„მწვანე პასპორტებს“ სასტუმრო ლოპოტასა და უშბაზე  უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია

„მწვანე პასპორტებს“ სასტუმრო ლოპოტასა და უშბაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია

access_time2021-12-10 13:00:38

ქვეყანაში „მწვანე პასპორტების“ სქემა 1-ლი დეკემბრიდან მოქმედებს, თუ როგორ აისახა აღნიშნული რეგულაცია სასტუმრო ბიზნესზე, ამის დასადგენად „კომერსანტი“ სასტუმრო “ლოპოტა სპა რეზორტს“ და მესტიაში სასტუმრო „უშბას“ დაუკავშირდა.



როგორც სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე „მწვანე პასპორტებს“ მომხმარებელთა რაოდენობაზე გავლენა არ მოუხდენია და სასტუმრო კომპლექსი მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს.



„არ შეგვინიშნავს, რომ „მწვანე პასპორტების“ ამოქმედება რამეზე უარყოფითად ასახულიყო, ზოგადად დეკემბერი ჩვენი სასტუმროსთვის მაღალ დატვირთულობით არ გამოირჩევა, თუმცა ნოემბერთან შედარებით განსხვავება არ გვაქვს და დეკემბერშიც ჯავშნების იგივე რაოდენობა მოგვყვება, შესაბამისად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ სასტუმროზე მწვანე პასპორტების ამოქმედებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია“, - აღნიშნა მაკა ღლიღვაშვილმა.



მისი თქმით, „ლოპოტა
სპა რეზორტი“ ახალი წლისთვის განსაკუთრებულ სამზადისშია, იგეგმება საახალწლო და საშობაო სოფლის ლოპოტას მთელ ტერიტორიაზე მოწყობა, ასევე ახალი წლის ღამეს ვიზიტორების განწყობაზე იტალიური ჯაზბენდი ლუდი ალენტინოს ხელმძღვანელობით იზრუნებს. როგორც მაკა ღლიღვაშვილმა აღნიშნა, სასტუმრო ჯავშნებს უკვე იღებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ტურისტული სეზონი არ არის, მომხმარებელთა უმეტესობა ადგილობრივია.


 


რაც შეეხება მესტიას, სასტუმრო „უშბაში“ გვითხრეს, რომ დეკემბერი მესტიისთვის „მკვდარი სეზონია“ და ამჟამად დამსვენებლები არ ჰყავთ, თუმცა დეკემბრის ბოლოსთვის ჯავშნებს უკვე იღებენ.

 


როგორც სასტუმრო „უშბას“ მეპატრონემ თეა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დეკემბრის ბოლოსთვის მისი სასტუმრო მთლიანად დაჯავშნილია, ვიზიტორების უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

 


“ჯერჯერობით საერთოდ არავინ არ გვყავს, არც ჩემთან და არც სხვა სასტუმროებში. სტუმრები ძირითადად დეკემბრის ბოლოდან იწყებენ ჩამოსვლას. მქონდა შემთხვევა რომ ვიღაცები დამიკავშირდნენ და მკითხეს, შევუშვებდი თუ არა მწვანე პასპორტის გარეშე, უარი ვუთხარი.

სეზონი 25 დეკემბრიდან იწყება და ჯავშნებს მეტნაკლებად უკვე ვიღებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან, იმათთვის “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მის გარეშე ქვეყანაში ისედაც ვერ შემოვლენ, ზაფხულში ადგილობრივ დამსვენებლებს ვეკითხებოდი და უმეტესობა მეუბნებოდა რომ აცრილია, მე მომხრე ვარ ამ რეგულაციების. ჯერჯერობით ვინც მიკავშირდება ჯავშანზე ყველა უცხოელია, ძირითადად უკრაინელები არიან და კიდევ ბელორუსების ჯგუფს ველოდები. ქართველებიც ჩამოვლენ, უბრალოდ მათ წინასწარ დაჯავშნა არ იციან, უცხოელებმა 4 თვით ადრე დამიჯავშნეს“, - აღნიშნა თეა ჟორჟოლიანმა.

 

 

ქვეყანაში „მწვანე პასპორტი“ 1- ლი დეკემბრიდან მოქმედებს. „მწვანე პასპორტის“ გარეშე მომხმარლები კაფეებისა და ბარების ღია და დახურული სივრცეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში,  მუზეუმებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობი ცენტრებში, სამორინეებში, სპა-ცენტრებში, ფიტნესდარბაზებში, სასტუმროებსა და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე არ დაიშვებიან.  

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up