ადამიანი ყიდულობს არალეგალურ ფართს, შემდგომ ეს პრობლემა მის ხელში რჩება და მუნიციპალიტეტის პირისპირ დგება

ადამიანი ყიდულობს არალეგალურ ფართს, შემდგომ ეს პრობლემა მის ხელში რჩება და მუნიციპალიტეტის პირისპირ დგება

access_time2019-06-19 22:30:59

„ადამიანი ყიდულობს არალეგალურ ფართს, შემდგომ ეს პრობლემა მის ხელში რჩება და დგას ის ამ პრობლემით მუნიციპალიტეტის პირისპირ,“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მერიის იმ საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, სამშენებლო სექტორს მშენებლობის პროცესში რიგი კანონდარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.



„K2 კოეფიციენტის პრობლემის შემთხვევაში ხშირია, როდესაც ხდება ერთი, ორი ან ზოგ შემთხვევაში სამი სართულის უნებართვოდ დადგმა და მისი რეალიზაცია. ბინის მყიდველი არ კითხულობს რამდენად ჯდება ის ფართი K2 კოეფიციენტში, რის ყიდვასაც აპირებს ანუ ძალაუნებურად ტყუვდება. მშენებელი შესაძლოა იხდის ან არ იხდის ჯარიმის თანხას, მაგრამ პროცესებიდან გადის, რადგან მან თავისი როლი კარგად თუ ცუდად შეასრულა“, - განაცხადა ხმალაძემ.


კანონპროექტის სრული ვერსიის პრეზენტაცია მომდევნო კვირაშია დაგეგმილი.



BMG




Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად
access_time2020-03-29 20:00:11
  შიდა კარანტინი არაა საკმარისი კორონავირუსთან გამკლავებისთვის - მიიჩნევს ჰარვარდი უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის პროფესორი სიუნ ლინი.   მისი თქმით,იმისთვის რომ პირველ ეტაპზე ინფიცირების ინტენსიურობა შემცირდეს, საჭიროა გაცილებით უფრო მკაცრი ქმედებები, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გამოკეტვა სახლებში - ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი ლინის ხელმძღვანელობით, იმის შემდეგ, რაც შეისწავლა კორონავირუსით დაავადებულ 26 000 პაციენტთა...

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში
access_time2020-03-29 15:00:11
კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში ევროპული სოლიდარობა თითქმის არ ჩანს და ამ ნიშას სწრაფად ავსებენ რუსეთი და ჩინეთი -  ყველაფერთან ერთად ისინი იღებენ ამით დიდ პროპაგანდისტულ სარგებელს. ათობით ათასი დაინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილია, შოკისმომგვრელი ციფრები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა - ეს არის დღევანდელი იტალია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოადგება ნებისმიერი დახმარება. და ის მას იღებს - რუსეთისგან  - 9...

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...


მსგავსი სიახლეები

up