მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

access_time2020-07-10 18:00:07

„ალტასაც“ ჰკიდია ჩემი მდგომარეობა -  იმიტომ, რომ უკვე მომასაღა ნახევრადგაფუჭებული ნივთები და ეხლა ჰგონიათ რომ აღარ ეხებათ გარანტიის ნაწილი!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექნიკის კომპანიის ერთერთი მომხმარებელი, შპს.“ბიზონის“ დამფუძნებელი ნატა ტორონჯაძე წერს.


12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობასა და „ალტას“ გულგრილ დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ ნატა ტორონჯაძემ „კომერსანტთანაც“ ისაუბრა. როგორც მყიდველი აღნიშნავს, ტექნიკის 30 პროცენტი 3 კვირაში გაფუჭდა და დღემდე ელოდება მის შეკეთებას, თუმცა მთავარი პრეტენზიები მიმართულია მომსახურებაზე და მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულებაზე.


„ალტაში“ აქციის დროს ვიყიდე დიდი რაოდენობის ტექნიკა მთელი სახლის მოსაწყობად, რაშიც დაახლოებით 12 ათასი ლარი დავხარჯეთ. ჩართვიდან 2-3 კვირაში ტელევიზორი გაგვიფუჭდა, მალევე მიქსერი გადაიწვა და ახლახან - სარეცხის მანქანა. „ალტაში“ რომ ვრეკავთ, გვამისამართებენ საგარანტიო კომპანიასთან, რომელიც არის „ტექპოინტი“ ან „ტექსერვისი“. იმ პერიოდში, როცა გაფუჭდა ტექნიკა პანდემია დაემთხვა და გაგებით მოვეკიდეთ სიტუაციას.  17 მაისს კი, როცა ყველაფერი გაიხსნა, ჩვენ თვითონ მივუტანეთ ეს ტექნიკა. შეკეთების ვადად ჯერ გვითხრეს ერთი თვე, მერე - ორი თვე. საბოლოოდ ეს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო ივნისის ბოლოს.  ტექნიკა მომიტანეს სამშაბათს - ტელევიზორი და მიქსერი.  მიქსერი საერთოდ არ აღმოჩნდა ჩემი და არ აღმოჩნდა გაკეთებული. სარეცხის მანქანას კი კიდევ 5 სამუშაო დღე სჭირდებაო.  ამასობაში, „ალტაში“ რეკავ და გეუბნებიან, რომ საგარანტიო კომპანიასთან გამისამართებენ.  მათთან კომუნიკაცია კი არის წარმოუდგენელი - გეუბნებიან, რომ გადმორეკავენ და აღარ რეკავენ.  შესაბამისად, ბოლო 1 კვირაა მე თვითონ ვურეკავ, რომ მომიტანონ, ვეუბნები რომ დამაკავშირონ მენეჯერთან, მეუბნებიან, რომ დაველოდო, თუმცა მალევე ითიშება მობილური და არავინ არ მირეკავს.  „ალტას“ რატომღაც არ აინტერესებს გაყიდვის მერე რა ხდება. როცა ყიდულობ რამე ტექნიკას,  პასუხისმგებელი არის ის, ვინც მოგყიდა.  თუ კიდევ მაწვალეს ალბათ ვუჩივლებ თუ  რამე იურიდიული ძალა არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რომ სერვისზე ვინმეს უჩივლო.  მხოლოდ ლამაზი რეკლამები და მარკეტინგი არ არის კომპანია,“ - აცხადებს ნატო ტორონჯაძე.




„კომერსანტი“ ალტასაც დაუკავშირდა, თუმცა კომპანია კომენტარს არ აკეთებს. 


მარიამ მორგოშია



თეგები:
ალტა



ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up