პანდემიამ ქართული ელექტომობილის  წარმოება გადადო

პანდემიამ ქართული ელექტომობილის წარმოება გადადო

access_time2020-06-11 15:55:38

ერთი წლის წინ, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის გრანდიოზული პრეზენტაცია გაიმართა.ღონისძიებაზე ითქვა, რომ  საწარმოს ნაწილის მშენებლობა 2019 წელს დასრულდებოდა და ქუთაისი ოფიციალურად დაიბრუნებდა ავტომშენებელი ქალაქის სტატუსს. თუმცა, უძველესი ქალაქის ეკონომიკური განვითარება უახლესმა რეალობამ შეაფერხა. კორონავირუსის პანდემიის გამო მწვანე ეკონომიკის მშენებლობა დროებით გადაიდო.

 

ელექტრომობილების წარმოების განმახორციელებელი კომპანიის, „აიგრუპის“დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი განმარტავს, რომ მსოფლიოში შექმნილი ურთულესი მდგომარეობის გამო 2019 წლის შემოდგომაზე  შეძენილი საწარმოო ხაზისა და ტექნოლოგიური სიმძლავრეების ჩინეთიდან დროული მოწოდება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. გულედანი იმედს იტოვებს, რომ არსებული ვითარება უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს დაწყებული პროცესი გააგრძელოს. „აიგრუპის“დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ კომპანიას ქართული ელექტრომობილის წარმოების დაწყების დათქმული თარიღების გადახედვა მოუწევს.

 

„COVID 19-ის გამო მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა, რომელიც ჩინეთში ყველაზე ადრე, დეკემბრის თვიდან დაიწყო, ცხადია შეაფერხა ჩვენი გეგმები.  უმნიშვნელოვანესი პრობლემა იყო ლოგისტიკური შეფერხებები. ჩვენმა პარტნიორმა, ავტოინდუსტრიის ჩინურმა გიგანტმა, ჩანგანმა მხოლოდ თებერვლის მეორე ნახევარში დაიწყო საწარმოო პროცესების განახლება, ისიც მხოლოდ ავტომატიზირებულ ნაწილებში. სრულად, სამუშაო პროცესს ქარხანა როდის დაუბრუნდება, ჯერ არ ვიცით. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად დაკომპლექტებული ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოში ივლისის დასაწყისში  ჩამოვა.

 

მეორე, ასევე უმნიშვნელოვანესი პრობლემა, კადრების მივლინებასთან არის  დაკავშირებული. ჩვენ ველოდებოდით ინჟინრების გუნდს ჩინეთიდან, ვისაც უნდა ემართა საწარმოს მშენებლობის და საწარმოო ხაზების მონტაჟის მიმართულება. ასევე, უნდა გაგვეგზავნა ქართველ სპეციალისტთა გუნდი გადამზადებაზე ჩინეთში. მიმდინარე მოვლენების გამო ეს მიმართულებაც  2019 წლის  ბოლოდან  დღემდე შეჩერებულია“,- განმარტავს კახა გულედანი.

 

აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების დიზაინზე ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია მუშაობს. „კომერსანტთან“ საუბარში იგი აცხადებს, რომ ავტომობილის დიზაინზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ზვიად ციკოლიას განმარტებით საქართველოს კარგი პოტენციალი და პერსპექტივა აქვს იმისთვის, რომ


 

„დაწყებული მაქვს მუშაობა მანქანაზე, კონცეფცია არსებობს, მაგრამ ავტომობილის წარმოებაში ჩაშვება მარტივად არ ხდება. დიდი გზა გვაქვს გასავლელი, უნდა დავიწყოთ არსებული სტანდარტული მოდელის ათვისება. საქართველოში წარმოების კულტურა არ არსებობს და იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს გავუწიოთ კონკურნცია ჩვენ გვჭირდება ამ კულტურის ამაღლდება. აქედან გამომდინარე, ქარხანა როგორც კი ამუშავდება დასჭირდება დაახლოებით 2-3 წელი იმისთვის, რომ ეს კულტურა შესაბამის დონზე ავიდეს.


პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვიმუშავებთ გარდამავალ მოდელზე, პრაქტიკულად დიზაინი გაკეთებულია. გარდამავალ მოდელში არსებული ჩინური ავტომობილის სახეცვლილება მოხდება და წარდგება როგორც განსხვავებული მოდელი ამავე დროს იქნება მუშაობა იმაზე, რომ ჩვენ ვაწარმოოთ ქართული ავტომობილი, თუმცა ეს შორს მიმავალი გეგმებია, დღესდღეობით ნომერ პირველი დავალებაა ის, რომ ჩინური ავტომობილის წარმოება დავიწყოთ. ვირუსმა მსოფლიოში პრიორიტეტები და შეხედულება ბიზნესზე შეცვალა“, - განაცხადა ზვიად ციკოლიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მდებარე ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა ერთ-ერთია, რომელსაც 2019 წელს, საინვესტიციო ვალდებულებებით, 68 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება - მიწა და შენობა 1 ლარად გადაეცა. ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დუგლაძემ, ქართული კომპანია Aigroup და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებმა. ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5 000 ელექტრომობილის წარმოება იგეგმებოდა ხოლო საწარმოს სრულად­ დატვირთვის შემდეგ 40 000 ელექტრომობილის საიდანაც ნახევარი საექსპორტოდ, მეორე ნახევარი კი ადგილობრივი ბაზრისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ბრენდირებული ელექტრომობილები წარწერით Made in Georgia კი ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი უნდა გამხდარიყო.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up