„მწვანე ალტერნატივა“: რისთვის სჭირდება სახელმწიფოს დიდი ჰესები, როცა ელექტროენერგიის იმპორტი უფრო იაფია

„მწვანე ალტერნატივა“: რისთვის სჭირდება სახელმწიფოს დიდი ჰესები, როცა ელექტროენერგიის იმპორტი უფრო იაფია

access_time2018-09-21 15:00:31

„საქართველოს მთავრობა და ენერგეტიკის მინისტრის რანგში  კახი კალაძე, გვეუბნებოდა, რომ თუ დიდ ჰესებს არ ავაშენებთ გამოქვაბულში მოგვვიწევს ცხოვრება და და ელექტროენერგიის დეფიციტი გარდაუვალია. მსოფლიო ბანკის მიერ 2018 წლის თებერვალში მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ მსხვილი ჰესების პროექტების განხორციელების შემთხვევასი ელექტროენერგია იქნება ჭარბი და ამ ჭარბ დენს ჩვენ ვერ გავიტანთ ექსპორტზე. უფრო მეტიცა ამ ჭარბი დენის ანაზღაურება მოგვიწევს ჩვენ“  ასეთ შეფასებას აკეთებს  „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი. 


მისი თქმით მსოფლიო ბანკის დასკვნის შემდეგ თუ ვინმე იტყვის, რომ საქართველოს სჭირდება დიდი ჰესები და ამ პროექტებისთვის მოზიდული ინვესტიცია ყოფილა ქვეყნის ეკონომიკის გამაძლიერებელი ან განმავითარებელი იქნება ტყუილი: 



„მსოფლი ბანკის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საპირისპირო წერია. ჩვენ რეალურად ამ ინვესტიციებით, ჩვენივე ხელით ვღუპავთ ჩვენივე ეკონომიკას.  ახლა მთავრობაზეა დამოკიდებული  გაითვალისწინებს თუ არა ფინანსური ინსტიტუტის დასკვნას და გააგრძელებს თუ არა  ამ პროექტებს . “ 


მსოფლიო ბანკის კვლევაში, რომელიც „კომერსანტმა“ მოპოვა სამ მსხვილ პროეტზე „ნენსკრა ჰესზე“, „ნამახვანი ჰესზე“ და „კორომ ჰესზე“ კეთდება აქცენტი: 



კერძოდ, გაფორმებული ხელშეკრულების თანახნად, სახელმწიფომ „ნენსკრა ჰესისგან“  34 წლის განმავლობაში უნდა იყიდოს გამომუშავებული ელექტროენერგია 1 კილოვატ/საატი 7,55 ცენტად,  ფასნამატი ყოველწლიურად იქნება 3%, „ნამახვანი“ ჰესისგან კი ელექტროენერგია უნდა იყოდოს 15 წლის განმავლობაში 6,2 ცენტად,ფასნამატი იქნება ყოველწლიურად 2,5 %,  კორომჰესისგანაც 15 წლის განმავლობაში 6,4  ცენტად.


„საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები ელექტროენერგიის ექსპორტთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩვენს მეზობელ რუსეთში ელექტროენერგიის ფასი 1 კილოვატ /საათზე  3,5 ცენტიდან შემცირდა 2 ცენტამდე, ხოლო თურქეთში  8,5 ცენტიდან 4,5 ცენტამდე. ასევე უფრო იაფია იმპორტი აზერბაიჯანიდან. ეს მსოფლიო ბანკის დოკუმენტშიც დევს“  აცხადებს „კომერსანტთან “ საუბარში დავით ჭიპაშვილი. 



 მისი თქმით რეალურად ელექტროენერგიის ექსპორტი ამ პროექტებში განხორციელებული ინვესტიციების ამოღების საშუალებას შეუძლებელს ხდის:

„აქედან გამომდინარე, ინვესტორისაგან აღებული ვალდებულებების გასტუმრების ორი გზა არსებობსო: პირველი   ეს უნდა აისახოს ტარიფში. შემდგომ მსოფლიო ბანკის დოკუმენტში გაანალიზებულია სხვადასხვა სცენარი. ამ სცენარის მიხედვით ტარიფის შესაძლო ზრდამ  22,7  27 თეთრი შეადგინა. თუ ტარიფს ჩვენი ჯიბიდან არ გადავიხდით,მაშინ  ბაზრის კომერციულ ოპერატორს მოუწევს ფულის გადახდა. ეს კი წარმოშობს „კვაზი“ ფისკალურ დანახარჯებს.  ორივე შემთხვევაში ეს აისახება ჩვენს ჯიბეზე და ეკონომიკაზე.“




საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მსოფლიო ბანკის შეფასებას სამუშაო დასკვნის სახით განიხილავს და აცხადებს, რომ ეს რეკომენდაციები სიდა მოხმარებისთვის იყო განკუთცნილი:


„რეალურად, დაახლოებით ერთი წლის წინ, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მოამზადეს სამუშაო ხასიათის რეკომენდაციები, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და არ იყო საბოლოო დასკვნა. რეკომენდაციები გულისხმობდა მხოლოდ ერთ ასპექტს - ფისკალურ ანალიზს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დამასშტაბურია უცხოელი ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი სერიოზულობითა და სიფრთხილით ვეკიდებით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ფასის საკითხებს. შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორის განვითარების ოპტიმალურ სტრატეგიაზე, რათა, ერთი მხრივ, მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო განმტკიცდეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში განმართავს, რომ ეს არის მსოფლიო ბანკის ოფიციალური დასკვნა და არსად არ არის საუბარი იმაზე, რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი: 


„ის რომ დასკვნა შეიცავს არასწორ ინფორმაციას შეიცავს არ არის მართალი. მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ერთი წლის წინ კი არ შეიმუშავეს, არამედ 2018 წლის 22 თებერვალს. დასკვნაში მხოლოდ ფისკალურ დანახარჯებზე კი არა არის საუბარი, არამედ ტარიფზე გავლენაზეც. ეს არ არის სამუშაო დოკუმენტი, ეს არის საბოლოო დოკუმენტი. რომელიც მსოფლიო ბანკმა ეკონომიკის სამინისტროს მიაწოდა არ არის კონფიდენციალური. არ წერია რომ ეს არის შიდა მოხმარების დოკუმენტი. “


დავით ჭიპაშვილმა ასევე „კომერსანტს“ განუცხადა, რომ მსოფლიო ბანკს აქვს კიდევ მომზადებული აქვს  საქართველოს მთავრობისთვის  დაბალ დანახარჯიანი  ჰიდროელექტროსადგურების განვითარების გეგმა:


რაც მოიაზრებდა მცირე და საშუალო ჰესების განვითარებას. პირდაპირ საუბრობს მსოფლიო ბანკი, რომ ამ სიაში ეს აღნიშნული სამი პროეტი არ შედის. შესაბამისად ის დამატებით რისკებს ქმნის ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. ასევე დამატებიოთ,  350 მლნ 500 მილიონამდე აშშ დლარის ხარჯები წარმოშობს“


ნინო ნატროშვილი  










„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
access_time2019-10-21 20:30:17
2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ  9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს  6,%-ით აღემატება- იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი  1992 წლიდან  ყველაზე დაბალია. 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....


მსგავსი სიახლეები

up