მწარმოებელთა ფედერაცია - ახალ საბაჟო კოდექსში მნიშვნელოვანია ის, რომ დოკუმენტაციის წარდგენა ციფრული ტექნოლოგიით მოხდება

მწარმოებელთა ფედერაცია - ახალ საბაჟო კოდექსში მნიშვნელოვანია ის, რომ დოკუმენტაციის წარდგენა ციფრული ტექნოლოგიით მოხდება

access_time2018-09-06 18:00:05

„ახალ საბაჟო კოდექსში მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ტიპის დოკუმენტაციის წარდგენა ციფრულ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით მოხდება, ეს კი საბაჟო პროცედურებს დააჩქარებს,“ ასე აფასებს „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ პრეზიდენტი ლევან სილაგავა დღეს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მალე ქვეყანას ახალი საბაჟო კოდექსი ექნება. როგორც ბახტაძემ განაცხადა, მომავალ კვირას ახალი საბაჟო კოდექსის პრეზენტაცია გაიმართება. კომერსანტის ინფორმაციით, პრეზენტაცია 10 სექტემბერს, ფოთში გაიმართება. 


ლევან სილაგავას შეფასებით, როგორც ცნობილია, ახალ კოდექსში ძირითადი აქცენტი ციფრულ საბაჟო განვითარების კონცეფციაზეა გაკეთებული, რაც ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ქვეყანა ციფრული ეკონომიკისკენ მიდის და თითქმის ყველა საბუთის გაცვლა ციფრული ტექნოლოგიებით უნდა ხდებოდეს.


„ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის სისწრაფე გარკვეულ ოპერაციებში. წინასწარი ოპერაციების დაგეგმვისთვის და ტვირთების იდეტიფიცირებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ქვეყანაში ადვილია ბიზნესის დაწყება, პროდუქციის გამოშვება, მაგრამ ამ პროდუციის გატანა და საბაჟოზე გავლა გაციფროვნების შემდეგ ბევრად უფრო მობილურად და სწრაფად მოხდება,“-აცხადებს სილაგავა.


მისი განცხადებით, ასევე დადებითი ისც, რომ ახალ კოდექსში გადასახადების შემცირებაცაა ჩადებული. როგორც სილაგავა აცხადებს, ეს არის პროექტი და დაანონსებულია, რომ საექსპერტო საზოგადოება და ბიზნესი ჩართული იქნება პროცესში, რაც მისასალმებელია.



როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არსებული საბაჟო კოდექსი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს ქვეყნის წინაშე. მისი შეფასებით, ახალი საბაჟო კოდექსი გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროპულ ბაზარზე, დამკვიდრდება მარტივი და სამართლიანი თამაშის წესები, შეიქმნება სტაბილური ბიზნესგარემო, დაინერგება კიდევ უფრო მეტად გამარტივებული საბაჟო პროცედურები.


„ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით დასრულდა საბაჟო კოდექსის პროექტზე მუშაობა, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. ეს გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროპულ ბაზარზე, დამკვიდრდება მარტივი და სამართლიანი თამაშის წესები, შეიქმნება სტაბილური ბიზნესგარემო, დაინერგება კიდევ უფრო მეტაგ გამარტივებული საბაჟო პროცედურები; კერძო სექტორისთვის შემცირდება დანახარჯები, რომელიც დაკავშირებულია საგარეო ვაჭრობასთან. ეს არის ციფრული საბაჟო განვითარების კონცეფცია, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას. საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში“, - განაცხადა ბახტაძემ.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 


 

 

 

 





ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up