საქართველოში გაუარესებული ეპიდვითარების გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე რჩება ძალაში. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს მიიღო.
მანამდე, 13 აგვისტოს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე პერიოდზე შემოიღო.
გადაწყვეტილების პარალელურად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
შეზღუდვა იმოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს.
აღნიშნული შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება.