2016 წელს დაანონსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა წელს დაიწყო - პირველი კორპუსის კარკასი უკვე ამოყვანილია - ინტერვიუ თემურ მურღულიასთან

2016 წელს დაანონსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა წელს დაიწყო - პირველი კორპუსის კარკასი უკვე ამოყვანილია - ინტერვიუ თემურ მურღულიასთან

access_time2019-09-12 13:30:59

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის  აშენების იდეა ფართო განხილვის საგანად მისი გაჟღერებისთანავე იქცა. მშენებლობის დაწყების მოსამზადებელი პერიოდი და შემდეგ პროცესი  ხანგრლივი აღმოჩნდა, რის გამოც საზოგადოებაში მოსაზრება  გავრცელდა მისი გაჩერების შესახებ. ან სულაც ჩავარდნის  .


რა პროცესები მიმდინარეობს, რა გაკეთდა, როდის და რამდენ სტუდენტს მიიღებს ქუთაისის უნივერსიტეტი? ამ და სხვა საკითხებზე „კომერსანტს“ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ მურღულიამ უპასუხა:


რა ეტაპზეა ამჟამად ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა და როდის იქნება უნივერსიტეტი მზად სტუდენტების მისაღებად?


ქუთაისში  სამი სასწავლო კორპუსი, სამი საერთო საცხოვრებელი და ერთი პროფესორთა საცხოვრებელი შენდება. აქედან ერთი კორპუსის კარკასია ამოყვანილია, ორი ძალიან მალე იქნება მზად. ანუ 2020 სასწავლო წლისათვის ეს პროცესები ყველაფერი იქნება აბსოლუტურად დასრულებული.





ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელეთ პოსტი - „რომ გეუბნებით კედლის ფერის კრიტიკაზე გადაერთეთთქო - დამიჯერეთ, რა ჯურის ნაცებიც არ უნდა იყოთ, მაინც ქუთაისლები ხართ და სულ ბითურად რომ რჩებით, არ მიხარია. ამ წუთში, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 3 სასწავლო კორპუსის, 3 საერთო საცხოვრებლის და 1 პროფესორთა საცხოვრებლის მშენებლობა მიდის - რა ერთი კორპუსი, რომელ ქვევრში ზიხართ? P.S 60000 სტუდენტით რატომ არ იწყებს პირველივე წელსო, ვინც ამბობს, იმათ ბავშვობაში სათამაშოები რომ არ ქონდათ, ეს კიდე ცალკე ტკივილია.“ - რა წინააღმდეგობრივ მოსაზრებებს აწყდება ამჟამად ქუთაისის უნივერსიტეტის მშენებლობა საზოგადოების მხრიდან და როგორ ფიქრობთ რითაა გამოწვეული?



ხშრად მიწევს ახსნა, რომ არასერიოზულია იმაზე საუბარი, თუ რატო არ იწყებს უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტით, ასე არ ხდება არსად. თუმცა,ეს უნივერსიტეტი უნდა გაიზარდოს ძალიან დიდ მასშტაბით, ის მოცულობები რომლებიც დღეს  შენდება მინიმუმ 10 000 სტუნდენტს  დაიტევს და იმედი მაქვს რომ ის კიდევ გაიზრდება.


არა კეთილის მსურველების მხრიდან არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ჩემი კომენტარი ეხება იმას, რომ რამდენიმე წყაროდან შეეცადნენ გაევრცელებიანთ, რომ ქუთაისში დიდი უნივესრიტეტი კი არა მხოლოდ ერთი კორპუსი შენდება და ამის კიდევ ერთხელ გაქარწყლება მომიწია.


ეს ხდებოდ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ უნივერსიტეტის  სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა და მოსამზადებელი სამუშაოები მიდოდა ამას დასჭირდა დრო ფუნდამენტის ჩასაყრელად, რადგან ვინც მშენებლობა იცის, იცის რომ პირველ დღეს აგურები არ იდება და უშუალოდ კედლის ამოყვანა არ იწყება. გარკვეული რაციონალი ჰქონდა იმ პოზიციას საზოგადოების ნაწილის მხრიდან, თუმცა ჩვენ მას ცალსახად ვუხსნიდით და ვაჩვენებდით თუ რა სამუშაოები ტარდებოდა. ადრე იყო პრეტენზიები, რომ არ გვიშვებენ სამშენებლო მოედანზე და არ ვიცით რა ხდება. ახლა ეს კორპუსები ჩანს და იმაზე პრეტენზია თუ რა  და როგორ კეთდება, უკვე ყველანაირ აზრს მოკლებულია და უკვე ბოროტი განზრახვაა და მეტი არაფერი. გავიგებდი ისეთი ტიპის პრეტენზიებს,რომელშიც საუბარი იქნებოდა პროგრამებთან მიმართებაში, თუ იქნებოდა განხილვა რამდენად არის ეს პროგრამები ქართული თანამედროვე შრომის ბაზრისთვის ადეკვატური და რელევანტური. ერთადერთი რაც რჩევა რაც ამ ადამიანებს შემიძლია მივცე არის ის, რომ მართლა კედლის ფერზე გვედავონ. სხვა სადავო არაფერი არ დარჩა.


ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში უცხოელი და ქართველი აკადემიური პერსონალი დასაქმდება , რა სახის პროგრამებზეა საუბარი და რაზე გამახვილდება ყურადრება სწავლების პროცესში?


ახლახანს ჩამოვედით მიუნხენიდან, საკმაოდ ფართო წარმომადგენლობა იყო იყო შეხვედრაზე - პრემიერის მრჩეველი განათლების საკითხებში, ფონდი ქართუს ხელმძღვანელი, უნივესრსიტეტის წამრმომადგენლები და გერმანელი პროფესორები. რამდენიმე გერმანელ პროფესორთან ერთად შეჯერება მოხდა  იმაზე, თუ ისინი რა საგნებს წაიკითხავენ. ეს არ ეხება მარტო მიუნხენის ტექნიკურ ინივერსიტეტს, რამდენიმე უნივერსიტეტთან მიდის ამ თემაზე ძალიან ფართო კომუნიკაცია. იყო პროგრამების განხილვა და ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ, შესაბამისად, ბუნებრივია ეს იქნება უნივერსიტეტი, სადაც იქნებიან ქართველი და უცხოელი პროფესორები და დაინერგება დისტანციური სწავლების ისეთი ელემენტები რომლებიც  სასწავლო პროცესში ყველაზე ტოპ პროფესორების ჩართულობას განაპირობებს .


სწავლება დაიწყება მენეჯმენტით, კომპიუტერული მეცნიერებებითა და მათემატიკით. ეს არის მიმართულებები, რომლებიც ამ წუთას ქართული შრომის ბაზარზე ყველაზე კრიტიკულად მოიაზრება. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებებზე არ არის პორბლემები, თუმცა უნივერსიტეტი გაიზრდება და პროაქტკულად სხვა მიმართულებებს  მომდევნო წლებში აითვისებს.


რა ეღირება ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლა?


ჩვენი ნომერი პირველი ამოცანაა, რომ 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდას არ დასჭირდეს დამატებითი თანხის გადახდა. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც უცხოელ სტუდენტებსაც მიიღებს და იქნება დიფერენცირებული შკალა, რომელიც  სხვა საკითხებთან ერთად მალე გახდება ცნობილი. მთავარი ისაა, რომ საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეები და აბიტურიენტები არ შეშინდებიან იმით, რომ ამ უნივერსიტეტში სწავლის საფასური იქნება მათთვის პრობლემა. ეს იყო ამ უნივერსიტეტის სულისკვეთება და ასე დარჩება.


რამდენ აუდიტორიას და სართულს ითვალისწინებს უნივერსიტეტის პროექტი?


აქ იქნება ათეულობით აუდიტორია. ერთი კორპუსი, რომელიც სრულდება არის 3 სართულიანი, კიდევ ორი არის დასასრულებელი, ეს არ არის საბოლოო კონფიგურაცია ამ უნივერსიტეტის. კომპლექსის განვითარებასთან ერთად მოხდება ახალი კორპუსების დამატება. დღეს უკვე ცნობილია კიდევ ორი კორპუსის შესახებ, რომელიც აუცილებლად დაემატება ახალი მიმართულებების დამატებასთან ერთად. არაფერს ვამბობ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე, სტუდენტებისთვის ნორმალური სასწავლო გარემოს შექმნაზე.


გერმანული სწავლების მეთოდოლოგიაზე რატომ შეჩერდა არჩევანი, რამდენად რელევანტურია ეს მეთოდი ქართული რეალობისთვის და რით არის განსაკუთრებული?


მიუნხენის უნივერსიტეტი ჩვენთვის საინტერესოა იმიტომ, რომ ეს სასწავლებელი თავის თავს აპოზიციონირებს, როგორც სამეწარმეო უნივერსიტეტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ მარტო ბიზნესს ასწავლიან, აქ იძლევიან ტექნოლოგიურ განათლებას იმისთვის, რომ გამოყენებადი იყოს ახალგაზრდასთვის. მიუნხენი და ბავარია გერმანიაში გამორჩეულად ინდუსტრიალიზებულია და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მიუნხენის უნივერსიტეტი ასეთი წარმატებულია. ისინი ამაყობენ იმით რომ კურსდამთავრებულები სხვადასხვა სფეროში დიდ წარმატებებს აღწევენ.


ქართულ შრომის ბაზარზე კომპეტენტური კადრების სერიოზული დეფიციტია , სწორედ ამას უაკვშირდებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის შექმნა.


როგორც ცნობილია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა. მას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს. 2020 წლის სექტემბერში კომპლექსის ინფრასტრუქტურა სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად მზად იქნება.


მარიამ მორგოშია






ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
access_time2019-10-18 08:01:19
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. „ამ დროისთვის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და...

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მეღვინეები ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის რეგულირებას ითხოვენ - იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში

მეღვინეები ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის რეგულირებას ითხოვენ - იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში
access_time2019-10-18 10:00:35
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება. მისი თქმით, საქართველოში რქაწითელისგან დამზადებული ღვინის მოხმარება უფრო დიდია, ვიდრე თავად რქაწითელის მოსავალი. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი საქართველოს მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.   სარესტორნო ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინო, რომ იყიდება ამას ადასტურებენ მეღვინეებიც. კომპანია „თელავის მარნის“ დირექტორი ზურა რამაზაშვილი...


მსგავსი სიახლეები

up