მწვანე ინიციატივა - სიახლე თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში

მწვანე ინიციატივა - სიახლე თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში

access_time2022-11-25 10:55:47

თიბისის ბიზნესდაჯილდოება - ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც 2016 წელს ბიზნესის პოპულარიზაციისა და ბიზნესსექტორის განვითარების მიზნით შეიქმნა, ტრადიციას არ არღვევს და კონკურსს ყოველ წელს ახალი, საინტერესო და აქტუალური ინიციატივებით ამრავალფეროვნებს.


ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორების მიერ წლევანდელი კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებს შორის საგანგებოდ აღსანიშნია განსაკუთრებული ჯილდო - მწვანე ინიციატივა, რომელიც თიბისიმ გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდთან (Global Climate Partnership Fund (GCPF)) ერთად დააწესა.


კლიმატური ცვლილებების შემსუბუქების პროცესში თავისი წვლილის შესატანად თიბისი წლებია, აქტიურადაა ჩართული. გუნდის მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია გარემოსდაცვითი მართვის სისტემა (EMS), რომელიც უზრუნველყოფს თიბისის მუშაობის შესაბამისობას გარემოს, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და ადგილობრივ რეგულაციებთან. ამასთან, თიბისის გარემოსდაცვითი მართვის სისტემა სერტიფიცირებულია ISO 14001:2015 სტანდარტის მიხედვით, რაც ნიშნავს იმას, რომ თიბისის პოლიტიკა და გარემოსდაცვითი პრინციპები შესაბამისობაშია საერთაშორისო, ISO 14001:2015 სტანდარტებთან. თიბისი ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებსა და ინიციატივებს გარემოსდაცვითი, მდგრადი ფინანსირებისა თუ გარე კომუნიკაციების მიმართულებით.


კლიმატური ცვლილებების შესამსუბუქებლად განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია, აქტიურად ზრუნავს ბიზნეს სექტორიც. მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა კამპანიების გააქტიურების ფონზე, თიბისიმ გადაწყვიტა მწვანე ინიციატივის ბიზნესდაჯილდოების პროექტში ინტეგრაცია და გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდთან ერთად წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაში განსაკუთრებული ჯილდო დააწესა მწვანე ბიზნესებისა და მწვანე ინიციატივებისთვის.


„პირველ რიგში, კლიმატური ცვლილებები საფრთხეს წარმოადგენს გარემოსა და ადამიანისთვის. ამავდროულად , ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ მნიშვნელოვანია, შევძლოთ დაბალი ემისიების ეკონომიკაზე გადასვლა, რაც, გარემოს დაცვასთან ერთად, თავისთავად გულისხმობს ხარჯების ოპტიმიზაციას და მდგრად ბიზნეს მოდელების განვითარებას.
თიბისი წლებია, მხარს უჭერს და აფინანსებს განახლებადი ენერგიის წარმოებას. კომპანიის შიგნით ატარებს სხვადასხვა ენერგოეფექტურ ღონიძიებებს. ჩვენი მანქანების 60%-ზე მეტი ჰიბრიდულია, ჩვენი ოფისები - ენერგოეფექტური. ეს ყველაფერი კი იმის დასტურია, რომ წლებია, გარემოს დაცვა სხვადასხვა აქტივობებში და ინიციატივებში გვაქვს ინტეგრირებული. ამასთან, გვინდა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი კომპანია ჩაერთოს ამ პროცესში, წავახალისოთ ისინი და ფართო საზოგადოებას გავაცნოთ საუკეთესო მაგალითები. ამ წამოწყებაში მხარი დაგვიჭირა ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ - გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდმა GCPF,“ - ამბობს თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი, მაკა ბოჭორიშვილი.



გლობალური კლიმატის საპარტნიორო ფონდი GCPF აქტივების მართვის ორგანიზაციის, responsAbility Georgia-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივია და წარმოადგენს ინოვაციურ, საჯარო-კერძო საპარტნიორო ფონდს, რომელიც აერთიანებს როგორც საჯარო წყაროებიდან, ისე კერძო ორგანიზაციებისა და პირებისგან მოზიდულ სახსრებს, რომელთა ინვესტირებაც ხდება მწვანე ეკონომიკის განვითარებაში.


„ფონდი წლებია, აქტიურად აფინანსებს ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებს. თიბისისთან ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში პირველად ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა რამდენიმე კომპონენტს გულისხმობს:

1. კრიტერიუმების შემუშავება საუკეთესო მწვანე ბიზნესის შესარჩევად;
2. ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრებთან ერთად საუკეთესო ინიციატივის გამოვლენა;
3 . ჯილდოს დაწესება გამარჯვებული კომპანიისთვის.
ჯილდო კომპანიის საჭიროებებზე იქნება მორგებული და შესაძლებელია მოიცავდეს ისეთ აქტივობეს, როგორებიცაა: ენერგო აუდიტი, უნარების გაძლიერება, ბაზრის კვლევა, საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობა და სხვა სახის მხარდაჭერა,“ - ამბობს ლევან ხმიადაშვილი, responsAbility Georgia-ს ენერგეტიკის სპეციალისტი. საუკეთესო კომპანიის შესარჩევად კრიტერიუმები GCPF-მ და ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორებმა ერთობლივად შეიმუშავეს. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილე კომპანიებიდან სპეციალური ჯილდო - მწვანე ინიციატივისთვის - გადაეცემა კომპანიას, რომელიც გამოირჩევა მწვანე ინიციატივებით, რითაც ხელს უწყობს კლიმატური ცვლილებების შერბილებას და წვლილი შეაქვს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში.


(R) 




სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
access_time2022-12-05 15:20:03
სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების...

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი "ნიკორას" ობლიგაციებში ჩადო

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი
access_time2022-12-05 14:30:36
“ნიკორამ” საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია (ანუ 3,5 მლნ ლარი) საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ღირებულების 100%-ით განთავსდა, რაც "ნიკორას" საშუალებას აძლევს, სავალუტო...

მთავრობის მხრიდან პოპულისტური გადაწყვეტილება იყო, ამომრჩევლების გულის მოსაგებად - გიორგი კეპულაძე ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდაზე

მთავრობის მხრიდან პოპულისტური გადაწყვეტილება იყო, ამომრჩევლების გულის მოსაგებად - გიორგი კეპულაძე ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდაზე
access_time2022-12-05 16:00:59
საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის გაძვირებას მთავრობის მხრიდან პოპულისტურ ნაბიჯად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „საზოგადოება და ბანკები“. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, მოგების გადასახადის 15-დან 20%-მდე ზრდას ბანკებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური გავლენა არ ექნება. გიორგი კეპულაძე პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მას არც მნიშვნელოვანი ფისკალური ეფექტი...

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.      პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია.     ირაკლი ღარიბაშვილმა...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100 ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი შევისწავლეთ და გასაყიდად გამოვიტანთ საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100 ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და...


მსგავსი სიახლეები

up