მწვანე კონცხზე 70 მილიონიანი, 5 ვარსკვლავიანი, Marriott Brand, Luxury Collection  კომპლექსი შენდება

მწვანე კონცხზე 70 მილიონიანი, 5 ვარსკვლავიანი, Marriott Brand, Luxury Collection კომპლექსი შენდება

access_time2019-12-05 13:30:34

თანაინვესტირების ფონდის შემადგენლობაში არსებული „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ ფარგლებში, მწვანე კონცხზე 50 000 კვ.მ მიწის ფართობზე 5 ვარსკვლავიანი, Marriott Brand, Luxury Collection  გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორ კომერსანტს ფონდში განუცხადეს ინვესტიციის ჯამური მოცულობა 70 მლნ აშშ დოლარია. მათი ინფორმაციით ამ ეტაპზე მიმდინარეობს კარკასის მშენებლობის სამუშაოები, ხოლო პროექტის დასრულება -2021 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.


135 ნომრიან სასტუმროში განთავსდება სპა, ღია და დახურული აუზები, ფიტნეს ცენტრი, რესტორანი, სპორტული მოედნები და ბავშვთა გასართობი სივრცეები.


როგორც ფონდში აცხადებენ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლე ბათუმის ბოტანიკურ ბაღთანაა ახლოს და სასტუმროს კონცეფციაც სრულ ჰარმონიაში იქნება 1892 წელს დაფუძნებულ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან. 


პროექტის არქიტექტორია ირაკლი შარაშიძეა, ხოლო სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსს შპს „ზიმო“ ააშენებს.


თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით 2019 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებზე ჯამურად დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, ხოლო პროექტის დასრულების შემდგომ დამატებით 400-მდე ადგილობრივი დასაქმდება.


 

კომერსანტი დაინტერესდა რა თანხა გადაიხადა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა პროექტისთვის საჭირო მიწის ფართობში და გახდა თუ არა საჭირო აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრა? კერძო კაპიტალის ფონდის პასუხი შემდეგია

 

„გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის და დენდროლოგიური კვლევის თანახმად, რომელიც გაცემულია სსიპ ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ, პროექტის ფარგლებში მოჭრილია 70-მდე დაავადებული ხე-მცენარე. მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი კი შეძენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე, 7 456 000 ლარად“, - განმარტავენ თანაინვესტირების ფონდში.

 

საბაგიროს აღდგენასთან დაკავშირებით ვალდებულება აიღო „ქართუ ფონდმა“, შესაბამისად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად,  გთხოვთ მიმართოთ შესაბამის უწყებას.

 

2018 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე პროცესები შეისწავლა. კვლევაში მოხვდა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მშენებლი კომპანია შპს „ზიმო“-ც

 

2011-2016 წლები შპს „ზიმომ“ 17.4 მლნ ლარის პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვები შეასრულა, ხოლო ელექტრონულ ტენდერებში 83 მლნ ლარის კონტრაქტები მოიგო. 2012 წელს კომპანიის მფლობელებმა „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“ 20 000 ლარი შეწირეს. „ზიმო“ აქტიურად მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებით აღებულ ვალდებულებებს დაგვიანებით ასრულებს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომპანია „ზიმოს“ შორის გაფორმებულ 16 ხელშეკრულებაში ცვლილება 65-ჯერ შევიდა. 25 „ზიმოს“ შვილობილი კომპანიაა „ზიმო-7“, რომელსაც ელექტრონულ ტენდერებში 107 მლნ ლარის კონტრაქტები აქვს მოგებული. კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა ამირან ბერიძემ 2017 წელს „ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი შეწირა.


ბაჩო ადამია





არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up