მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის სფეროს განვითარებაზე საუბრობს

მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის სფეროს განვითარებაზე საუბრობს

access_time2019-07-10 20:31:07

მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის სფეროს განვითარებაზზე საუბრობს:


ბატონო თამაზ, როგორ ფიქრობთ, რამდენად განვითარებულია საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის სფერო?


- სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მქონდა იმედი, რომ ეს სფერო ოდესმე იქნებოდა იმ სიმაღლეზე, როგორიც შეეფერება ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხელოვანებს. დღეს უკვე დადგა დრო, რომ საავტორო უფლებების დაცვის სფერო განვითარდეს. ამაში გვიწყობს ხელს ახალი თაობა, ინოვაციური მიდგომები, ტექნიკა, აპარატურა და რაც მთავარია ახალი ასოციაცია GERA, რომელიც ქართველი ხელოვანების ინტერესებს და რაც მთავარია უფლებებს ეფექტურად დაიცავს.


-თქვენთვის რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც GERA-ში გაწევრიანდით?



-ჩემთვის ყველაზე ღირებული ამ ასოციაციის მუშაობის მეთოდში არის ის, რომ მისი საქმიანობა კეთილსინდისიერების ფარგლებში განიხილება. ეს არის ყველაზე ობიექტური მეთოდი საავტორო უფლებების დაცვის სფეროში. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვანის დაფასება და მისი კეთილდღეობა არის უპირველესი.


გარდა ამისა, საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ცხოვრობს, ვის შესახებაც ბევრმა არ იცის, მათ სტიმული სჭირდებათ, მეტი დაფასება და ხელშეწყობა, რომ შემოქმედებითი საქმიანობა არ შეაჩერონ.


- თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია როგორ იცავენ საავტორო უფლებებს უცხოეთში?


-მე პირადად გავიცანი შრილანკაში საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელები. იცით რამდენი ადამიანი? 3. სულ სამი პიროვნება განაგებდა ამ საქმეს. გამაოცა ამ ადამიანების საქმისადმი სიყვარულმა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მთავარია მონდომება და კეთილსინდისიერება და საავტორო უფლებების დაცვა ისეთი სფეროა, რომ შეუძლებელი არაფერია. არ ვიცი აქამდე რატომ ვერ ხერხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ხელოვანების სათანოდო დონეზე დაფასება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა ეს პრობლემა გამოსწორდება.


(N)





ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up