„მუშაობა აუცილებელია ყოველდღიურ პრობლემატიკაზე და არა რამდენიმეწლიან გეგმაზე“ -  ლევან ყარალაშვილი

„მუშაობა აუცილებელია ყოველდღიურ პრობლემატიკაზე და არა რამდენიმეწლიან გეგმაზე“ - ლევან ყარალაშვილი

access_time2021-04-22 12:09:59

„მთავრობას მინდა შევთავაზო საგადასახადო საშეღავათო პაკეტის შემუშავება, რომელიც რითეილის სექტორს გამოაცოცხლებს“, - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ყარალაშვილიმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 12 ბიზნესასოციაციამ პრემიერთან შეხვედრა მოითხოვა. თბილისი ცენტრალის“ დირექტორი აცხადებს, რომ აუცილებელია ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობა და მუშაობა ყოველდღიურ პრობლემატიკაზე და არა გრძელვადიან- რამდენიმეწლიან გეგმებზე.

 

 

„უკვე ერთი წელიწადია ფაქტობრივად ფორსმაჟორის რეჟიმში ვცხოვრობთ, ამ პერიოდში ძალიან ბევრი რთული ეტაპი გავიარეთ და მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე შევიკრიბეთ დღეს, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ის თემატიკა რომელიც გვაწუხებს. მე ფოკუსს გავაკეთებ ორ საკითხზე - ერთი რაც არის ყველასთვის საერთო პრობლემა და ერთი დარგისთვის სპეციფიკური პრობლემა. ეს არის ე.წ. კომენდანტის საათი რომელიც ერთი წელია ქვეყანაში არის და დღეს თუ ეკონომიკის გამოცოცხლებაზე ვლაპარაკობთ აუცილებელია ამ მიმართულებით პოლიტიკის გადახედვა იქნება ეს კომენდანტის საათის მოხსნა თუ ვადის გაგრძელება. ზაფხული იწყება ტურისტული სეზონი უნდა აღდგეს და ამისთვის კრიტიკულია, რომ საღამოს მეტი დრო და სივრცე არსებობდეს


 

რაც შეეხება კონკრეტულად სავაჭრო ცენტრებს, ჩვენ არა ერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ე.წ. დარგობრივი პაკეტები რაც იყო დამუშავებული არ შეხებია ამ სექტორს რომელიც ასევ ძალიან დაზარალებული სეგმენტია. ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე მთავრობას მინდა შევთავაზო საგადასახადო საშეღავათო პაკეტის შემუშავება რომელიც ამ დარგს გამოაცოცხლებს და თითქმის 25 000 ადამიანი რომელიც ამ სექტორშია დასაქმებული შეძლებს დაუბრუნდეს სამუშაო ადგილებს და უფრო სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ბრუნვა. გვახსენდება შარშანდელი 28 ნოემბრის ჩაკეტვის პერიოდი, როდესაც 24 საათში გავიგეთ, რომ მთელი სექტორი იკეტებოდა და იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი პრობლემა აღარ იქნება, რადგან აუცილებელია კომუნიკაცია, მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესთან და მუშაობა ყოველდღიურ პრობლემატიკაზე და არა გრძელვადიან, რამდენიმეწლიან გეგმებზე. ჩვენი შეთავაზებაა კიდევ ერთხელ დავსხდეთ და ჩვენ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ იმ ხალხს რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესშია ჩართული“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილიმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up