მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დედაქალაქში მუშაობა განაახლა

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დედაქალაქში მუშაობა განაახლა

access_time2021-05-13 11:50:00

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დედაქალაქში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



კახა კალაძის განმარტებითვე, შეზღუდვა იხსნება დედაქალაქში არსებულ საბაგირო გზებზეც.



თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მგზავრობისას პირბადე აუცილებლად გამოიყენონ.




„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, როგორც ავტობუსებმა, ისე მეტრომ და მიკროავტობუსებმა, მუშაობა განაახლა. გარდა ამისა, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებზეც იხსნება შეზღუდვა და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება. ძირითადი პირობა რაც იყო - პირბადით მგზავრობა, ძალაში რჩება და ეს წესი ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, შევასრულოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



თბილისის მერის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადგილების აუცილებლობას ითვალისწინებს.



„რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებას, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გრძელდება ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით. ეს პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება მოხდება შესაბამისი ხსნარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.








500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up