„მხოლოდ ტურიზმი ვერ გვიშველის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღემდე პრაქტიკულად ტურიზმმა გადაგვარჩინა“

„მხოლოდ ტურიზმი ვერ გვიშველის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღემდე პრაქტიკულად ტურიზმმა გადაგვარჩინა“

access_time2018-11-15 18:16:00

მხოლოდ ტურიზმი ვერ გვიშველის, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღემდე პრაქტიკულად ტურიზმმა გადაგვარჩინა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.


„საქართველოში, ვაჭრობაში, წელიწადში დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარის დეფიციტი გვაქვს. ანუ, შემოტანა და გატანა რომ დავითვალოთ, 3,5 მილიარდი დოლარით მეტი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. ეს 3,5 მილიარდი დოლარი ციდან ვერ ჩამოვარდება და ვიღაცამ საიდანღაც უნდა მოიტანოს. ამ 3,5 მილიარდი დოლარიდან ორი მილიარდი დღემდე სწორედ ტურიზმმა დაგვიფარა. როცა ტურისტი შემოდის, ფულს ლარში ხარჯავს, მაგრამ ლარის მისაღებად დოლარს, ევროს და სხვა ვალუტებს ახურდავებს. ქვეყანაში და ბანკების ანგარიშებზე დოლარი, ევრო და სხვა ვალუტები ზუსტად მაგ მომენტში შემოდის“, – განაცხადა ქობულიამ.


როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის სტრატეგია იმას გულისხმობს, რომ ტურიზმის ზრდა უნდა გაგრძელდეს.


„ჩვენ გვაქვს ტურისტების რაოდენობა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას ორჯერ და უფრო მეტად აღემატება. პრაქტიკულად, მსოფლიო მასშტაბით, იშვიათი ქვეყანა ვართ, სადაც ტურისტების რაოდენობამ ქვეყნის მოსახლეობას ორჯერ და მეტად გადააჭარბა. ასეთი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა. არსებობს ქვეყნები, რომლებიც თავიანთი ისტორიის მანძილზე ტურიზმით გამოირჩეოდნენ, მაგალითად, საფრანგეთი და იტალია, მაგრამ იქ ტურისტების რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობაზე ნაკლებია”, – განაცხადა ქობულიამ.


მისივე თქმით, როდესაც ტურისტების რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობას ბევრად სცილდება, ამ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების რიცხვი იზრდება. ამის პარალელურად იმის რისკიც მატულობს, რომ ქვეყანა ამდენ ტურისტს ვეღარ მოემსახუროს.



BFM.GE





ირაკლი ყიფიანი: „ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის და არა ვაუჩერების გადაცემით“

ირაკლი ყიფიანი: „ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის და არა ვაუჩერების გადაცემით“
access_time2020-04-08 15:00:14
COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით მიღებულ ზარალთან გასამკლავებლად, ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარადგინა, რომელიც ადამიანების, ოჯახების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე გულისხმობს. გეგმის მიხედვით, ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის, და არა ვაუჩერების გადაცემით, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლება, თავად გადაწყვიტონ, დაფარავენ კომუნალურ გადასახადს, შეიძენენ საკვებს, მედიკამენტებს თუ სხვა პროდუქტებს....

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა
access_time2020-04-08 15:00:32
მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ფუნქციონირება არ ეზღუდება. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. მთავრობის №222 დადგენილების თანახმად , ცვლილება შედის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური სუბიექტების საქმინობას...

ლაშა პაპაშვილი „რედიქს ჯგუფის“ მიმდინარე ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს

ლაშა პაპაშვილი „რედიქს ჯგუფის“ მიმდინარე  ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს
access_time2020-04-08 13:00:51
ლაშა პაპაშვილი იმ  მიმდინარე ობიექტების კონსერვაციის გეგმაზე მუშაობს, რომელსაც საინვესტიციო კომპანია „რედიქს ჯგუფი“ ახორციელებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, მათ შორისააა, თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომლის გახსნის თარიღმაც ორჯერ გადაიწია. „ჭავჭავაძეზე უნდა გაგვეხსნა Hilton-ი,მაგრამ მასთან ერთად ყველაფერი შევაჩერეთ და კონსერვაციის გეგმაზე ვმუშაობთ. პირველივე დღეებში მოგვიწია „კლუბი 71“-ის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1813 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1813 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2250 ლარი ღირს
access_time2020-04-08 12:30:14
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1656-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1813-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1748 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება.

 საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს მიესალმება.
access_time2020-04-08 10:30:05
“აღნიშნული ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას”-აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.   “ეს გადაწყვეტილება ცალსახად არის ბიზნესისა და ფინანსთა სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი.  ჩვენ ყოველთვის უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობდით და ვმუშაობთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების...


მსგავსი სიახლეები

up