„მწვანე ალმასის“ მეორე ეტაპის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება 14 ივნისს  ღია ცის ქვეშ გაიმართა

„მწვანე ალმასის“ მეორე ეტაპის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება 14 ივნისს ღია ცის ქვეშ გაიმართა

access_time2019-06-17 11:55:47

თანამედროვე, კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ დიდ და გამწვანებულ სივრცეში - დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის მეორე ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება 14 ივნისს, ღია ცის ქვეშ, კომპლექსის ერთ-ერთი ღია საცურაო აუზის ტერიტორიაზე გაიმართა.


საცხოვრებელი ფართები ქალაქის ხმაურიანი რიტმისაგან მოშორებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ათასობით კვადრატული მეტრი გამწვანებული ეზო, 3 ღია საცურაო აუზი, სივრცეები სხვადასხვა სპორტული აქტივობებისათვის, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ფართები, ბაღი, სკოლა - ეს ყველაფერი ერთ სივრცეში და ეს სულაც არ არის ფანტასტიკის სფერო. მეტიც, მყუდრო, მშვიდი და ადამიანების საჭიროებებზე მორგებული გარემო აქვე, თბილისში,  კერძოდ, დიღომში, კომპანია „მაქრო ქონსრაქშენმა“ შექმნა.


საუბარია, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდ საცხოვრებელი კომპლექსზე „მწვანე ალმასი“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია განთავსებული. ამასთან, თანამედროვე, კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეშია გაერთიანებული.


მწვანე ალმასის მშენებლობა სულ სამი ეტაპისგან შედგება და ჯამში 70.000 კვ.მ ფართობს მოიცავს. ტერიტორიის ერთი მესამედი მწვანე სივრცეებს ეთმობა. პროექტის პირველი ეტაპი 2016 წლის 28 მაისს დასრულდა.


რაც შეეხება საცხოვრებელი კომპლექსის საინვესტიციო ღირებულებას, ის 112 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის მეორე ეტაპის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება  პარასკევს გაიმართა. კარგი მუსიკა, აცეკვებული მიმტანებები, სინქრონული ცურვის რამდენიმე ნომერი კომპლექსის ღია საცურაო აუზში, სხვადასხვა გათამაშებები და აქტივობები, ღონისძების სტუმრებისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.

 

„მაქრო ქონსთრაქშენის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი სოფო წამალაშვილი  აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი”, ოლიმპიურ კომპლექსთან, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და მერიის მიერ დაანონსებულ პროექტ - „დიღმის ჭალებთან“ ერთად  დიღმის რაიონის ამ კონკრეტულ უბანს კიდევ უფრო განავითარებს და მას დამატებით ღირებულებებს შემატებს.


 

„ეს ტერიტორია  არის ადგილი, რომელიც დაანონსებული და უკვე მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში განვითარდება, შესაბამისად, ასეთ ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები, თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, თავისი მასშტაბით, კომპლექსი მოცავს 7 ჰექტარ ტერირტორიას, რომელსაც აქვს თავისი გამართული ინფრასტრუქტურა. წარმოიდგინეთ, პროექტის 1/3 ნაწილი მთლიანად რეკრეაციულ ზონას ეთმობა. ამით ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენივე პროექტის, „მწანე ბუდაპეშტის“ ხაზს - რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე ქალაქში, რადგან ეს ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია თბილისში“,-ამბობს სოფო წამალაშვილი.

 

„მაქრო ჯგუფის“  PR-ისა და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსის, ბესიკ ლილუაშილის თქმით, „მწვანე ალმასი“ ჯამში 1770-ზე მეტ საცხოვრებელ ადგილს ქმნის, სადაც თითოეული მცხოვრები კომპლექსიდან გაუსვლელად შეძლებს ყველა სერვისის მიღებას.


„კომპლექსი გათვლილია მომხმარებლის ყველა სურვილსა და საჭიროებაზე და ყველაფერი ერთ, მწვანე სივრცეშია  გაერთიანებული. სწორედ ამის გათვალისწინებით დაიგეგმა „მწვანე ალმასის“ მშენებლობა და სტუმრებს უკვე მეორე ეტაპის დასრულების აღსანიშნავ მიღებაზე ვმასპინძლობთ.  

 


პროქტის გადამწყვეტი, მესამე ეტაპი სექტემბერში დაიწყება და ჯამში მივიღებთ 1770-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას, აქვე იქნება კომერციული ფართები, სკოლა, ბაღი, ანუ, ადამიანები კომპლექსიდან გაუსვლელად შეძლებენ ყველა სერვისის მიღებას.  ყველაფერი ეს გამომდინარეობს ჩვენი კომპანიის ურყევი რწმენისგან - მოიტანოს სარგებელი იმ ქვეყნსთვის და იმ ხალხისთვის, რომელშიც ოპერირებს“,-აღნიშნავს, ბესიკ ლილუაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ „მაქრო ქონსთრაქშენი“ „მაქრო ჯგუფის“ ერთ-ერთი მიმართულების მამოძრავებელი კომპანიაა. „მაქრო ჯგუფმა” საქართველოში ინვესტიციების განხორციელება 2013 წლიდან დაიწყო და არსებობის 6 წლის განმავლობაში  საქართველოში ათზე მეტი პროექტი განახორციელა, რომელში ჩადებული ჯამური საინვესტიციო მოცულობა 270 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

 

განხორცილებეულ პროექტებს შორისაა: ავეჯის საწარმო „გლორია “აჭარაში, ავეჯის მაღაზია-სალონების ქსელი „ბელისა“ თბილისში, საცხოვრებელი კომპლექსი„მწვანე ბუდაპეშტი“. გარდა ამისა,  2015 წელს  „მაქრო ჯგუფმა“ დააარსა კიდევ ერთი ახალი მიმართულება, „მაქრო ტურიზმი“ და სასტუმროების საერთაშორისო ქსელ „აკორთან“ ერთად თბილისში 4 ვარსკვლავიან სასტუმროს „Mercure Tbilisi Old Town” გახსნა.  2016 წლიდან „მაქრო ჯგუფი“ სარესტორნო ბიზნესშიც შევიდა და ქვე-ბრენდის, „მაქრო ფუდი“ სახელით, ახალი რესტორანი „დაინჰოლი“ გახსნა.

 

ასევე, სასტუმროების ქსელ „აკორთან“ თანამშრომლობით თბილისში კიდევ ერთი ბრენდ სასტუმრო, “Ibis Styles Hotel”-ი გახსნა. 2017 წელს  კი,  „მაქრო ჰოუმის“ ქოლგის ქვეშ საქართველოში საოჯახო ნივთებისა და აქსესუარების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელი “Madam COCO” შემოვდა.

 

2019 წელს „მაქრო ქონსთრაქშენმა“ ორჯერ გაიმარჯვა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც და ზუგდიდში დევნილებისთვის მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა უკვე დაიწყო.

 

ამასთან, „მაქრო ტურიზმმა“ თბილისში კიდევ ერთი 4-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდული სასტუმროს, ნოვოტელის მშენებლობა დაიწყო, რომლის მართვასაც სასტუმროების საერთაშორისო ქსელი „აკორი“ განახორციელებს.

 

(R)






საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის

საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის
access_time2019-09-15 17:00:43
კომპანია K•Call-ი ქოლ ცენტრის მომსახურებას დისტანციურად ახორციელებს 24 საათიან რეჟიმში და მათი საქმიანობა ძირითადად გულისხმობს კომპანიებისთვის ხარჯების შემცირებასა და რესურსების სწორად გადანაწილებას. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან.  K•Call -ი წარმოადგენს მარკეტინგული კომპანია  Sales Partner...

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს
access_time2019-09-15 13:30:08
არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან. „ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის...

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში
access_time2019-09-15 16:00:15
Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ 10 სექტემბერს, 55-ე დაბადების დღეს, დატოვა მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტი... მილიარდერმა, რომელიც ჯერ იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, მანამდე კი - ენერგიულ ბიჭი, რომელიც ქუჩაში დასდევდა ინგლისურენოვან ტურისტების ენის შესწავლისთვის, შეასრულა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროს მიცემული დაპირება - „სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მუდამ...

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ
access_time2019-09-15 14:00:32
ახალგორის მოსახლეობა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილობს თხოვნით მიმართავს არ დაიხუროს საზღვარი საქართველოსთან. წერილში ნათქვამია, რომ ეს გზა აუცილებელია ახალგორელებისთვის. „ჩვენს რაიონში არის ბერვი ონკოდაავადებული და მათი უმრავლესობა მკურნალობს თბილისში. არიან ავადმყოფები, რომლებსაც ესაჭიორებათ სასწრაფო ოპერაცია. შეუძლებელია ყველა პრობელმის ჩამოთვლა. ჩვენ ვერ მიგვაქვს ჩვენი ხმა ადგილობრივ ხელმძღვანელობამდე და...

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმარისად ჭკვიანია, ისწავლოს 2003 და 2007 წლების გაკვეთლებიდან, თუ როგორ რეაგირებს აშშ

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმარისად ჭკვიანია, ისწავლოს 2003 და 2007 წლების გაკვეთლებიდან, თუ როგორ რეაგირებს აშშ
access_time2019-09-15 18:00:01
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ თბილისში ყოფნის დროს „ინტერპრესნიუსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ბრაიზამ ბევრ სხვადასხვა თემაზე ისაბრა, მათ შორის, ნატოს ყოფილი გენერალური...


მსგავსი სიახლეები

up