მწყრის კვერცხი - ხურვალეთის დევნილთა დასახლებიდან დაწყებული ბიზნესის წარმატების ფორმულა

მწყრის კვერცხი - ხურვალეთის დევნილთა დასახლებიდან დაწყებული ბიზნესის წარმატების ფორმულა

access_time2021-10-25 11:00:48

ახალგორიდან დევნილი 25 წლის მეწარმის ზაური კუდუხოვის მიერ დაწყებული ბიზნესი ფართოვდება. სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მეწარმის ამბიციაა, მწყრის კვერცხის წარმოებაში ლიდერი პოზიცია დაიკავოს.


4 წლის წინ მცირე ფერმის მოწყობის მიზანი ოჯახის რჩენა და ფეხზე დადგომა იყო, რაშიც დიდი შრომა ჩადო. თავისი რესურსით გამოიკვლია ქართული ბაზარი და გადაწყვიტა ნაკლებად დომინანტური პროდუქტის: მწყრის ხორცის და კვერცხის წარმოება დაეწყო. მისი მცდელობა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, საქმიანობის დაწყებიდან მალევე გახდა პროექტის „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ მონაწილე, რომლის ფარგლებშიც ცოდნასთან ერთად გრანტიც მოიპოვა.


USAID-ის პროექტ Yes-Georgia-ს ფარგლებში მიღებული ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა ყველა საჭირო ინვენტარი, რომელიც აუცილებელი იყო წარმოებისთვის და ბიზნესის უკეთ წარმართვისათვის. როგორც ზაურ კუდუხოვი ამბობს, ბიზნესის დაწყების დღიდან საკმაოდ რთული გზა გაიარა, თუმცა ინოვაციურმა მიდგომამ, რომელიც პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით თავად მოიფიქრა, გაამართლა და მისი რეალიზაციაც გააორმაგა.


,,წარმოება დავიწყე 4 წლის წინ, როცა ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი. ვცდილობდი, ჩემი საქმიანობა დამეკავშირებინა ისეთ ბიზნესთან, რომელიც პირველ რიგში საინტერესო იქნებოდა, შემოსავლიანი და ამავდროულად მოთხოვნადი. საკუთარი ძალებით ჩავატარე ბაზრის მცირე კვლევა და აღმოვაჩინე, რომ მწყრის ხორცის და კვერცხის დეფიციტი შეინიშნებოდა. მცირე საოჯახო ფერმის მოწყობა 1500 ლარით დავიწყე, ავაშენე მინი შენობა და შევიძინე აუცილებელი ინვენტარი, რაც წარმოების დასაწყებად აუცილებელი იყო. USAID-ის პროექტ Yes-Georgia-ს ფარგლებში მიღებული ფინანსური მხარდაჭერით შევიძინე ყველა საჭირო ინვენტარი, რომელიც აუცილებელი იყო წარმოებისა და ბიზნესის უკეთ წარმართვისათვის. ცხადია, წარმოების პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული იყო იმ ფონზე, რომ ხალხის უმეტეს ნაწილს ინფორმაცია არ ჰქონდა მწყრის კვერცხის სასარგებლო თვისებების შესახებ, თუმცა თანდათან გაიზარდა ცნობადობაც და მომხმარებელთა წრეც გაფართოვდა“, - ამბობს ახალგაზრდა მეწარმე.







ამ ეტაპზე ზაურ კუდუხოვის ბიზნესი კიდევ უფრო წარმატებულია. იგი კვერცხისა და მწყრის ხორცით უკვე გორის რაიონის სავაჭრო ობიექტების გარდა, თბილისის რამდენიმე სუპერმარკეტსაც ამარაგებს. წარმატების მთავარ ფაქტორად კი შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობასა და რისკს მიიჩნევს, რის გარეშეც წარმოების დაწყება გაუჭირდებოდა.


რაც შეეხება პანდემიური ვითარების გავლენას, ამ მხრივ ვერც მწყრის ბიზნესი აღმოჩნდა გამონაკლისი. კუდუხოვის თქმით, ხარჯი დაახლოებით 30%-ით გაეზარდა, რაც გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციას - ლოგისტიკის გაძვირებას უკავშირდება. დახლებზეც მწყრის კვერცხის პოზიციები შესუსტდა, ის არ არის ისეთი მოთხოვნადი პროდუქტი, როგორიც პანდემიამდე იყო, თუმცა ამას მეწარმის სამომავლო გეგმები არ შეუცვლია.


,,ამჟამად 900-მდე მწყერი მყავს, ხოლო კვერცხის დღიური წარმოება 300-400 ცალია. სამომავლოდ ვაპირებ მსხვილ ობიექტებშიც შევიტანო ჩემი პროდუქტი და გავხდე ერთერთი ლიდერი მწარმოებელი საქართველოს ბაზარზე. ვცდილობ, ჩემი პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და შიდა ბაზარი სრულად მოვიცვა. მესმის, ამ მიზნის მიღწევა უზარმაზარ შრომას მოითხოვს, მაგრამ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ“, - ამბობს ახალგაზრდა მეწარმე.


ამავდროულად იგი ეძებს პოტენციურ ინვესტორს, რომელიც დაეხმარება ბიზნესის გაფართოებაში და მიზნის მიღწევაში.


რაც შეეხება მწყრის კვერცხის სასარგებლო თვისებებს, ცნობილია, რომ ჩინელი მეცნიერები მას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ჯერ კიდევ 300 წლის წინ უწევდნენ რეკომენდაციას. შემდეგში იაპონელებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ამ პროდუქტის თვისებები. მეცნიერული გამოკვლევები ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ მწყრის კვერცხი აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას, ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს, გამოაქვს ორგანიზმიდან რადიონუკლიდები, რაც იაპონელებისთვის ყველა სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე მნიშვნელოვანია.


დღესდღეობით მწყრის კვერცხი იაპონიის ყოველ კუთხე-კუნჭულში იყიდება. მოსწავლეთა რაციონში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია.


მწყრის კვერცხი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკურ მრეწველობაში.

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up