„მწვანე სამყარო“ - კომპანია, რომელმაც 11 ტენდერი უხარისხოდ შეასრულა

„მწვანე სამყარო“ - კომპანია, რომელმაც 11 ტენდერი უხარისხოდ შეასრულა

access_time2021-07-27 10:00:12

2016 წლიდან 2020 წლის ნოემბრამდე სახელმწიფომ სულ 13.695 მლრდ ლარის ტენდერი გამოაცხადა, ყველაზე დიდი შემსყიდველი 1.76 მლრდ ლარით საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღმოჩნდა. 649 მლნ-ით მეორე ადგილზე თბილისის მერიაა, სამეულს კი 400 მლნ ლარით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხურავს. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებზე მორგებული პირობები, გამქრალი კომპანიები და სამართლებრივი დავები რეალურად, სახელმწიფო შესყიდვები საქართველოსთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა. „კომერსანტი“ ამჯერად გაგაცნობთ იმ კომპანიებს, რომელებიც საჯარო უწყებების მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში დარეგისტრირდნენ.

 

ერთ-ერთი ასეთი კომპანია  შპს „მწვანე სამყაროა“. კომპანია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში 2016 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი ესპანეთის მოქალაქე ხაურეს ფერრამ ფერრერ მარტინეზია, სწორედ მას ეკუთვნის კომპანიის წილის 10%, ხოლო 90 %-ის მფლობელი ასევე ესპანეთის მოქალაქე ხოსე საიზ გომეზია. შპს „მწვანე სამყარო“ ბაზარზე ლანდშაფტური არქიტექტურის და გამწვანების მიმართულებით ოპერირებს.

 

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ჰიმალაის კედრის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა მერიამ 2019 წელს გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 135 638 ლარი იყო და მასში 2 კომპანია მონაწილეობდა. ყველაზე მცირე თანხა 135 638 ლარი შპს „მწვანე სამყარომ“ დააფიქსირა, შესაბამისად ხელშეკრულებაც ამ კომპანიასთან გაფორმდა.

 

2020 წლის 14 მაისს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა შპს „მწვანე სამყაროს“ წერილი მისწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანიის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, ჰიმალაის კედრის 70 ძირი „მწვანე სამყარომ“ მერია 82 დღის ვადის გადაცილებით მიაწოდა, ხოლო, 130 ნერგი საერთოდ არ იქნა მიწოდებული.

 

ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის საერთო ჯამში კომპანია მერიამ 13 802 ლარით დააჯარიმა. 2020 წლის 1–ელ ივლისს კი, ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

 

აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განმარტება არ წარმოუდგენია. სააგენტომ „მწვანე სამყარო“ შავ სიაში დაარეგისტრირა.

 

თუმცა, როგორც უკვე გითხარით, მერია  „მწვანე სამყაროს“ „შავ სიაში“ შეყვანა კიდევ 10 პროექტთან დაკავშირებით მოითხოვა. ერთ-ერთი ესეთი თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი იტალიური ფიჭვის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვაა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 214 077 ლარი იყო. ყველაზე მცირე თანხა 171 264 ლარი „ვივეროს პენიტას საქართველომ“ დააფიქსირა, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა. 181 404 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „მწვანე სამყაროსთან“ გაფორმდა.

 

ამ შემთხვევაშიც, მომწოდებელმა კომპანიამ მერიას მცენარეები 33 დღის დაგვიანებით მიაწოდა. 2019 წლის 24 დეკემბერს გაგზავნილი წერილის მიხედვით ირკვევა, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო „მწვანე სამყაროს“ 5 986 ლარი პირგასამტეხლო დაეკისრა.

 

მეორედ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მიმწოდებელს 1–ელ ოქტომბერს მისწერა. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომპანიას 27 გამხმარი ნერგის ჩანაცვლება დაევალა, თუმცა, აღნიშნული ნერგები არ იქნა მიწოდებული. რის გამოც „მწვანე სამყაროს“ 362 ლარი ჯარიმა დაეკისრა. ასევე, ცალმხრივად შეუწყდა ხელშეკრულება, რის გამოც დამატებით 9070 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

 

მომწოდებელმა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განმარტება არც ამ შემთხვევაში წარმოადგინა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებით,  „მწვანე სამყარო“ შავ სიაში დარეგისტრირდა.

 

ახლა მოგიყვებით დამატებით იმ 9 ტენდერის შესახებ, რომლის გამოც თბილისის მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ შეყვანა მოითხოვა. შესყიდვების სააგენტოს 9 ტენდერთან დაკავშირებით „მწვანე სამყარო“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ 2021 წლის 16 თებერვალს მიიღო.

 

1. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი წვრილფოთოლა იფანის ნერგების და ნერგების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა. (ხელშეკრულების ღირებულება 187 704 ლარი)

 

კომპანიამ მერიას ნერგები სრულად 61 დღის ვადის გადაცილებით მიაწოდა -  დაჯარიმდა 11 449 ლარით.

 

კომპანიას დაევალა 32 ძირი წვრილფოთოლა იფანის გამხმარი ნერგის ჩანაცვლება, „მწვანე სამყარომ“ მერიას ნერგები არ მიაწოდა - დაჯარიმდა 375 ლარით.

 

ხელშეკრულების ცალმხრივად შეუწყვეტია - „მწვანე სამყაროს“ დაეკისრა ჯარიმა 9 385 ლარის ოდენობით.

 

2. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი მინდვრის ნეკერჩხლის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა (ხელშეკრულების ღირებულება 172 869 ლარი).

 


„მწვანე სამყარომ“ თბილისის მთავრობას ნერგები სრულად 91 დღის ვადის გადაცილებით მიაწოდა -  დაეკისრა ჯარიმა 15 731 ლარი.

 

მიმწოდებელს დაევალა 22 ძირი მინდვრის ნეკერჩხლის გამხმარი ნერგის ჩანაცვლება, კომპანიას დავალებით განსაზღვრული ნერგები არ მოუწოდებია - დაჯარიმდა 345 ლარით.

 

ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვეტია - კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 8643 ლარის ოდენობით.

 

3. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ირმის რქის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა (ხელშეკრულების ღირებულება 119 000 ლარი).

 

ნერგი და დამხმარე მასალები შემხედველის მიერ მიწოდებული იქნა 82 დღის ვადის გადაცილებით - დაჯარიმდა 10829 ლარით.

 

კომპანიას დაევალა გამხმარი ნერგების ჩანაცვლება, თუმცა ნერგები არ მოუწოდებია -  დაჯარიმდა 238 ლარით.

 

მერიამ ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა - „მწვანე სამყაროს“ დაეკისრა ჯარიმა 5 950 ლარის ოდენობით.

 

4. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი მინდვრის ნეკერჩხლის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა (ხელშეკრულების ღირებულება 156 996 ლარი).  

 

„მწვანე სამყარომ“ თბილისის მთავრობას ნერგები სრულად 104 დღის ვადის გადაცილებით მიაწოდა -  დაეკისრა ჯარიმა 16327 ლარი.

 

მერიამ კომპანიას მინდვრის ნეკერჩხლის გამხმარი ნერგის ჩანაცვლება მოსთხოვა, „მწვანე სამყარომ“ ნერგები არ მიაწოდა - დაჯარიმდა 314 ლარით.

 

ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის გამო ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყდა -  დაეკისრა ჯარიმა 7 849 ლარის ოდენობით.

 

5. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი წვრილფოთოლა იფანის ნერგების და ნერგების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა  (ხელშეკრულების ღირებულება 156 996 ლარი).

 

ნერგი და დამხმარე მასალები შემსყიდველის მიერ მიწოდებული იქნა 47 დღის ვადის გადაცილებით - დაჯარიმდა 8742 ლარით.

 

კომპანიას დაევალა გამხმარი ნერგების ჩანაცვლება, თუმცა ნერგები არ მოუწოდებია -  დაჯარიმდა 372 ლარით.

 

კომპანიას მერიამ ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა - „მწვანე სამყაროს“ დაეკისრა ჯარიმა 9 300 ლარის ოდენობით.

 

6. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი აღმოსავლური ჭადრის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა  (ხელშეკრულების ღირებულება 164 732 ლარი).

 

„მწვანე სამყარომ“ თბილისის მთავრობას ნერგები სრულად 47 დღის ვადის გადაცილებით მიაწოდა -  დაეკისრა ჯარიმა 7 742 ლარი.

 

მერიამ კომპანიას მინდვრის ნეკერჩხლის გამხმარი ნერგის ჩანაცვლება მოსთხოვა, „მწვანე სამყარომ“ ნერგები არ მიაწოდა - დაჯარიმდა 329 ლარით.

 

ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის გამო ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყდა -  დაეკისრა ჯარიმა 8 236 ლარის ოდენობით.

 

7. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი აღმოსავლური ჭადრის ნერგების, სხვადასხვა სახეობის ბუჩქის ნერგების და აღმოსავლური ჭადრის ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა (ხელშეკრულების ღირებულება 487 603 ლარი).

 

მერიამ კომპანიას 6 ძირი დიდი ზომის აღმოსავლური ჭადრის გამხმარი ნერგის და 5 ძირი ბურთის ფორმის იაპონური კვიდო სილვერ სტარის ჩანაცვლება მოსთხოვა, თუმცა „მწვანე სამყარომ“ ნერგები არ მიაწოდა - დაჯარიმდა 975 ლარით.

 

8. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ევროპული მუხის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა (ხელშეკრულების ღირებულება 114 200 ლარი).

 

„მწვანე სამყარომ“ თბილისის მთავრობას 200 ძირი ევროპული მუხა  ვაკის პარკის ტერიტორიაზე 13 დღის ვადის გადაცილებით მიაწოდა -  დაეკისრა ჯარიმა 1 484 ლარი.

 

სანატორიუმ „ქართლი“-ს მიმდებარედ არსებულ სანერგეში კომპანიამ 60 ძირი ევროპული მუხის ნერგების და შესაბამისი რაოდენობის დამხმარე მასალები 63 დღის ვადის გადაცილებით მიაწოდა - დაჯარიმდა 7 194 ლარით

 

მერიამ კომპანიას მინდვრის გამხმარი ნერგის ჩანაცვლება მოსთხოვა, „მწვანე სამყარომ“ ნერგები არ მიაწოდა - დაჯარიმდა 228 ლარით.

 

ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის გამო ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყდა -  დაეკისრა ჯარიმა 5 710 ლარის ოდენობით.

 

9. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი უნგრული ცაცხვის ნერგების და ნერგების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა (ხელშეკრულების ღირებულება 114 200 ლარი).

 

„მწვანე სამყარომ“ თბილისის მთავრობას ნერგები სრულად 30 დღის ვადის გადაცილებით მიაწოდა -  დაეკისრა ჯარიმა 7 320 ლარი.

 

მერიამ კომპანიას ცაცხვის გამხმარი ნერგის ჩანაცვლება მოსთხოვა, „მწვანე სამყარომ“ ნერგები არ მიაწოდა - დაჯარიმდა 488 ლარით.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up