქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე. მედია ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვაუკვე გაეგზავნათ ელჩებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

ტაბულა მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღემდე მედიის წინააღმდეგ მიმართული ათეულობით საქმეგამოუძიებელია. ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას. 

2021 წლის 5 ივლისს ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენესფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელიშეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები მედიის წარმომადგენლების დასაცავად. არასაკმარისი საპოლიციო ძალებიარ იღებდნენ ზომებს ჟურნალისტების დასაცავად. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარებისშესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარშირუსთაველის გამზირზე. 

5 ივლისს, შსს-ს ცნობით, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორისიყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საქმიანობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. 

მედიის წარმოამდგენლების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება ღია მუქარა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რაზეც სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად არ რეაგირებენ. დაკავებულები არ არიან არც 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საჯაროდაა ცნობილი.


აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის  საქმიანობის ხელშეშლის და  ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა დაარ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა. 

მივმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე.

ხელმომწერები

  • მთავარი არხი
  • ფორმულა
  • რუსთავი 2 
  • ტაბულა 
  • იმედი
  • კავკასია
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • საქართველოს პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელი 
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
  • TV პირველი
  • TV 25
  • ექსპრესნიუსი
  • ფაქსინტერნიუსი
  • არტარეა TV
  • სტუდია მონიტორი
  • რადიო ჯორჯიან თაიმსი
  • ფაქტ-მეტრი
  • რადიო მწვანე ტალღა
  • AT.ge
  • მედიის განვითარების ფონდი
  • Border Zone
  • ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი
  • რადიო აფხაზეთის ხმა
  • რადიო დარდიმანდი
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულიპროფესიული კავშირი
  • ო9მედია ჰოლდინგი ჰერეთი: რადიო ჰერეთი FM102.8, რადიო თბილისი FM93.5, რადიოციტრუსი FM97.3
  • რადიო ძველი ქალაქი
  • საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი
  • ტელეკომპანია ახალი
  • OC Media
  • ეკო-ფაქტი
  • რადიო ჰოლდინგი ფორტუნა
  • SOVA
  • ბათუმელები
  • Newsreport
  • On.ge
  • ნეტგაზეთი
  • InterPressNews.ge
  • ბლოგი „სოცრეაქტივი“
  • TSpress.ge
  • რადიო ათინათი
  • Metronome.ge
  • პუბლიკა
  • Civil.ge
  • ინტერნიუსი-საქართველო
  • Media.ge
  • openrustavi.ge
  • პალიტრანიუსი; რადიო პალიტრა
  • რადიო მარნეული
  • Euronews Georgia
  • FirstNews.ge
  • Kutaisi Today
  • Speqtri.ge
  • CNews
  • მედიაჰოლდინგი ,,ქრონიკა+"
  • Droa.ge
  • accentnews.ge
  • Popmusic.ge
  • Popsport.com
  • მედიის უფლებები
  • Gurianews.ge
  • Tok TV
  • ჟურნალისტიკის რესუსრს ცენტრი
  • აგრო გარემო TV
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • რადიო მწვანე ტალღა
  • რადიო იმედი
  • JAMNews
  • კომერსანტი
  • Reginfo.ge

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up