მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის აღდგენის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის აღდგენის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

access_time2019-06-27 21:55:06

მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის აღდგენის მოთხოვნით ეტიცია შეიქმნა. პეტიცია საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის სახელზეა და მასზე ამ დროისთვის 2 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერაა. 



პეტიციის შემქმნელები მოითხოვენ შეჩერდეს სახელდახელო და გაუაზრებელი რეორგანიზაცია და მიეცეთ მწერლებს, ლიტერატორებსა და გამომცემლებს საკონსულტაციო პროცესში ჩართვის საშუალება.



ასევე მათი მოთხოვნაა რეორგანიზაციის პროცესში მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის სამსახურიდან გათავისუფლებული დირექტორების ჩართვა და მათთვის ნორმალური სამუშო პირობების შექმნა. 




ამას გარდა, საფრთხე ექმნება თბილისის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ შედევრს - დავით სარაჯიშვილისეულ სახლს მაჩაბლის 13-ში. ნატა ლომოურს, რომელმაც ამ სახლში ჩაატარა საფუძვლიანი რესტავრაცია და სახლს დაუბრუნა პირვანდელი სახე, დღეს არ ეძლევა შესაძლებლობა დაასრულოს დავით სარაჯიშვილის მემორიალური სამუზეუმო ოთახის მოწყობა, მაშინ, როცა მუზეუმისთვის თითქმის ყველაფერი გაკეთებულია (ჩატარებულია კვლევა, დაწერილი და ნათარგმნია ტექსტები, მზადაა სარაჯიშვილის ნივთები საგამოფენოდ, დამზადებულია სტენდები და ა. შ.)!



დაუშვებლად მიგვაჩნია დიდი მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის მუზეუმის გაუქმება მისსავე სახლში!, - წერია პეტიციაში.



4 მაისს „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაერთიანების საკითხზე კომენტირებისას გიორგაძემ „ქრონიკის“ ეთერში თქვა, რომ გადაწყვეტილება მასშტაბური რეფორმის ნაწილია. 



ამ საკითხთან დაკავშირებით 7 მაისს ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა განათლების სამინისტროს ღია წერილით მიმართეს.



imedinews.ge






„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
access_time2019-10-21 20:30:17
2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ  9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს  6,%-ით აღემატება- იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი  1992 წლიდან  ყველაზე დაბალია. 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....


მსგავსი სიახლეები

up