მხატვარი ლუკა ვადაჭკორია ლუქსემბურგის საერთაშორისო artfair-ში მონაწილეობს

მხატვარი ლუკა ვადაჭკორია ლუქსემბურგის საერთაშორისო artfair-ში მონაწილეობს

access_time2021-09-18 16:27:32

ლუქსემბურგის დედაქალაქში ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა გაყიდვა art3f luxembourg მიმდინარეობს. ეს გამოფენა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებას დასავლეთ ევროპაში. წლევანდელ მიმდინარე ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეულ მხატვრებს შორის მონაწილეობას იღებს ქართველი მხატვარი ლუკა ვადაჭკორია.

გამოფენა გაყიდვა ყოველწლიურად იმართება ლუქსემბურგში, საფრანგეთში, ბელგიასა და მონაკოში.

ლუკა ვადაჭკორიამ 2009 წელს დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მის მიერ შექმნილი ექსპრესიული და სურეალისტური ნამუშევრები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კერძო კოლექციებშია დაცული. ფერწერული ტილო "ჯაზი" საქართველოს, თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის საკუთრებაა. ლუკა ვადაჭკორია მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე ოთხი ნამუშევრით არის წარმოდგენილი.

3 დღიანი გამოფენა ლუქსემბურგში 19 სექტემბერს 18:00 საათზე დასრულდება.


მომავალი წლის აპრილში ლუკა ვადაჭკორია კოპენჰაგენის საერთაშორისო გამოფენაზეა მიწვეული.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"






საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა

საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა
access_time2021-11-28 21:00:55
საქართველოდან ყველის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 101.9 ტონა ყველის ექსპორტში $642.6 ათასის შემოსავალი...

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში
access_time2021-11-28 22:30:05
...

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის
access_time2021-11-29 00:00:11
...

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს
access_time2021-11-28 19:00:46
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველომ ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 22%-ით, 6.7 ათას ტონამდე გაზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, $6.5 მილიონიდან $8.2 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული...

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“
access_time2021-11-28 18:00:19
პროექტ ,,იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედებიდან დღემდე, 3129 უცხოელი დარეგისტრირდა, საიდანაც 501 აპლიკანტს უარი ეთქვა - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს. უწყების ცნობით, ქვეყნაში უკვე შემოსულია 1 117 პირი, რაც პოტენციურად 6 თვის განმავლობაში 14 მლნ...


მსგავსი სიახლეები

up