მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო. 8 კვირის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან. მათ მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან. პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში, გასულ წელს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკრუტებს სამხედრო ბაზაზე შესვლამდე სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო სივრცეში ტესტირება, თერმოსკრინინგი და შესაბამისი გამოკითხვა ჩაუტარდათ. საკონტაქტო სამხედრო სამსახურის გავლის მსურველი 150-მდე საქართველოს მოქალაქე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეირჩა. მათ კურსზე ჩარიცხვამდე ფსიქოლოგიური ტესტები და სამედიცინო კომისიაზე შემოწმება გორში, დავით აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ჩაუტარდათ.
მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.
მისი გარდაცვალება „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია.
თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.
IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი 2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.
2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.
საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...
სასაჩუქრე ნაკრები ქარბოქს პლუსი უკვე ყველა ავტომფლობელისთვის არის ხელმისაწვდომი! კომპანია გრინვეისა და სოკარის მიერ შექმნილი სასაჩუქრე ნაკრები მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს.
ქარბოქს პლუსი გადაეცემათ ნებისმიერ ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც ტექდათვალიერებას გრინვეიში გაივლიან. ნაკრებში არსებული საჩუქრების გამოყენება კი 2021 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
სასაჩუქრე...