„მხოლოდ რეგლამენტი საქმეს არ შველის“ - ხელისუფლებას „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისკენ მოუწოდებენ

„მხოლოდ რეგლამენტი საქმეს არ შველის“ - ხელისუფლებას „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისკენ მოუწოდებენ

access_time2017-11-28 10:00:04

საქართველოში ბოლო 2 წელიწადში სასტუმროებში გაჩენილ ხანძრებს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2015 წლის 10 მაისი, ქობულეთი, სასტუმრო „არმაზში“ ხანძარი გაჩნდა. შედეგად დაიღუპა 3 მოზარდი, რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები. ამ ტრაგედიიდან რამდენიმე თვეში, 2015 წლის 23 ივლისის მთავრობის №370 დადგენილების მიხედვით, დამტკიცდა „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რომლის დაცვაც სხვადასხვა ტიპის ობიექტებს, მათ შორის სასტუმროებს, საავადმყოფოებს, საწყობებს, ბენზინგასამართ სადგურებსა და სხვა ობიექტებს ევალებათ.


თუმცა, მძიმე გამოცდილების მიუხედავად, კანონმდებლობის და ზოგადად ხანძარწანინააღმდეგო ნორმების კიდევ უფრო გამკაცრებაზე არავინ ფიქრობს. უფრო მეტიც, არსებულ ნორმებს ობიექტები ასრულებენ თუ არა, ესაც ეჭვის ქვეშ დგას. სპეციალიატების თქმით, ფაქტია, რომ შენობები, მათ შორის მსხვილი და ძვირადღირებული სასტუმროები, ისე შედის ექსპლუატაციაში, რომ მათი შიდა შემოწმება ან არ ხდება, ან მხოლოდ ნაწილობრივ. ორი წლის წინ მსხვერპლი თუ სამი ადამიანი იყო, წელს, 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს რეგლამენტი, კიდევ უფრო მასშტაბური ტრაგედია დატრიალდა.


სამშენებლო სფეროს სპეციალისტი  ნიკოლოზ აბაშიძე „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ შესაბამისი კოდექსის დამუშავება, რომელიც არქიტექტურულ-გეგმარებით და სახანძრო ნაწილსაც დაარეგულირებს, დღემდე არ გვაქვს.


 „სახელმწიფომ საბჭოური პრინციპების უარყოფა მოინდომა. როცა ერთს უარყოფ, ახლით უნდა შეცვალო. გვაქვს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის“ შესახებ, რომელიც როგორც მოძველებელი, გვერდით გაწიეს, მაგრამ ახლითაც არ ჩაანაცვლეს. სახანძრო და არქიტექტურულ-გეგმარებითი ნაწილი მთლიანად ჰაერშია გამოკიდებული. 14-15 წელია კოდექსი მუშავდება და თავი ვერ მოება, რომ როგორც კანონი, მიღებული იქნას. სფეროში ზემოქმედების ბერკეტები არ არის. სახელმწიფოს მხრიდან დიდი დანაშაულია, როცა ასეთი ტრაგედია ხდება, როგორიც ბათუმში დატრიალდა. ამიტო, აუცილებელია, რომ „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები სასწრაფოდ შევიდეს.


რაც შეეხება „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტს, ეს არის მეხანძრეებისთვის. მარტო რეგლამენტი საქმეს არ შველის, თუ ექსპერტიზა არ არსებობს. ეს ექსპერტიზა აქამდე მოხსნილი იყო, როგორც სახანძრო, ასევე არქიტექტურულ-გეგმარებით ნაწილში.  საექსპერტო შეფასებას გაკეთებულ ნამუშევარზე არავინ აკეთებდა. რეგლამენტს თუ არ მოჰყვება მისი გამოყენების დროს, პროექტირებაში შესაბამისი ექსპერტიზა და მხოლოდ ფორმალურ რეგლამენტად რჩება, აზრიც ეკარგება მის არსებობას“, - აღნიშნავს აბაშიძე.


კითხვაზე, ხდება თუ არა, თუნდაც არსებული რეგლამენტის შესრულება და ვინ ახდენს ამის შემოწმებას, აბაშიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.



 „წესით წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს შემოწმება და ამას „112“ და კონკრეტულად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უნდა აკეთებდნენ. უნდა გაიცემოდეს შესაბამისი რეკომენდაციები. შემდეგ მოთხოვნილი იქნეს სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურიდან, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს. რამდენად ამოწმებენ, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ. თავად ტექნიკური რეგლამენტი არ არის სრულყოფილი. ის მხოლოდ იმას ითვალისწინებს სად, რა აპარატურა უნდა იდგას, რამდენი ჩამქრობი უნდა იყოს და რა მანძილზე იდგას ერთმანეთისგან. რაც შეეხება საევაკუაციო კიბეს, ეს არის არა ტექნიკურ რეგლამენტში, არამედ არქიტექტურულ-გეგმარებით ნაწილში გათვალისწინებული, თუმცა იქაც ზოგადად წერია, რომ საევაკუაციო კიბე უნდა არსებობდეს“,  აცხადებს აბაშიძე.


რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, მაგალითისთვის, ავსტრიაში ჩვეულებრივ საცხოვრებელ კორპუსებში უსაფრთხოების სისტემა მაღალ დონეზეა მოწესრიგებული. ჟურნალისტის დავით კიკალიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ არის დაცული ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები დაცული. როგორც კიკალიშვილი ვიდეოში აღნიშნავს, სადარბაზოშივე არის სპეციალური წარწერა, ღილაკი და მანათობელი ნიშნული, რომელიც დაკვამლიანებისასაც კარგად ჩანს, სინათლის ჩაქრობისას კი მაინც ანათებს. „ქვემოთ დამონტაჟებულ ღილაკზე ხელის დაჭერით მთელ კორპუსში ავტომატურად განგაშის ღილაკი ირთვება. აქვე არის წარწერა, რომ ღილაკს თუ ტყუილ-უბრალოდ გამოიყენებ, დიდი ოდენობით ჯარიმა დაგერისკება. ამასთან, სახლის დატოვება თუ ვერ მოახერხე, სარდაფში სპეციალური ბუნკერია მოწყობილი. მანათობელი ნიშნულები ყველა სართულზეა დამონტაჟებული  და სიბნელეშიც ჩანს. ასე რომ, მანათობლების დახმარებით, ბუნკერამდე გზას ადვილად გაიკვლევ. ბუნკერებთან სხვადასხვა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებია განთავსებული. ასევე, სახლის ავტოფარეხთან სპეციალური სახანძრო შლანგია დამონტაჟებული, რომელიც წყლის სისტემასთანაა დაკავშირებული. ის სახლის ყველა სართულს სწვდება. ყველა ეს სიტემა მწყობრშია თუ არა, სახელმწიფო დონეზე მკაცრად კონტროლდება. გარდა ამისა, ავტოფარეხს აქვს დამოკიდებელი გასასვლელი, რომლითაც ხანძრის დროს გარეთ გასვლას შეძლებ. ავტოფარეხში და სახლის ყოველ 15 მეტრში სახანძრო ბალონებია დამონტაჟებული. მსგავსი თავდაცვისა და უსაფრთხოების ნორმების შესრულების გარეშე სახლი ექსპლუატაციაში ვერ შევა“, -ამბობს ჟურნალისტი ვიდეოში.


ნიკოლოზ აბაშიძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა ასეთია, რომ ყველა პროექტს ჰყავს პასუხისმგებელი არქიტექტორი, ჩვენთან კი მსგავსი პასუხისმგებელი პირი არ არსებობს.


„ჩვენთან რეგლამენტირებული პროფესიული მხარე არ არსებობს. საზღვარგარეთ, როდესაც პროექტს აკეთებს ვიღაც, აუცილებელია სერტიფიცირებული არქიტექტორი ჩართოს. ეს უკანასკნელი კი პასუხს აგებს მოქმედ რეგლამენტებთან კავშირში. ჩვენთან ეს დაშვებული არ იქნა, შესაბამისად, არ გვყავს მომზადებული და პასუხისმგებელი პირები, ვინც რეგლამენტს გაატარებდა. არ ვიცით ვინ არის პასუხიმგებელი, ვინ უნდა შეამოწმოს პროექტი. ადრე იყვნენ პროექტის მთავარი არქიტექტორები და მთავარი ინჟინრები, რომლებიც დაგეგმარებით ექსპერტიზას ატარებდნენ. დღეს კი სერტიფიცირებული ინჟინერებიც კი არ გვყავს. როგორც უკვე აღვნიშნე, ამას დაემატა ისიც, რომ გეგმარებითი ექსპერტიზა მოიხსნა. ამის შემდეგ, კონტროლის ეს მექანიზმი ადგილობრივ ორგანოებში მაინც უნდა გადასულიყო, თუნდაც არქიტექტურის სამსახურებს ჩაეტარებინათ მსგავსი ტიპის ექსპერტიზები. მსგავსი სამსახურები მხოლოდ გარე შემოწმებას ახდენენ ფასადის, აივნების, ფანჯრების, მშენებლობის კოეფიციენტების, ქალაქგეგმარებით ნაწილს რამდენად შეესაბამება და ა.შ. შიდა გეგმარებითი ნაწილის შემოწმება სამწუხაროდ,  არ ხდება.


რადგანაც პროექტირებაში რეგლამენტირება არ არის, ამ პროექტებს ახალგაზრდა არქიტექტორებს იაფად აკეთებინებენ. მათ კი რეგლამენტი არ იციან. პროექტი ისე თანხმდება, რომ გეგმარებით ნაწილში რა დევს, არავინ იყურება. პროექტირება მეტ-ნაკლებად პროფესიონალის გაკეთებული თუ არის, მაშინ შეიძლება ეს დეტალები პროექტში გაითვალისწინოს. თუმცა მას ამას არავინ სთხოვს და შემდგომში არც არავინ ამოწმებს“, - აცხადებს ნიკოლოზ აბაშიძე.


მისივე თქმით, კონკრეტულად სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გამომწვევი მიზეზი რა გახდა და რა დონეზე ჰქონდა ობიექტს ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები დაცული, ამაზე გამოძიების დასრულებამდე, შეფასების გაკეთება რთული იქნება, თუმცა აბაშიძის თქმით, ამ შემთხვევაში პასუხისმეგებელი პირის პოვნა რთული იქნება.


„გამოძიების დასრულდება, ჩვენ გვესმის მხოლოდ შესაძლო მიზეზები, რასაც ხანძრის და შემდეგომში ასეთი ტრაგედიის გამოწვევა შეეძლო. ამბობენ, რომ სასტუმროს კიბის უჯრედებსა და ლიფტში კვამლმა გაიარა. შემდეგ სინათლე გაითიშა. წესით ამ დროს ახალ კვებით წყაროზე უნდა გადადიოდეს ის სისტემები, რომლებიც ხანძრისა და უსაფრთხოების კუთხით მუშაობენ. უნდა იყოს მოწყობილობები, საიდანაც ჰაერის მიწოდება მოხდება, რომ კიბის უჯრედსა და ლიფტის შახტაში კვამლის გავრცელება არ მოხდეს. ეს სისტემები თუ თავიდანვე არავინ დააპროექტა, არც ექნება შენობას. ამ შემთხვევაში ალბათ, პასუხისმგებელ პირსაც კი ვერ ვიპოვით. ეს არის მთელი ჩვენი უბედურება“,  განაცხადა ნიკოლოზ აბაშიძემ.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 

 

 




დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up