მწერები, დარღვეული სანიტარული ნორმები და დაბინძურებული დანადგარები - კვების ობიექტები თბილისში, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მწერები, დარღვეული სანიტარული ნორმები და დაბინძურებული დანადგარები - კვების ობიექტები თბილისში, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

access_time2019-10-26 17:08:44

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მესამე კვარტლის კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა. 

მათ შორის მოცემულია საწარმოთა ინსპექტირების შედეგები.

აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში მდებარე 300-მდე ობიექტიც შეამოწმეს. რომლის ფარგლებშიც, 63 ობიექტში სხვადასხვა ტიპის კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

აღსანიშნავია, რომ იმ ობიექტებს შორის, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა, მოხვდნენ: კაფე-რესტორნები, საშაურმეები, სასურსათო მაღაზიები და ა.შ. კერძოდ ეს კვების ობიექტებია და თითოეულში აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობებია:

შპს პრიმო - „დელიკატო“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სათავსის დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების ღია პროცესი, წარმოიქმნება კონდენსატი და ბინძურდება სურსათი; წარმოების და შენახვის ეტაპზე არ არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი.

სს „ნიკორა ტრეიდი“ - „ნიკორა“ სუპერმარკეტი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი.

„ორი ძმა“ (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დახლ-მაცივრებში არ არის უზრუნველყოფილი ცხოველური წარმოშობის სურსათის სათანადო ტემპერატურაზე შენახვის პირობები.

შპს ბემონი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი.

სს გუდვილი - „გუდვილი“ ჰიპერმარკეტი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - კამერა მაცივრებში წარმოიქმნება კონდესატი; დაზიანებულია და არ დეზინფიცირდება ხორცის დასამუშავებელი მაგიდების ზედაპირი; დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი.

შპს „პოსტერ.ჯი“ - „კაფე გალერეა“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია სანიტარიული ნორმები; წარმოიქმნება კონდენსატი; სურსათის შესაფუთი/დასაფასოვებელი კონტეინერები ინახება არასათანადო პირობებში.

შპს „მეგობრობა“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - აღმოჩენილია მწერები, ბიზნესოპერატორი არ აწარმოებს სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოებს;. იმ სათავსის დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, წარმოიქმნება კონდენსატი, რომელიც აბინძურებს სურსათს.

შპს „კრეპს სუზეტე პარიზ“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სათავსში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება-გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები; არ ხდება იმ საგნების აღჭურვილობების, მოწყობილობებისა და ზედაპირების დასუფთავება და აუცილებლობის შემთხვევაში დეზინფექცია, რომელიც შეხებაშია სურსათთან.

შპს „ჩაის სახლი ქიაჩელზე“(კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოში აღმოჩენილია მწერები; სავენტილაციო კამერაზე (გრილი) წარმოიქმნება კონდენსატი.


შპს „სალვე“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, არ ექვემდებარება დასუფთავებას და დეზინფიცირებას და აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება.

შპს „თიოუეიჩ“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - მზა კერძები (ხორცის, თევზის), სალათები ინახება მაცივრის გარეშე ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით.

ი/მ რევაზ წულაია (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია სურსათის წარმოება/გადამუშავების, შენახვის ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა (ხორცის დარბილება/დამუშავება ხდება დარბაზის ჭურჭლის სამრეცხაოში, სადაც შემოწმების მომენტში მიმდინარეობდა ჭურჭლის რეცხვა); არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობების, მოწყობილობების და ზედაპირების დასუფთავება და საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია, რომელიც შეხებაშია სურსათთან.

შპს „მარტო“ - „მარტო ხინკალი“(კაფე-ბარი, რესტორანი) - სავენტილაციო სისტემიდან, რომლის ქვემოთ განთავსებულია ხინკლის ქვაბი, წარმოიქმნება კონდენსატი, რომელიც ჩაედინება ქვაბში.

შპს „დეაკო“ (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - სურსათის შენახვისა და რეალიზაციიის ეტაპებზე არ არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი.

შპს „ლიბერთი“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - ორივე სავენტილაციო სისტემაზე (რომლის ქვეშაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი) ხდება კონდენსატის წარმოქმნა და ცხიმის ჩამოღვენთვა; დარღვეულია სანიტარიული ნორმები.

შპს „კარაკ-ტოტა“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სავენტილაციო ქოლგის შიდა ზედაპირიდან, რომლის ქვეშაც მიმდინარეობს სურსათს წარმოება, არ არის სუფთა და აღინიშნება კონდენსატი.

შპს „ბიგ დედის ფიშ ანდ ჩიფს“(კაფე-ბარი, რესტორანი) - არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობების, მოწყობილობებისა და ზედაპირების დასუფთავება და საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია, რომელიც შეხებაშია სურსათთან (თევზის შესაწვავი დანადგარი); სურსათთან უშუალო შეხებაში მყოფი შესაფუთი მასალა წარმოადგენს სურსათის დაბინძურების წყაროს.

ი/მ ციცინო რიჟამაძე (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოში არის დიდი რაოდენობის მწერი. არ არის ჩატარებული სადეზინსექციო და სადერატიზაციო ღონისძებები. ჭურჭელი განთავსებულია არასათანადო პირობებში.

შპს "პლაზა მენეჯმენტი" (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია სანიტარიული ნორმები.

შ.პ.ს. „ელლადა“ (საშაურმე) - სავენტილაციო სისტემა (მილები) დაფარულია კონდენსატით (რაც არ გამორიცხავს სურსათის დაბინძურებას); დანადგარები არის დაბინძურებული.

ი/მ ნოვრუზ აზიზოვი (კაფე-ბარი, რესტორანი) - აღმოჩენილია მწერები; დარღვეულია სანიტარიული ნორმები.

ზურაბ ჯავახიშვილი სახინკლე "საფიხვნო" (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოში დაფიქსირდა მწერები; არ ტარდება სადეზინფექციო პროცედურები სავენტილაციო სისტემიდან ხდება კონდენსატის წარმოქმნა და ნაწილაკების ცვენა; მზა სურსათი და შესაფუთი მასალა განთავსებულია არასათანადო პირობებში.

ი/მ ნელი მუხულიშვილი (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება /გადამუშავების ღია პროცესი დაკიდულ კონსტრუქციაზე (გამწოვზე), ხდება კონდენსატის წარმოქმნა.

შპს „ჯეო ინდიან სპაისის“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - იქ, სადაც მიმდინარეობს სურსათის დამზადების ღია პროცესი, წარმოიქმნება კონდენსატი.

ი/მ ლევანი მიქელაძე (კაფე-ბარი, რესტორანი) - იმ სათავსში, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი, გამწოვის ქუდზე წარმოიქმნება კონდენსატი და წვეთავს.

ი/მ ია ზანდუკელი (კაფე-ბარი, რესტორანი) - იმ სათავსში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსანტის წარმოქმნა და ნაწილაკების ცვენა.

შპს „გუდფუდი“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - იმ სათავსში, სადაც მიმდინარებს სურსათის გადამუშავებისა და წარმოების ღია პროცესი, სავენტილაციო სისტებიდან ხდება კონდენსატის წარმოქმნა, რაც იწვევს სურსათის დაბინძურებას.

სრულად ინსპექტირების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

BPN 


თეგები:
რესტორნები



დღეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება

დღეს,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა  და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება
access_time2019-11-14 11:55:40
დღეს, 16:00 საათზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ მეთოდოლოგია წარუდგენს. შეხვედრას დაესწრებიან ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული...

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“
access_time2019-11-14 11:30:35
ჩეჩნეთის პრეზიდენტი ისევ საუბრობს პირდაპირ გზაზე საქართველოში.ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ისევ აყენებს საკითხს საქართველოში პირდაპირი საავტომობილო გზის აშენებაზე.ეს პროექტი  პირველი ჩეჩნური ომის დასრულების შემდეგ დაიგეგმა, კერძოდ, თუმცა, ქართულმა მხარემ  მისი რეალიზება არ ჩათვალა საჭიროდ . „სოფელ იტუმ-კალედან საქართველოში ჩახვალ სულ რაღაც 40-50 წუთში. ჩვენ იქ გვქონდა გზა. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მომგებიანია - საქართველოს გავლით ჩვენ უმოკლესი...

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება
access_time2019-11-14 11:04:27
ბიზნესომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიხეილ დაუშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმა განაცხადა, ეს კადრი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა. „გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვენლოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, ის დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური...

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...


მსგავსი სიახლეები

up