მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებით განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით 2.8%-იან ზრდას აჩვენებს.
საქსტატის მონაცემებზე დაკვირვებით დგინდება, რომ აქედან ყველაზე დიდი წილი მოდის, დროებითი განთავსების საშუალებების მომსახურებაზე (+3%), ხოლო შემდეგ არის საკვებისა და სასმელების მიწოდების მომსახურება, რომლის ზრდა 2.6 % -ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ინდექსზე წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12.4 % -იანი ზრდა აღინიშნება.
საქსტატის მონაცემების მიხედვით კლება ფიქსირდება სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსში, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კლება სულ 1.9%-ს შეადგენს, აქედან უდიდესი ნაწილი სადენიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე მოდის (-3.3%), მატება ფიქსირდება სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზეც (+2.9%). უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე და თანამგზავრული კავშირგაბმულობის მომსახურებაზე ფასების ცვლილება არ აღინიშნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსზე, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 1.6% -იანი კლება აღინიშნება.