მყარი სუნამო - ინოვაციური შეთავაზება ქართველ მომხმარებელს

მყარი სუნამო - ინოვაციური შეთავაზება ქართველ მომხმარებელს

access_time2020-08-13 16:20:19

Beard.ge-ს მიერ მამაკაცებისთვის შეთავაზებულმა ინოვაციურმა მყარი სუნამოს პროდუქტმა მომხმარებლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. 


მყარი სუნამოს უპირატესობა, რომელიც ექსკლუზიურად, მხოლოდ Beard.ge-ს აქვს, სურნელის უფრო დიდხანს შენარჩუნებაა. პროდუქტი მცენარეული ექსტრაქტებისა და ფუტკრის ცვილის ბაზაზე მზადდება, რომელიც ასევე ხელს უწყობს კანის დატენიანებას.


მყარი სუნამოს კონცეფციის დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ Beard.ge-ს გენერალურ მენეჯერს ლუკა ცარელაშვილს დაუკავშირდა.


„მყარი სუნამოს მთავარი უპირატესობა თხევად სუნამოსთან მიმართებაში სურნელის უფრო დიდხანს შენარჩუნებაა, თუნდაც ძალიან მზიან დღეებში. ამჟამად, ჩვენს მყარ სუნამოებს დიდ ბრიტანეთში ვამზადებთ და თითქმის ყველა ძირითადი კატეგორიის სურნელით გვაქვს. საწყის ეტაპზე, როდესაც სატესტოდ გაყიდვაში ჩავუშვით, ათჯერ უფრო ნაკლებ დროში ამოგვეწურა მარაგი, ვიდრე ველოდით, მას შემდეგ სხვადასხვა კატეგორიის სურნელებიც დავამატეთ და ამ ეტაპზე, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი პროდუქტია, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ჰყავს, განურჩევლად სქესისა და ასაკისა“, - აღნიშნავს ლუკა ცარელაშვილი.



მამაკაცებისთვის შექმნილი პროდუქცია ქალებისთვისაც მიმზიდველი აღმოჩნდა და Beard.ge-ს მომხმარებელთა სიაც გაიზარდა.


„მომხმარებლების მხრიდან დაინტერესებასა და მხარდაჭერას პირველივე დღიდან მკაფიოდ ვგრძნობთ. Beard.ge დაარსებისთანავე გახდა წვერსონების და არამარტო წვეროსნების ერთგული მეგობარი, დღემდე აქტიურად აგრძელებს მეგობრების შეძენას, რომლებიც გვაძლევენ მოტივაციას გუნდის თითოეულ წევრს, რომ ყოველდღიურად დავიხვეწოთ და განვავითაროთ საკუთარი თავი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს ბრენდზე


ძირითადი სამიზნე აუდიტორიაა 40 წლამდე მამაკაცები, რომლებსაც ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის პროდუქციასა და სერვისსამ ეტაპზე ჩვენი ბრენდი პოპულარულია ამ სეგმენტში, თუმცა, ვინაიდან პროდუქცია ეფექტურია ნებისმიერი ასაკის მამაკაცისთვის, ვფიქრობთ, რომ მალე გაიზრდება ჩვენი მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარი. ასევე, რამოდენიმე პროდუქტს, აქტიურად მოიხმარენ ქალბატონებიც და მათგანაც საკმაოდ დიდია დაინტერესება. - განმარტავს ლუკა ცარელაშვილი.


Beard.ge თითქმის 4 წელია ქართულ ბაზარზე მომხმარებლებს საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდებთან ერთად, საქართველოში დამზადებულ 100%-ით ნატურალურ წვერის მოვლის საშუალებებსაც სთავაზობს. თავდაპირველად კომპანიამ მუშაობა ონლაინ რეჟიმში დაიწყო, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წყალობით კი მალე საკუთარი ფილიალები გახსნეს. დღეს კი Beard.ge-ს პროდუქციის შეძენა როგორც ონლაინ, ასევე Galleria Tbilisi, City Mall Saburtalo, East Point და Tbilisi Mall-ის ფილიალებშიც შეძლებთ.


ანი ცარციძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up