„მწვანე წყალბადის“ ტექნოლოგიის განვითარება არა მხოლოდ დააბალანსებს ენერგეტიკულ სისტემას, არამედ ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს - რომეო მიქაუტაძე

„მწვანე წყალბადის“ ტექნოლოგიის განვითარება არა მხოლოდ დააბალანსებს ენერგეტიკულ სისტემას, არამედ ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს - რომეო მიქაუტაძე

access_time2022-11-22 14:40:29

„გვჯერა, რომ „მწვანე წყალბადის“ ტექნოლოგიის განვითარება არა მხოლოდ დააბალანსებს ენერგეტიკულ სისტემას, არამედ ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილებს. ამდენად, მიგვაჩნია, რომ უნდა დაჩქარდეს საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ წყალბადის ენერგეტიკის შესახებ საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას.


ფორუმი საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA), ევროკავშირის პროგრამის EU4Energy ფარგლებში და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის დროსაც გაკეთდა სააგენტოს 2022 წლის გლობალური წყალბადის ანგარიშის პრეზენტაცია.


„საქართველომ დიდი ინტერესი გამოხატა „მწვანე წყალბადის“ ტექნოლოგიების მიმართ. საქართველოს ენერგეტიკის კანონმდებლობა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის (NECP) პროექტი უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს წყალბადის ათვისებას ენერგეტიკის სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ გვაქვს სტრატეგია ან სამოქმედო გეგმა, რომელიც უშუალოდ წყალბადის საკითხებს განიხილავს, ჩვენი მხრიდან უკვე გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით. მაგალითად, 2021 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში „მწვანე წყალბადის“ განვითარების ხელშეწყობას. ამ შეთანხმების ფარგლებში შეფასდება საქართველოში მწვანე წყალბადის განვითარების პოტენციალი მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის შემდგომი განხორციელებისთვის,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


აღსანიშნავია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან „მწვანე წყალბადის“ განვითარების პროექტის წინასწარი ტექნიკურ - ეკონომიკური დასაბუთების კვლევის მიმართულებით საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს. მინისტრის მოადგილის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარებისა და ჰიდროენერგიის გამომუშავების სეზონურობა იწვევს ზაფხულში ექსპორტირებადი ელექტრო ენერგიის ჭარბი რაოდენობით გამომუშავებასა და ზამთარში მზარდ დეფიციტს, რაც შეიძლება დაბალანსდეს ენერგიის დაგროვების ტექნოლოგიებით და ერთ-ერთი ტექნოლოგია შეიძლება იყოს წყალბადის ენერგია.



„ახალი სუფთა და ალტერნატიული ტექნოლოგიების, მათ შორის მწვანე წყალბადის შესწავლა და გამოყენება აუცილებელია. ამასთან, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ეკონომიკაში წყალბადის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო რესურსი აქვს, ასევე, საჭიროა განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობების შემდგომი კვლევა (როგორიცაა ჰიდრო, მზის და ქარის ენერგია) მწვანე წყალბადის საწარმოებლად, ხოლო შემდგომ მისი შერწყმა ბუნებრივ აირთან არსებულ გადამცემ სისტემებში, საბოლოო მომხმარებლამდე მისი ტრანსპორტირების, აგრეთვე მძიმე მრეწველობისა და ტრანსპორტირების სექტორში გამოყენების მიზნით,“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განაგრძობს წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან „მწვანე წყალბადის“ და სხვა ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.


ფორუმზე ასევე მოხსენებით გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები, რომლებმაც წყალბადის პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. IEA, წყალბადის საერთაშორისო პარტნიორობის და ინიციატივების წარმომადგენლები განიხილავენ საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და წყალბადის საერთაშორისო ბაზრების პერსპექტივებს.


ფორუმზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, ჩართულია „მწვანე წყალბადის“ განვითარების ევროპულ პროცესებში. ამავე დროს, საქართველო, საკუთარი განახლებადი ენერგიის პოტენციალით და სახარბიელო გეოგრაფიული განლაგებით, განიხილავს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების, სარგებლის მიღებას როგორც საკუთარი რესურსების განვითარებით, ასევე სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტის ხელშეწყობით.


ფორუმში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და მოლდოვის წარმომადგენლები, რომლებმაც გააკეთეს პრეზენტაციები მათი ქვეყნების ხედვასა და ინტერესებზე წყალბადის პოლიტიკაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up