“მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო”- კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამა

“მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო”- კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამა

access_time2020-12-01 14:33:46

კორონავირუსის დი­აგ­ნო­ზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამის, რატი თორ­დიას განცხადებით, მის შვილს თან­მხლე­ბი დაავადე­ბა შა­ქა­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ინი­ფიც­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა და­ავა­დე­ბის მე­ექ­ვსე დღემ­დე სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­და, მე­ექ­ვსე დღეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმდა.

19 წლის თეკლა თორდიას მამის, რატი თორ­დიას ინტერვიუს Ambebi.geავრცელებს, სადაც ის აღნიშანვს, რომ გოგონას ინფიცირების წყარო უცნობია, და­ა­ვა­დე­ბა 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლი­ად უპ­რობ­ლე­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

„ჩვენ მთე­ლი ოჯა­ხი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან თეკ­ლას ჰქონ­და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, მას­ზე ვი­ყა­ვით მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლე­ბი. სულ იზო­მავ­და შა­ქარს, დღე­ში რამ­დენჯერ­მე. ხან­და­ხან კი აუ­წევ­და, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ ნორ­მა­ში ბრუნ­დე­ბო­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მსუ­ბუ­ქი. მე­ექ­ვსე დღეს და­ე­წყო ხვე­ლა, მო­ე­მა­ტა ტემ­პე­რა­ტუ­რა, შაქ­რის მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც ვერ ვა­რე­გუ­ლი­რებ­დით. და­ვუ­რე­კეთ ოჯა­ხის ექიმს და მო­ვი­თხო­ვეთ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. ჯერ არც გვი­პა­სუ­ხა წე­სი­ე­რად, არ მცა­ლია ახ­ლაო და შემ­დეგ სერ­თოდ არ პა­სუ­ხობ­და ჩვენს ზა­რებს. შემ­დეგ სხვა ოჯა­ხის ექი­მი ჩავ­რთეთ საქ­მე­ში და მან გვი­თხრა, რომ არ­ცერთ კლი­ნი­კა­ში ად­გი­ლი არ იყო და ერ­თა­დერ­თი რაც შე­ეძ­ლოთ, კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნა იყო“,-აცხადებს რატი თორდია.

მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში "რემ­დე­სი­ვი­რის" ჩართვა ითხოვეს, რაზეც აუხსნეს, რომ უკუჩვენება ახასიათებს.

„ იქ გახ­ლავთ იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია, რაც არის სახ­ლში. არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი არ არის შექ­მნი­ლი პა­ცი­ენ­ტის გან­კურ­ნე­ბის­თვის. ექი­მი კი ჰყავთ, მაგ­რამ არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. პირ­ველ დღეს ცუ­დად გახ­და, გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო. მო­ვიდ­ნენ მი­ა­წო­დეს ჟანგბა­დი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ვი­თა­რე­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და და წა­ვიდ­ნენ. ვთხო­ვეთ, კლი­ნი­კა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, თან მკურ­ნა­ლი ექი­მიც ამ­ბობ­და, რომ სა­ჭი­რო იყო ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბა, მაგ­რამ არ არის ად­გი­ლე­ბიო და წა­ვიდ­ნენ.


რომ ვხე­დავ­დით მძიმ­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია, კო­ვიდ-სა­ტუმ­როს ექიმს ვთხო­ვეთ, "რემ­დე­სი­ვი­რი" ჩა­ერ­თოთ მკურ­ნა­ლო­ბა­ში. არ გვაქ­ვსო არ უთ­ქვმთ, მაგ­რამ აგ­ვიხ­სნეს, რომ უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს და ვერ გა­რის­კავ­დნენ. მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ხომ ყო­ფი­ლა ეს „რემ­დი­სი­ვი­რი“ ეფექ­ტუ­რი. თუ ბა­ტონ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­და­ის­ხა და გა­მო­ჯან­მრთელ­და. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი შვი­ლის­თვის მი­ე­ცათ და იქ­ნებ ისიც გა­მო­ჯან­მრთლე­ბუ­ლი­ყო?! სა­მა­გიე­როდ მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თეს დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მე­ლიც რო­გორც ცნო­ბი­ლია, შა­ქარს მაღ­ლა წევს და არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი.

კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან მე­ო­რე დღეს მძი­მე­დ ი­ყო უკვე, წა­იყ­ვა­ნეს ანა­ლი­ზებ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი "მარ­შუტ­კე­ბი" ჰყავთ ამის­თვის. რომ აუ­ღეს ანა­ლი­ზე­ბი და უკან ბრუ­ნდე­ბოდ­ნენ, სა­ცობ­ში გა­ჭე­დი­ლან. ბავ­შვი ისე­დაც ძლივს სუნ­თქავ­და, ჟანგბა­დის აპა­რა­ტი იქ არ ჰქონ­დათ და კი­დევ სა­ცობ­ში იდგა იმ­დე­ნი ხანი. "მარ­შუტ­კი­დან" მწერ­და, მა­მი­კო ხე­ლე­ბი სულ გა­მი­ლურ­ჯდა, გული მიმ­დის და არ ვიცი რო­გორ ჩა­მო­ვალ ან ჩა­მო­ვალ კი სა­ერ­თოდ ამ "მარ­შუტ­კი­და­ნო". ესე­ნი მე მომ­კლა­ვენ, რო­გორც ვა­ტყობ, უკე­თე­სო­ბას ვერ ვხე­დავ და არა­ფერს არ მი­კეთ­ებენ ისეთ­სო. ძა­ლი­ან ეში­ნო­და მისი და­ა­ვა­დე­ბის, დი­ა­ბე­ტის და კო­რო­ნა­ვირუ­სი რაც და­ე­მარ­თა, მას მერე სულ შიში იყო, რამე არ მო­მი­ვი­დე­სო“,-აცხადებს გარ­დაც­ვლი­ლის მამა რატი თორ­დია

მისივე თქმით, გოგონას გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომ­ბო­ემ­ბო­ლია გახდა.

„ რომ ვიხ­ვე­წე­ბო­დით კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას და არა­ვინ ჩან­და, თან ეს ბავ­ში სულ უფრო მძიმ­დე­ბო­და, სა­უ­ბარს შე­ეს­წრო "გერ­მა­ნუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლის“ ექი­მი , ძა­ლი­ან შე­წუხ­და და მან უზ­რუნ­ველ­ყო ბავ­შვის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. მა­ნამ­დე გვე­უბ­ნე­ოდ­ნენ, ნაც­ნო­ბი არა­ვინ გყავ­თო? შე­ვარ­დნა­ძის დრო გა­მახ­სენ­და... სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვიყ­ვა­ნეთ კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. უეც­რად დამ­ძიმ­და და აპა­რატ­ზე შე­ა­ერ­თეს. თა­ვი­დან­ვე შეგ­ვამ­ზა­დეს, გვი­თხრეს მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ორი სა­ა­თი ვუ­კე­თებ­დით ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვას, მაგ­რამ შე­დე­გი არა­ფე­რი­აო. 5 დღე იყო აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში და­უ­წი­ეს შა­ქა­რი, პე­რი­ო­დუ­ლად ტემ­პე­რა­ტუ­რაც, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. რო­გორც გვი­თხრეს, სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გახ­და თრომ­ბო­ემ­ბო­ლია.

კითხვაზე, ხომ არ გახდა გოგონა და­უ­დევ­რო­ბი­სა და შეც­დო­მების მსხვერ­პლი და აპირებენ თუ არა სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას, გარდაცვლილის მამა დასძენს: „ამა­ზე ვმსჯე­ლობთ მე და ჩემი მე­უღ­ლე, ჩემს მე­უღ­ლეს უფრო აქვს ამის სურ­ვი­ლი. ხელს ვე­რა­ვის და­ვა­დებ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ უყუ­რა­დღე­ბო­ბის მსხვერ­პლი გავ­ხდით. ახლა ისეთ მძი­მე დღე­ში ვართ ვე­რა­ფერს გე­ტყვით და­ზუს­ტებთ. მაგ­რამ გან­ვი­ხი­ლავთ ამ სა­კითხს და ალ­ბათ ასეც იქ­ნე­ბა“.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up