#მწვანეიზოლაცია, YES Hackathon Contain COVID-19-ის გამარჯვებული პროექტი

#მწვანეიზოლაცია, YES Hackathon Contain COVID-19-ის გამარჯვებული პროექტი

access_time2020-06-26 10:25:45

მარტში ფონდმა „კრისტალმა“, USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა ონლაინ ჰაკათონს - „YES Hackathon Contain COVID-19“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნეს-იდეების გენერირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა. ამ ბიზნეს წამოწყებების დასაფინანსებლად, „კრისტალმა“ გამოჰყო სასტარტო დაფინანსების სპეციალური ფონდი 50,000 ლარის მოცულობით. 


ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი პროექტები მრავალფეროვანი იყო, მათგან ერთ-ერთი გამარჯვებული  ანი არველაძეა. მან წარადგინა იდეა, რომლის არსიც მცენარეების დახმარებით იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის სტრესის დონის შემსუბუქებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში მდგომარეობს. ანიმ წამოიწყო კამპანია #მწვანეიზოლაცია, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ, როგორ ატარებდნენ იზოლაციის დღეებს მცენარეებთან ერთად. პანდემიის პერიოდში, როდესაც ვიწყებდით ახალ რეალობაში ცხოვრებას, ონლაინ ჰაკათონი იყო პროექტი, რომელმაცანემონესგუნდს მისცა სტიმული გაეგრძელებინა საქმიანობა და სწრაფად ადაპტირებულიყო. ჰაკათონში გამარჯვებამ კი გვიბიძგა მეტად გაგვეაზრებინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთელი გულით გიყვარდეს ის, რასაც საქმიანობ, რომ მზად ხარ წარმოუდგენელ რეალობაშიც კი განაგრძო მუშაობა - ამბობს ანა.


არსებულ პროექტში მონაწილეობა ანი არველაძისთვის ახალი შესაძლებლობების გამოჩენის ეტაპთან ასოცირდება. როგორც იგი იხსენებს, იდეის განხორციელების პერიოდში დაიხვეწა ონლაინ სერვისი, გაიზარდა „ანემონეს“ ცნობადობა, დაუმეგობრდნენ ახალ მომხმარებლებს, მომხმარებლებმა კიდევ უფრო დაინახეს ჯანსაღი გარემოს საჭიროება - ის, თუ როგორ ეხმარება ადამიანებს სტრესის დაძლევაში მცენარეებთან ურთიერთობა და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მხადაჭერა და წახალისება, რაც  მუდმივად იგრძნობოდა პროექტის ორგანიზატორებისგან, რომლებიც არაერთხელ ყოფილან ანის ბიზნეს-სერვისის მომხმარებლები.


გამარჯვების შემდგომ გეგმებზე, Entrepreneur-თან საუბრისას ანი ამბობს: ვფიქრობ, ახლა ყველაზე საინტერესო ამბები მოხდება, რადგან წარმოუდგენელი ეტაპები გავიარეთ, რამაც მკაფიოდ დაგვანახა, რომ ჯანსაღი გარემო ჩვენი ყოველდღიურობა უნდა იყოს და დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. „ანემონესგანვითარების პერიოდში ყველაზე მეტად სწორედ ეს მხიბლავს - ეს ის სფეროა სადაც ვერ გაჩერდები, ყველა სეზონი ახალი იდეის დასაწყისია.“


პროექტის ფარგლებში ანი არველაძის მენტორი ნიკოლოზ გოგოჭური გახლდათ.



 მენტორები ჰაკათონის ფარგლებში ეხმარებოდნენ მონაწილეებს მათი იდეების განვითარება/დახვეწაში და ასევე ამ იდეების წარსადგენად მომზადებაში (პრეზენტაციის შექმნის მეთოდები, ინვესტორთან იდეის წარდგენის საუკეთესო პრაქტიკები და ა.შ).


როგორც ნიკოლოზი გვიყვება, ჰაკათონის ფარგლებში საინტერესო და კონკურენტუნარიანი პროექტების იდეები შეიქმნა. მათი დიდი უმეტესობა ძალიან კარგად პასუხობდა ჰაკათონის პირობებსა და COVID-19 პანდემიის გამოწვევებს: ინოვაციურ მეწარმეობაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის დროულად მოქმედება და ზოგადად იდეების დროულობა (timing). მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ინოვაციური ბიზნესის წარმატებაში არის ის, თუ რამდენად კარგად პასუხობს ბიზნესი პრობლემას და რამდენად მწვავეა ეს პრობლემა. მესამე უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი სტარტაპის და ინოვაციური ბიზნესის წარმატებაში მისი მასშტაბურობაა.   ზუსტად ამიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ პრობლემის წარმოშობისთანავე მყისიერი რეაგირება და ინოვატორებისთვის პრობლემის მოგვარების გზების ძიებაში დახმარების შეთავაზება. ამ მხრივ კრისტალმა ძალიან კარგი ოპერატიულიბა აჩვენა და ზუსტად ის გააკეთა, რაც ყველაზე საჭირო იყო ამ დროს: ინოვატორებს მისცა გასაქანი და ექსპერიმენტების საშუალება.“


 „ ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო და მოულოდნელი, რომ ასეთ მცირე დროში, თანაც ექსტრაორდინარულ პირობებში (COVID-19 პანდემიის დაწყებიდან სულ ცოტა ხანი იყო გასული) მონაწილეებმა ასეთი სისხარტე გამოიჩინეს. ძალიან მიხარია, რომ მეც ჩავერთე ამ პროექტში და გავიცანი ასეთი მოტივირებული, გონებაგახსნილი და ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები.“- ამბობს ნიკოლოზ გოგოჭური.




(R)


 


 



თეგები:
კრისტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up