კომპანია “მწვანე მდელო“ ქართული მწვანილით ევროპის ბაზარზე გადის

კომპანია “მწვანე მდელო“ ქართული მწვანილით ევროპის ბაზარზე გადის

access_time2020-07-30 17:00:16

კომპანია „მწვანე მდელო“ დასავლეთ საქართველოში 35 ჰექტარ მიწას ამუშავებს, რომლის 15 % მოცვის, ხოლო დანარჩენი მწვანილის მოყვანას დაეთმობა.


კომპანიაში მოსავალს აგვისტოს ბოლოს ელოდებიან და მოყვანილი მოსავლის ევროპულ ბაზარზე გატანას გეგმავენ.


„მწვანე მდელომ“ ევროპულ ბაზარზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო და ბულგარეთსა ნიდერლანდებში სავაჭრო პარტნიორები მოიძია, რომლებიც ირანისა და საქართველოსგან მწვანილის შეძენით იყვნენ დაინტერესებულნი.


სანამ ევროპულ ბაზარზე დავიწყებდით მუშაობას, დაახლოებით 25 წელი რუსეთის ფედერაციაში ქართული და ირანული მწვანილის ექსპორტით ვიყავით დაკავებულები. 2018 წელს კომპანია „მწვანე მდელო“ დავაფუძნეთ და ევროპულ ბაზარზე შევედით. ამას წინ უძღოდა ევროკავშირის მიერ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას აძლევდა.


რაც შეეხება სავაჭრო პოტენციალს, მე და ჩემი ძმა ბაზრის შესასწავლად ბულგარეთში გავემგზავრეთ, ვხვდებოდით ქსელურ თუ საცალო მაღაზიებს და ირანული და ქართული წარმოების მწვანილს ვთავაზობდით.აქ ჩვენი პროდუქციით Lidl-ის ქსელი დაინტერესდა. ბულგარეთის შემდეგ ყურადღება ნიდერლანდებზე გავამახვილეთ, სადაც ჩვენი პარტნიორი „არტსენი“ გახდა, რომელიც ერთგვარი სავაჭრო პლატფორმაა. ამის მიზანი სუპერმარკეტების დიდ ქსელებთან გაცნობა და კონტაქტის დამყარება იყო.“ - განაცხადა კომპანია „მწვანე მდელოს“ დამფუძნებელმა კახაბერ ყავლაშვილმა.



კახაბერ ყავლაშვილი ევროპული ბაზრის ორ ტიპს გამოყოფს. პირველი არის მცირე ბაზარი, სადაც მოთხოვნები ნაკლებია, თუმცა კომპანიისთვის ფასი საინტერესო არ აღმოჩნდა და მეორე - დიდი საცალო ქსელები, რომლებსაც პროდუქციის ხარისხსა და შეფუთვაზე საკუთარი მოთხოვნები აქვთ.


პროდუქტი ლაბორატორიაში სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით მოწმდება,რომელთა შორისაა პესტიციდების შემცველობა. სამწუხაროდ ქართულმა მწვანილმა ვერ დააკმაყოფილა შესაბამისი მოთხოვნები, ხოლო ირანულმა შემოწმება წარმატებით გაიარა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ქართულ მწვანილს ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობდით, ირანში კი თავად მოგვყავდა, რამაც ხარისხზე დაკვირვების მეტი შესაძლებლობა მოგვცა.“ - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.


ყაველაშვილის ინფორმაციით მწვანილის წარმოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 000 ლარი იყო. ევროპული ბაზრის სირთულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კომპანიაში სიახლეები არ იგეგმება. მათ მთავარ მიზანს ხარისხიანი პროდუქციის უზრუნველყოფა წარმოადგენს.


„8 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მომზადებასა და დათესვაზე დაახლოებით 50 000 ლარი დაიხარჯა. წელს დაახლოებით 80 ტონა მწვანილის მოსავალს ველოდებით. სად გავყიდით პროდუქტს, დამოკიდებულია ფასებზე. სავარაუდოდ რუსეთის ბაზრით დავიწყებთ, მაგრამ ასევე, პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანასაც ვიმედოვნებთ,“ - ამბობს კახაბერ ყაველაშვილი.

 

East-fruit.com


მოამზადა ანი ცარციძემ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up