მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი: ბანკები უპირატესობას იმპორტიორ კომპანიებს ანიჭებენ

მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი: ბანკები უპირატესობას იმპორტიორ კომპანიებს ანიჭებენ

person access_time2016-04-11 18:19:04

ინტერვიუ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტ ლევან სილაგავასთან


- თქვენი ახალი ფედერაცია 6 ასოციაციას და 100-ზე მეტ დამოუკიდებელ მწარმოებელს აერთიანებს, რომლებიც აქამდე არცერთი ორგანიზაციის წევრი არ ყოფილან. რატომ გადაწყვიტეთ სხვადასხვა ასოციაციებმა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება?


- არამარტო ჩამოთვლილმა ასოციაციებმა დააფუძნეს, არამედ ჩვენთან ერთად არის არაალკოჰოლურ სასმელთა ასოციაცია, აგრეთვე კომპანიები, რომლებიც მუშაობენ მრეწველობის დარგში. ესენია საქკაბელი, მაღალტექნოლოგიების მწარმოებლები და ა.შ. ჩვენ ეს ასოციაცია იქიდან გამომდინარე დავაფუძნეთ, რომ პრობლემები, რომლებიც ადგილობრივი წარმოების წინაშეა, ყველა სუბიექტს ერთი აქვს და გადაწყვეტის გზაც ერთია. ანუ ეს არის კომუნიკაცია მთავრობასთან, აგრეთვე არასამთავრობო და სხვადასხვა ორგანიზაციებთან და მიმართულია იმისკენ, რომ შეიქმნას კონკურენტუნარიანი ველი საქართველოში და ადგილობრივ წარმოებას სრულყოფილად ფუნქციონირების საშუალება მიეცეს, ვინაიდან დღესდღეობით ძალიან ცუდი სტატისტიკაა. იმპორტი არის 80%, აქედან ადგილობრივი წარმოების წილი არის 20%. ჩვენთან გაერთიანებული მწარმოებლები თავისთავად არიან ინვესტორები და შესაბამისად მათ აქვთ მრავალმილიონიანი ინვესტიცია ჩადებული საქართველოს ეკონომიკაში.


- თქვენი ბიზნეს ასოციაციის გაერთიანების უმთავრესი მიზანია ადგილობრივი ბაზრის დაცვა, მეწარმეობის უნარის განვითარება და ექსპორტის გაზრდა. საკმაოდ ამბიციური და რთული მიზნები გაქვთ დასახული, რამდენადაც ცნობილია, დიდი ხანი მიდიოდა განხილვები ახალი ფედერაციის შექმნის იდეაზე. თუ შეიმუშავეთ უკვე გარკვეული გეგმა, როგორ აპირებთ მიზნების მიღწევას? 


- არამარტო ჩამოთვლილი ადგილობრივი წარმოების კონკურენტული გარემოს შექმნა არის ჩვენი მიზანი, არამედ ყველა იმ დარგის, რომლებიც ჩვენთან არიან, პრობლემების წამოწევა და მიტანა მთავრობასთან. შესაბამისად, ის რომ მხოლოდ ერთ გარკვეულ თემაზე ვმუშაობთ, არასწორია. ჩვენ ყველა დარგის კომპანიების სატკივარს ვითვალისწინებთ და მივდივართ მიზნისაკენ. 



- რამდენად ღია იქნება თქვენი ბიზნეს გაერთიანება ახალი წევრების მიმართ? გაქვთ რაიმე კრიტერიუმები, რასაც ფედერაციის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს თუ ნებისმიერი ტიპის და ზომის ბიზნესის მიღებას შეძლებთ სურვილის შემთხვევაში? 


- ჩვენ შევძლებთ ყველა კომპანიის მიღებას, ვინც აწარმოებს პროდუქციას საქართველოში. ეს არის საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია, შესაბამისად ჩვენ გვაქვს გეგმები, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკა ადგილობრივი წარმოების მეშვეობით გამოვიდეს იმ პრობლემებიდან, რომელიც სამწუხაროდ დღეს საქართველოში არის. 


- ბიზნეს ასოციაცია საქართველოში უკვე არსებობს, მის ფარგლებში ვერ ხერხდებოდა აღნიშნული პრობლემების გადაჭრა? 


- მე ვახსენე სტატისტიკა, 20% ადგილობრივი წარმოება და 80% იმპორტი. შესაბამისად ეს ყველაფერი ასახულია ცხოვრებაში. ბიზნეს ასოციაციაში რა თქმა უნდა წარმოდგენილნი იყვნენ კომპანიები, რომლებიც საქართველოში აწარმოებდნენ პროდუქციას, თუმცა როგორც სტატისტიკიდან ჩანს, გადაწყვეტილების მიღების დროს არ იყო შესაძლებელი ბოლომდე დაეცვათ თავიანთი პოზიციები. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ბიზნეს გაერთიანებას და მათ შორის ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბიზნეს ასოციაციას, თუმცა ადგილობრივი მწარმოებლების პრიორიტეტები უფრო ჩვენს ასოციაციაში იქნება წარმოდგენილი.


- ადგილობრივი მწარმოებლები ერთ-ერთ პრობლემად ასახელებენ იმას, რომ კრედიტებზე არ მიუწვდებათ ხელი. რამდენად მიხედავთ აღნიშნულ პრობლემას? 


- ესეც მისახედი პრობლემაა, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ვლაპარაკობთ არაკონკურენტულ გარემოზე, თავისთავად ცხადია, რომ წარმოებები, რომლებიც ადგილზე აწარმოებენ პროდუქციას, რისკის ჯგუფში იმყოფებიან იმპორტთან შედარებით. საკმაოდ ხშირია, როდესაც პროდუქცია შემოდის სუბსიდირებულად ბანკებისთვის უფრო მისაღებია ის ფასი, რომლითაც იმპორტიორს შემოაქვს პროდუქცია და როდესაც ჩვენ კრედიტების აღებაზე ველაპარაკებით ბანკებს, ისნი თვლიან, რომ ის ღირებულება რომელიც ახლოს არის რეალიზაციის ზღვართან საკმაოდ სარისკოა. აქედან გამომდინარე ბანკებს უპირატესობა უფრო იმპორტიორებისკენ აქვთ. სწორი კონკურნტუნარიანი გარემოს პირობებში ამის გამოსწორება სრულიად შესაძლებელია და ადგილობრივი წარმოება არის ის, რაც ქმნის ადგილობრივ პროდუქტს, რომელიც ასაქმებს ხალხს და შეაქვს ბიუჯეტში შემოსავალი.


 - რამდენად გაქვთ ხელისუფლები მხრიდან მხარდაჭერის იმედი და თუ მუშაობთ ამ მიმართულებით? 


- აუცილებლად გვაქვს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის იმედი, რადგანაც ჩვენ ერთი მხრივ გამოვდივართ საერთო პრობლემებით.




BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up