მუნიციპალური ინსპექციის უფროსის პოსტს ლევან ჯღარკავა, „თბილსერვის ჯგუფს“ კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის პოსტს ლევან ჯღარკავა, „თბილსერვის ჯგუფს“ კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს

access_time2019-11-13 13:03:45

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“ მის ხელმძღვანელად კალაძემ რომეო მიქაუტაძე წარადგინა.


„ლევან ჯღარკავა აქამდე იკავებდა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოზიციას. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ლევანი არის ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალი. ის შეცვლის გიორგი ბაგრატიონს, რომელმაც, მოგეხსენებათ დატოვა აღნიშნული თანამდებობა და ამჟამად ხელმძღვანელობს დაცვის პოლიციას. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“ მის ხელმძღვანელად მინდა წარვადგინო რომეო მიქაუტაძე. რომასთან წლების განმავლობაში გვაქვს მუშაობის გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში. ის გახლდათ „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი და საკმაოდ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია ენერგოსექტორს,- განაცხადა კალაძემ.


ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზეც, ბოლო პერიოდში მას „ენერგოტრანსის“ დირექტორის პოზიცია ეკავა.









უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up