მუხიანსა და გლდანს შორის  ახალი საცხოვრებელი  უბნის მშენებლობის ახალი დეტალები

მუხიანსა და გლდანს შორის ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობის ახალი დეტალები

access_time2020-01-08 16:00:42

თბილისში მუხიანსა და გლდანს შორის ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა, რამდენჯერმე გადაიდო, ბოლო ინფორმაციით კი სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ბოლომდე უნდა დაწყებულიყო,  თუმცა, პროცესი ამ დრომდე ჭიანურდება.  „კომერსანტი“ მშენებლობის შეფერხების  მიზეზით დაინტერესდა,  როგორც გაირკვა პროექტის გადადება ინვესტორების მიერ, ფინანსური ანგარიშის მომზადებას უკავშირდება, რომელზეც დღესაც მუშაობენ.

 

პროექტის ინვესტორი კომპანიების  „ბრუმველისა“ და კომპანია „ბისიდის“, პარტინიორი საქართველოში „გლობალ უნი გრუპის“ დირექტორი დავით ალექსიძე ამბობს, რომ ფინანსურ საკითხებზე მუშაობის  დასრულებისთანავე მშენებლობის პროცესი დაიწყება. საუბარია, მუხიანსა და გლდანს შორის 60 ჰექტარის ტერიტორიაზე.

 

„მერიისგან ნებართვა გვაქვს, პროექტიც დამტკიცებულია და როგორც კი მშენებლობის ზუსტი ღირებულება გვეცოდინება სამშენებლო პროცესს დავიწყებთ. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებული  2 სკოლის,  2 საბავშვო ბაღის, სპორტული და საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროს, ასევე საზოგადეობრივი ადგილების, დასასვენებელი და სავაჭრო ცენტრების მოწყობა“-აცხადებს ალექსიძე. მისი განმარტებით, განხორციელდება 230 - 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. შედეგად, თბილისს ექნება ეკოლოგიურად სუფთა უბანი, რომელიც სრული თანამედროვე ინფრასტრუქტურით იქნება გამართული.

 

შეგახსენებთ, რომ კომპანია  „გლობალ უნი გრუპი“ უცხოელი ინვესტორების მეშვეობით მშენებლობის დაწყებას ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო დღემდე გაჭიანურდა.

 


როგორც მაშინ,  დირექტორმა დავით ალექსიძემ „კომერსანტს“  განუცხადა პროექტის ფარგლებში, აქტიურ ფაზაში იყო  შესული საცხოვრებელ უბნამდე მისასვლელი გზის და საკომუნიკაციო სისტემების მშენებლობისთვის პროექტირების ეტაპი.  ასევე  მუშაობდნენ, GWP-სთან, ყაზტსრანსგაზთან, სილქნეტთან კომუნიკაციების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

 

როგორც  „გლობალ უნი გრუპის“ დირექტორი განმარტავს, 2020 წელს  ფინანსური მხარე მოწესრიგდება,  რაც შეეხება პროექტირებას,  დასრულებულია  და  ტენდერის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების შერჩევა მოხდება.

 

ინვესტორ კომპანიას „ბრუმველი“, რომელიც მუხიანსა  და გლდანს შორის პროექტირების პროცესშია ჩართული, დეველოპმენტის კუთხით გამოცდილება აქვს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ბოლო პროექტი კი, რომელიც განახორციელა, პრაღაში საცხოვრებელი დასახლების შექმნაა.


რაც შეეხება მის პარტნიორ ქართულ კომპანიან, გლობალ უნი გრუპს (GUG) - ბიზნეს კონსულტაციებსა, ინვესტიციების და ვაჭრობის ხელშწყობაზე ორიენტირებული კომპანიაა. GUG  ხელს უწყობს მცირე და საშუალო კომპანიების საქმიანობას, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საქმიანი პარტნიორების მოძიება, პროექტების მენეჯმენტი, მარკეტინგი, გაყიდვებისა და სხვა ბიზნეს საქმიანობის დაგეგმარება. კომპანია ხელს უწყობს უცხოურ კომპანიებს ქართულ ბაზარზე შემოსვლაში და დამკვიდრებაში, ასევე ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს საზღვარგარეთ საქმიანობის დაწყებაში.  ამ მიზნებისათვის  GUG-ი თანამშრომლობს მთელ რიგ პარტნიორ კომპანიებთან აშშ-ში, ევროპაში, ისრაელში და  იორდანიაში. GUG-ი დაარსდა 2009 წელს და ამ დროისთვის კომპანია უკვე ცნობილია როგორც საქართველოში ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

 

 ნათია ლომიძე 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up