„მუსიკალური ფესტივალი „Gem Fest“ საპატრიარქოს მიერ მოძიებული თანხებიდან შეიქმნა“

„მუსიკალური ფესტივალი „Gem Fest“ საპატრიარქოს მიერ მოძიებული თანხებიდან შეიქმნა“

access_time2020-09-26 10:00:32

2014 წლის ზაფხულში მოვლენების მთავარი ეპიცენტრი ანაკლია გახდა, კურორტი რომელიც მანამდე დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, ქვეყნის ერთ- ერთ მიმზიდველ დანიშნულების ადგილად იქცა.  მიზეზი მუსიკალური ღონისძიება „კაზანტიპი“ იყო. ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, განსაკუთრებით მას სასულიერო პირები ეწინააღმდეგებოდნენ. ფესტივალის ჩატარების წინააღმდეგ არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. საქართველოს საპატრიარქოში მიიჩნევდნენ, რომ ხდებოდა სარწმუნოების, ზნეობისა და ეროვნული ფასეულობის დამცირების იძულებითი დანერგვა და ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნებოდა. თუმცა შემდეგ წელს ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი „Gem Fest“ საპატრიარქოს მოძიებული თანხებიდან გაიმართა. ამის შესახებ „გირჩი ტივი“ - ის ეთერში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ განაცხადა. „Gem Fest“-ის დამფუძნებლი იხსნებს თუ როგორ გაჩნდა ფესტივალის ანაკლიაში ჩატარების იდეა.


„2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მაშინ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი. მაშინ ჩემი მოვალეობა ქვეყანაში ტურისტების მოზიდვა და საქართველოში ტურიზმის განვითარება იყო. იყო ერთი ასეთი ამბავიც, რომ ადგილობრივ  დიდი  ფესტივალებს გაუჭირდებოდათ უკვე ახალ რეალობაში რუსებთან კოჰაბიტაცია და რამდენიმე  ფესტივალი საქართველოში დავპატიჟეთ. 2013 წელს, როდესაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დავინიშნე, მაშინდელმა პრემიერ - მინისტრმა მომცა მითითება რომ ის  ტურისტული ადგილები, ქალაქები და კურორტები რომლებიც ასოცირებული იყო მიხეილ სააკაშვილთან არ გაგვეპიარებინა. საუბარია სიღნაღზე, ბათუმზე, მესტიაზე. სახტად დავრჩი, რა მნიშვნელობა ჰქონდა ვის დროს გაკეთდა.


ჯიუტად მინდოდა  ანაკლიის წამოწევა, პატრიოტული კუთხით თუ  ვისაუბრებთ ძალიან მაგარი თემა იყო, რადგან აფხაზეთი იქვეა და შეგვიძლია ვაჩვენოთ რისი გაკეთება შეგვიძლია. დავაანონსეთ კაზანტიპის გადმოტანა.  ძალიან ამაყი ვარ, რადგან სიტყვა ანაკლიას ინტერნეტში ჰქონდა უამრავი ძებნა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან სენსაციური ამბავი იყო. კაზანტიპის პრეზიდენტი ჩამოვიყვანე, ნიკიტამ  თავისი ხალხი ჩამოიყვანა და მარკეტინგული კამპანიაც დავიწყეთ. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დამირეკა და  მითხრა, რომ საპატრიარქოში დამიბარესო, არ უნდათ ამ ამბის გაკეთებაო და ეს ფესტივალი უნდა ჩავშალოთო. 3 დღეში სინოდის სხდომა დაინიშნა, მივედი საპატრიარქოში დამხვდა ჩაბნელებული შენობა კედლებზე სანთლებით, შავებში ჩაცმული ხალხი დადის. წარმომიდგინეს ყველა და მითხრეს რომ ფესტივალის ჩატარებას არ დაუშვებდნენ, რადგან კაზანტიპზე აღვირახსნილი ამბები ხდებაო. მითხრეს, რომ ვაპირებდით უფასო  ნარკოტიკების დარიგებას, ხოლო სანაპიროზე შიშვილი რუსი ქალები ივლიანო. ამის შემდეგ კვირიკაშვილმა მოძებნა მიზეზი და მომხსნეს სამსახურიდან. „კაზანტიპ“ის ვიცე პრეზიდენტი გავხდი და ფესტივალი ჩავატარეთ“, - აცხადებს გიორგი სიგუა.


მას შემდეგ რაც სიგუამ „კაზანტიპი“ ჩაატარა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მომავალ წელს ახალი მუსიკალური ფესტივალის ჩატარების იდეით საპატრიარქოს მიმართა. როგორც სიგუა აცხადებს სასულიერო პირები ამჯერად მუსიკალური ფესტივალის ჩატარების წინააღმდეგები აღარ იყვნენ, მეტიც, ფინანსური მხარდაჭერა სიგუამ ერთ დღეში მოიპოვა, რა დროსაც ახალი მოსიკალური ფესტივალი „Gem Fest“-ი დაიბადა.


„ცეცხლის  წვიმა, რომ არ წამოსულიყო ისევ ამ ჯეელებთან მივედი და ავუხსენი, რომ კარგი ფესტივალია და ვთხოვე შესაძლებლობა მოეცათ ღონისძიება ისევ  ჩამეტარებინა. ნიკიტა საქართველოში ჩამომსვლელი აღარ იყო და მქონდა  ფესტივალის პროექტი ანაკლიაში. მითხრეს, რომ ფულს მაშოვნინებდნენ, დამაკავშირეს ძმებ ხარებავებს, რომლებიც წყალი „სნოს“ მეწილეები არიან და კიდევ რაღაც ბიზნესები აქვთ. 2015 წელს ხარებავებმა საპატრიარქოს თხოვნით ჯემ ფესტი 2 მილიონი დოლარით დააფინანსეს. ძალიან ბევრს არ სჯეროდა, რომ პირდაპირ საპატრიარქოდან წავედით ხარებავების ოფისში სადაც საკმაოდ დიდი თანხა მომცეს. პრაქტიკულად შემდეგ შეიქმნა კომპანია, რომელიც იყო ჯემ ფესტის ორგანიზატორი სადაც 80% იყო წყალი „სნო“ და 20% გიორგი სიგუა. ხოლო  წყალი „სნოს“ დამფუძნებელი 2015 წელს გახლდათ საპატრიარქო. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს საპატრიარქოს მოძიებული თანხებიდან შეიქმნა „Gem Fest“-ი. შემდეგ ხშირი ურთიერთობა მქონდა მათთან ,  ძალიან ბევრ კითხვებს სვამდნენ, იქ ნარკოტიკი როგორ იყიდება, როგორ იშოვება  ექსტაზი, რა ღირს“, - განმარტავს გიორგი სიგუა.


წლების შემდეგ სიგუა ყოფილ ბიზნესპარტნიორებზე აცხადებს, რომ სახელმწიფოს ძარცვავენ. მისი თქმით, სახელმწიფოსთვის საქართველოს საპატრიარქო არის მავნე ინსტიტუტი.


ჩვეულებრივი ბიზნესმენები არიან. ძალიან კარგ პირობებში არიან, რადგან არ იხდიან გადასახადებს და აქვთ უამრავი დამალული ბიზნესი. იყენებენ ადამიანების მორჩილებას და შრომას, სახელმწიფოს კი ძარცვავენ. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოსთვის საქართველოს საპატრიარქო არის მავნე ინსტიტუტი. საქართველოს საპატრიარქოს და ქრისტიანულ მართლმადიდებლურ   სარწმუნოებას არავითარი კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან. საპატრიარქო ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, ორგანიზებული მაფია, რომელიც სახელმწიფოსთან და სამთავრობო სტრუქტურებთან ხან შეკრულია, ხან უპირისპირდება, ხან აშატნაჟებს იყენებს თავის გავლენას და ნდობის კრედიტს“, - აცხადებს გიორგი სიგუა.


 

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ „კომერსანტი“ როგორც საქართველოს საპატრიარქოს ისე ალექსანდრე ხარებავასაც დაუკავშირდა თუმცა, მედიაჰოლდინგს ზარს არსად უპასუხეს. რაც შეეხება მათ ბიზნეს ინტერესებს, ორივე შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობის რაოდენობა საკმაოდ დიდია.

 

სრულიად საქართველოს  ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია


1.შპს ემ.ემ.ბე.

2.შპს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი

3. შპს ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო-წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონი

4. შპს ქ. ქუთაისის რაგბის კლუბი ბაგრატი


5. შპს ხუროთმოძღვარი 2018

6. შპს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნება

7. შპს ხარ-ფური

8. შპს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია (ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა)

9. შპს ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა

10. შპს სანთელი

11. შპს ხულოს წმინდა აბუსერიძე ტბელის სახელობის სკოლა

12. შპს სამთავისისა და კასპის ეპარქიის მეურნე

13. შპს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა

14. შპს მნე

15. შპს ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა

16. შპს ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა

17. შპს ინტელლეგ-ტური

18. შპს საქართველოს საპატრიარქოს რადიო - ივერია

19. შპს თანადგომა

20. შპს საქართველოს საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკი

21. შპს საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლი

22. შპს დიაბაზი

23. შპს ყვარლის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია

24. შპს წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი

25. შპს ბათუმის წმინდა ილია მართლის სახელობის საბავშვო ბაღი

26. შპს მესხური ბარაქა

27. შპს როკი

28. შპს ვაკე-საბურთალოს რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისული ცენტრი დელისი 2

29. შპს იბერია ბურჯი

30. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა

31. წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა

32. მცხეთის ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართმადიდებლური საშუალო სკოლა

33. საქართველოს საპატრიარქო ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია

34. შპს ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია

 

 

ალექსანდრე ხარებავას სამეწარმეო საქმიანობა

 



transparency.ge- ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ხარებავა მმართველი გუნდის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველიცაა 2014-16 წლებში ბიზნესმენმა ქართულ ოცნებას 100 000 ლარამდე შესწირა.





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up