მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ რუსთავი-თბილისის გზის განტვირთვის გეგმაზე საპატრულო პოლიციასთან ერთად მუშაობენ

მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ რუსთავი-თბილისის გზის განტვირთვის გეგმაზე საპატრულო პოლიციასთან ერთად მუშაობენ

access_time2017-09-28 16:10:48

მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ რუსთავი-თბილისის გზის განტვირთვის გეგმაზე საპატრულო პოლიციასთან ერთად მუშაობენ და ამ საკითხზე დღეს შეხვედრა აქვთ დაგეგმილი. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების ზედამხედველობის სამუშაოების უფროსი ლევან სუხიტაშვილი პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რუსთავი-თბილისის გზა გადატვირთულია და ცდილობენ, რომ კიდევ ერთი ზოლი დაამატონ. 

 

 

"რაღაცა აშკარად უნდა შევცვალოთ. ჩვენ დღეს უნდა შევხვდეთ საპატრულო დეპარტამენტს. ასევე გზების უსაფრთხოების სამსახურებს და შევეცდებით, რომ კიდევ ერთი ზოლი დავამატოთ. განსაკუთრებით რუსთავი-თბილისის მიმართულებით. მეტი დაწოლა სწორედ ამ მხარესაა. თბილისი-რუსთავის მიმართულებით ნაკლები პრობლემაა, რადგან იქ შეფერხებით, მაინც გადაადგილდებიან მანქანები. ვფიქრობთ, დამატებით ზოლზე ან გვირაბის მშენებლობის პროცესის შეზღუდვაზე. შეფერხებით ვიმუშავებთ. კონტრაქტორს სამუშაოების შესრულების ვადებს გავუზრდით. რამენაირად უნდა მოვაწყოთ დამატებითი ზოლი. ახლა მხოლოდ ერთი ზოლია და აუცილებელია, რომ ორ ზოლიანი მოძრაობა იყოს. ამაზე ვმუშაობთ საპატრულო სამსახურთან და კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად. თუმცა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, სანამ გვირაბის მშენებლობა არ დასრულდება, შეზღუდვები სულ იქნება. სხვანაირად გამორიცხულია. სამწუხაროდ ეს რთული და ვიწრო მონაკვეთია, სადაც ვაშენებთ კედლებს. შესაბამისად მხოლოდ ღამე ან შაბათ-კვირა, რომ ვიმუშაოთ სიტუაციას მაინც ვერ განმუხტავს. საცობს სწორედ გვირაბის კედლების მშენებლობა იწვევს და ის კედლები ხომ სამუშაო დღეებშიც დარჩება ადგილზე და საცობიც არ განიმუხტება", - განაცხადა ლევან სუხიტაშვილმა. 

 

 


რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი 6,7 კილომეტრი სიგრძის ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ის 2019 წელს უნდა დასრულდეს.

 

 

უშუალოდ რესტორან “მარაბდას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები კი კიდევ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. დასრულების შემდეგ მისი სიგრძე 450 მეტრი იქნება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ახალი 3,5 კილომეტრი სიგრძის ახალი სანაპირო ზოლი უნდა აშენდეს. ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე 24 საათის განმავლობაში, მხოლოდ ერთი მიმართულებით 15 ათასი ავტომობილი გადაადგილდება. რაც თბილისი-ლესელიძის (დასავლეთის) ავტობანზე გამავალ მანქანების ნაკადზე ორჯერ მეტია.

 

 

http://1tv.ge

 



დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up