მწარმოებელი კომპანიები მთავრობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ

მწარმოებელი კომპანიები მთავრობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ

person access_time2016-04-08 11:49:55

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის წევრები მთავრობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას აუცილებლად მიიჩნევენ. 

ფედერაციის ოფიციალური პრეზენტაცია 11 აპრილს არის დაგეგმილი, თუმცა გაერთიანების წევრები თავიანთ პრიორიტეტებზე „კომერსანტთან“ უკვე საუბრობენ. მწარმოებელთა ფედერაცია დარგობრივი ბიზნეს ასოციაციების და ადგილობრივი კომპანიების მიერაა დაფუძნებული და მისი მთავარი მიზანი იმპორტის ჩანაცვლებაა.

 

საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუბეგაშვილი, რომელიც ფედერაციის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორია,  „კომერსანტთან" ამბობს, რომ ფედერაცია მთავრობასთან კომუნიკაციის საშუალება იქნება. მისი თქმით, აქამდე რაც ბიზნესასოციაციები და გაერთიანებები არსებობდა, ყველას დაქირავებული კადრები ჰყავდა,  ხოლო ფედერაციაში უშუალოდ მეწარმეები არიან, რომლებმაც იციან კონკრეტული პრობლემები და  ხვდებიან რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგმაა საჭირო მთავრობისგან.

 

უჩუმბეგაშვილის თქმით, ყველა დარგობრივ ასოციაციას ერთნაირი პრობლემა აქვს: ითხოვენ ბაზრის დაცვას, ვეტერინარული გარემოს გაჯანსაღებას, საზღვრის უკეთ კონტროლს. მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში ბიზნესის დაწყება მარტივია, თუმცა მთავარი ბიზნესის კეთებაა.  საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს არც საკანონმდებლო ბაზა და არც საბანკო სისტემა არაა იმ დონეზე, რომ დაცულად იგრძნონ თავი. მისივე თქმით, აქამდე თუ ინიციატივების დაყენება ცალ-ცალკე ხდებოდა. ახლა გაერთიანებული ძალებით ეცდებიან შედეგის მიღებას.


 

მეცხვარეთა ასოციაციის წევრი ბექა გონაშვილი აცხადებს, რომ მისი მიზანია ქართული წარმოების მხარდაჭერა სხვადსხვა სტიმულებით. გონაშვილის თქმით, მუშაობა გააქტიურდება სხვადასხვა ბარიერის მოხსნაზე, რომელიც ადგილობრივ მწარმოებელს ხელს უშლის. მაგალითად: 

ხშირია დოკუმენტაციის გაყალბების გზით ცხვრის გადინება ქვეყნიდან.გონაშვილი აპირებს ცხვრის ხორცის მოხმარების პოპულარიზაციაზეიმუშაოს. „უნდა გავუწიოთ პოპულარიზაცია ქართულ პროდუქციას და მის მოხმარებას. ჩვენ ვქმნით დოვლათს ქვეყანაში და ამიტომ გავერთიანდით" – აცხადებს გონაშვილი.

 

კომპანია „საქკაბელის" ხელმძღვანელი ედიშერ მამალაძე აცხადებს, რომ მწარმოებელთა ფედერაციაში გაერთიანდნენ კომპანიები, რომლებიც ქართულ პროდუქტს ქმნიან. მისივე თქმით, აუცილებელია კანონმდებლობაში ცვლილებები თუნდაც „ევროპასთან 

ასოცირების ხელშეკრულებიდან" გამომდინარე. მამალაძის განმარტებით, როდესაც საკანონმდებლო ბაზა იქმნება, კონსულტაციებია საჭირო იმ ხალხთან. ვისაცეს საკითხი უშუალოდ ეხება.




დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up